fbpx

10 ივლისიდან: EAST POINT X LIYA კოლაბორაციით შექმნილი ჩანთების ახალი, ლიმიტირებული სერია


გააზიარე სტატია

 

ისთ ფოინთი უკვე მე-8 სეზონია თანამშრომლობს სხვადასხვა ქართველ დიზაინერებთან და მომხმარებელს ყოველწლიურად, ზაფხულის სეზონზე, ჩანთების ახალ ლიმიტირებულ სერიას სთავაზობს.  ისთ ფოინთის 2023 წლის კოლაბორაცია LIYA-სთან შედგა.

LIYA ქართველი დიზაინერის, ლია გოგლიძის მიერ შექმნილი ქალის სამოსისა და აქსესუარების ბრენდია. მისი ხელწერა ორიგინალური ფორმის სამკაულებია, რომლებსაც  მეი მასკის, შეა მიტჩელის, ლილი კოლინზის, Young Emperors-ის, კამილა კაბელოს და ქარდი ბ -ის გარდერობში აღმოაჩენთ.

ბრენდი ყოველთვის მონაწილეობს სხვადასხვა  მოდის კვირეულზე და VOGUE-ის ყურადღებაც არაერთხელ  მიიქცია. LIYA-ს ნამუშევრების შეძენა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისეთ მულტიბრენდულ საიტზეა შესაძლებელი, როგორიც Farfetch-ია.

“წლის ჭრილში ზაფხულის კამპანიას განსაკუთრებულად ველოდებით ხოლმე. წლევანდელი კოლაბორაცია LIYA-თან შედგა და ჩანთების ახალი, ლიმიტირებული სერია შევქმენით, რომლის მიღებაც ისთ ფოინთის სტუმრებს 10 ივლისიდან უკვე შეუძლიათ.” თეიკო ლომინაძე, ისთ ფოინთის მარკეტინგის დირექტორი.

ისთ ფოინთის სტუმრებს უკვე შეუძლიათ იშოპინგონ ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიებში და 400₾ ჩეკი გადაცვალონ  EAST POINT X LIYA კოლაბორაციით შექმნილ ახალ, ლიმიტირებულ ჩანთაში. 

ისთ ფოინთი რვა სეზონია ანებივრებს სტუმრებს სპეციალურად მათთვის შექმნილი ლიმიტირებული ჩანთების კოლექციით. სხვადასხვა დიზიანერთან თანამშრომლობის შედეგად კი, მრავალფეროვანი პორტფოლიოც შეიქმნა. ( ნამუშევრების ფოტოები წლების მიხედვით: meta tags). 

MATERIEL X EAST POINT – ისთ ფოინთი ქართველ დიზაინერებთან კოლაბორაციით ჩანთების ახალ სერიას ქმნის

TATUNA X EAST POINT – 2021 წლის კოლაბორაცია და ჩანთების ახალი, ლიმიტირებული სერია

“შეხედე რა ზღვაა” – East Point-ის დიზაინერული ჩანთები დაუვიწყარი ზაფხულისთვის

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.