fbpx

არქიტექტორი ნორმან ფოსტერი ქალაქ ხარკივის დასახმარებლად


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა ჭიღიტაშვილი

 

ბრიტანელი არქიტექტორი ნორმან ფოსტერი  შეხვდა ხარკივის მერს, რათა განეხილათ უკრაინის ქალაქის აღდგენის შესაძლებლობები რუსეთის შეჭრით გამოწვეული  ზარალის შემდეგ. ფოსტერი, რომელიც ბრიტანეთის უმსხვილეს არქიტექტურულ ოფისს,  Foster + Partners ხელმძღვანელობს, მერ იგორ ტერეხოვს ჟენევაში შეხვდა, სადაც ქალაქის რეაბილიტაციაზე ისაუბრეს.

“მე ვიღებ ვალდებულებას შევკრიბო მსოფლიოს საუკეთესო პროფესიონალები, რომლებიც   ფლობენ განსაკუთრებულ ცოდნას და აქვს გამოცდილება გეგმარების, არქიტექტურის, დიზაინის თუ საინჟინრო კომუნიკაციების განხრით, რათა დავეხმაროთ ქალაქ ხარკივს აღორძინებაში”, – ამბობს ფოსტერი.

შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი იან გოლდინი და ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ედ გლეზერი, ტერეხოვმა  წარადგინა თავისი ხედვა ქალაქის მომავლის შესახებ. 

რუსეთის საზღვრიდან  40 კილომეტრში მდებარე ქალაქი ძალიან დაზიანდა რუსული არმიის თავდასხმის  შედეგად. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაციების მიხედვით, ქალაქში არქიტექტურული მემკვიდრეობა ბარბაროსულად ნადგურდება.  ჭურვები მოხვდა სახლებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, ასევე ოპერის თეატრს, საკონცერტო დარბაზს და სამთავრობო ოფისებს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, ხარკივში ადგილი ჰქონდა არაერთ  დანაშაულს.

“პირველი ნაბიჯი ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავება იქნება”,  – აღნიშნა ფოსტერმა, რომელმაც შეხვედრის წინ უკვე მოამზადა ხარკივის რეკონსტრუქციის მანიფესტის პროექტი და განმარტა, რომ რეკონსტრუქციის პირველ ნაბიჯად გენერალური გეგმის შექმნას მიიჩნევს. “პირველი ნაბიჯი სწორედ ქალაქის ახლიდან დაგეგმარება იქნება, ისე რომ  გათვალისწინებული იყოს  მემკვიდრეობა,  რომელიც შეერწყმება ახალ ინფრასტრუქტურას და გამწვანებას. ამ გზით შევძლებთ მომავლის ქალაქის აშენებას,  რომელიც ამ გეგმით განვითარდება მომავალ ათწლეულებშიც”.

ნორმან ფოსტერი ფონდის წარმომადგენლებთან ერთად,  ასევე მიზნად ისახავს წამყვანი საერთაშორისო და ასევე უკრაინელი არქიტექტორების და დიზაინერების დაქირავებას ამ პროექტის მიხედვით  ქალაქის რეკონსტრუქციაში წვლილის შესატანად.

ფოსტერის სტუდიამ ომის დაწყებისთანავე დატოვა პროექტები რუსეთში.  არქიტექტურები  გმობენ რუსეთის შეჭრას უკრაინაში და წყვეტენ  ყველა მიმდინარე პროექტზე მუშაობას აგრესორ ქვეყანაში. 

 

წყარო: dezeen


რეკომენდებული სტატიები
ჰაი-ტექ არქიტექტურის 5 შთამბეჭდავი ნიმუში

ჰაი-ტექ არქიტექტურის 5 შთამბეჭდავი ნიმუში

ჰაი-ტექ არქიტექტურის 5 შთამბეჭდავი ნიმუში
ჰაი-ტექ არქიტექტურა, რომელიც 1970-იან წლებში ბრიტანეთში წარმოიშვა, სტრუქტურული ექსპრესიონიზმისა და გვიანი მოდერნიზმის სახელწოდებითაცაა ცნობილი. წარმოგიდგენთ ჰაი-ტექ არქიტექტურის 5 გამორჩეულ ნაგებობას
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.