ჟან-მიშელ ბასკიას და კით ჰარინგის თემატური კოლექციები, რომლებსაც Remember The Store-ში აღმოაჩენთ
ჩვენს სტატიებში მკითხველს უკვე გავაცანით ახალი ქართული ონლაინ კონცეპტუალური მაღაზია Remember The Store, რომლის სელექცია მსოფლიოში აღიარებული ბრენდების პროდუქცია აერთიანებს. Remember The Store ინტერიერის დეკორისათვის განკუთვნილ ისეთ ნივთებს გვთავაზობს, რომლებიც თავისი ხარისხით, ვიზუალით თუ იდეური დატვირთვით გამოირჩევა. კონცეპტუალური მაღაზიის კოლექციებს შორის არაერთ ისეთ ბრენდს აღმოაჩენთ, რომელმაც წლების განმავლობაში ინტერიერის მოწყობის ახალ ტრენდებსაც კი ჩაუყარა საფუძველი.
ამ სტატიაში კი Remember The Store-ში წარმოდგენილ ერთ გამორჩეულ ბრენდზე – Lexon-ზე მოგიყვებით, რომლის შესახებ სტატიებს ისეთ გავლენიან პლატფორმებზე აღმოაჩენთ, როგორებიცაა Vogue, Arch Digest, Deezen და სხვა. Lexon არის ბრენდი, რომელსაც ჟურნალმა Time-მა 2020 წელს ცალკე ყდაც მიუძღვნა სათაურით – “დიზაინის ხელახლა დაბადება”. მიზეზი, რატომაც Lexon ასეთი გავლენიანი პლატფორმების ყურადღებას იმსახურებს, არა მხოლოდ ისტორია, ხარისხი და გავლენაა, არამედ ის კონცეფციაც, რის მიხედვითაც ბრენდი კოლექციებზე მუშაობს.
Lexon 1991 წელს საფრანგეთში დაარსდა და მალევე ცნობილი არქიტექტორების და ინტერიერის დიზაინერების რჩეულ ბრენდად იქცა. Lexon-ის დახასიათებისას ხშირად ამბობენ, რომ ბრენდი ქმნის ნივთებს, რომლებიც დროს უძლებს და ურბანული მოდერნიზმს ახალი ხედვით გადმოსცემს. მისი კოლექციები ერთდროულად გამოირჩევა მინიმალიზმით და ძლიერი იდენტობით. Lexon ხელწერის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია კოლაბორაციული კოლექციები, რომლითაც ბრენდი ფუნქციურ ნივთებს ვიზუალური ხელოვნებას და პოპ კულტურას ყველაზე ოსტატური გზით აკავშირებს. სწორედ ამ კონცეფციის ნაწილია აღიარებული არტისტების, ჟან-მიშელ ბასკიას და კით ჰარინგის თემატური კოლექციები.
Lexon X Jean-Michel Basquiat
მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არტისტის ესთეტიკა ბრენდმა ინოვაციური მიდგომით ასახა ახალ კოლექციაში, რომელიც ტექნოლოგიისა და ვიზუალური ხელოვნების მოულოდნელ, თუმცა იდეალურ კომბინაციად იქცა. ჟან მიშელ ბასკია ხელოვნებაში საზღვრების დარღვევით, მკვეთრი ფერებით, ქაოსური კომპოზიციითა და ექსპრესიით იყო ცნობილი. მის ნამუშევრებში გამოყენებული სიტყვები, სიმბოლოები, ლოგოები და პიქტოგრამები მნახველს მაშინვე მიანიშნებდა ავტორის ვინაობას.
ეს უნიკალური ხელწერა Lexon-მა თანამედროვე ცხოვრების სტილსა და საჭიროებებს დაუკავშირა და შექმნა ნივთები რომლებსაც ყოველდღიურადაც გამოიყენებთ და ამავდროულად, ინტერიერის დეკორატიული გაფორმებისათვის. კოლექცია აერთიანებს სანათებს, საათებს, კომპაქტურ დინამიკებსა და სასაჩუქრე ნაკრებებს.
Lexon x Keith Haring
Lexon-ის კიდევ ერთი გამორჩეული ნამუშევარი, რომლითაც ბრენდმა ხელოვნებისადმი საკუთარი დამოკიდებულება გამოხატა, კით ჰარინგის ექსკლუზიური თემატური კოლექციაა. ბრენდმა თავისი პროდუქტები მე-20 საუკუნის ცნობილი ხელოვანის ხელწერის მიხედვით შექმნილი დიზაინით გამოუშვა. ჰარინგი სკეტჩებისა და ანიმაციისათვის დამახასიათებელი ესთეტიკით თავის ფერად შემოქმედებაში ღრმა სოციალურ თემატიკას ეხმიანებოდა. სწორედ ყველაზე ცნობილი ნამუშევრები გააცოცხლა Lexon-მა. კოლექცია აერთიანებს საათებს, სპიკერებს, დინამიკებს, რადიომიმღებებს, ლედ სანათებს და სასაჩუქრე ნაკრებებს.
Lexon X Jean-Michel Basquiat და Lexon x KEITH HARING კოლექციის შეძენას Remember The Store-ის ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებთ.