მაისში გაცდენილი გაკვეთილი
ავტორი: რეზი ხუნწელია
“An abandoned oil rig stands in for the garden of Eden...”
20 წუთი ვწერდი აბზაცს, სადაც მიმოვიხილავდი ბრიტანელი (!) მკვლევარის მიერ პიერ ბურდიეს კულტურული კაპიტალის იდეის, საკლუბო სუბკულტურების ველში ინტერპრეტირების ალბათ საკმაოდ წარმატებულ მცდელობას, მაგრამ იმ აბზაცში ყველა წინადადება ასეთი იყო. ამიტომ, მოდით, მარტივად გავიდეთ ფონს..
The ocean is grey. Makes you feel like there’s something wrong with it. What’s the word? ‘Contaminated’
იბრძვიან, ერთობიან, გარბიან თუ გამორბიან, ყველა კარგად ხვდება, რომ ნებისმიერ ჯგუფს, რომელიც მიზანმიმართულად არის ხანგრძლივ რიტუალურ პროცესში ჩართული, აქვს ორგანიზების ფორმა, სპეციალურად შემუშავებული პრაქტიკები, ღირებულებათა სისტემა და იდენტობის განცდა, აუცილებლად აქვს თავისი სოციალური დანიშნულებაც. მაინც ისეთი წინადადება თუ გამომივიდა, უფრო მარტივად ასეა – საკლუბო სუბკულტურა, მოგვწონს თუ არა, (ფეისბუქის ფრენდებს ცდებიან თუ არა, იბრძვიან თუ არა, ბლა ბლა ბლა თუ არა) დღეს მნიშვნელოვანი კულტურული ელემენტია, ან საინტერესო მაინც.
ჰოდა, ზემოთ ხსენებული სუბკულტურული კაპიტალი იმას გულისხმობს, რომ მათ აქვთ თავიანთი ღირებულებათა სისტემა, რომელიც ხშირად არ ემთხვევა მეინსტრიმ კულტურის იგივე სისტემას. სწორედ ამ მიზეზით, ყველა სცენაზე, ამ ჯგუფს რამდენიმე ორპოლუსიან სისტემაზე საკუთარი თავის მონიშვნა უწევს: “ავთენტურობა vs. სიყალბე”, “ჰიპი vs. მეინსტრიმი”, “იატაკქვეშეთი vs. მედია”..
ავთენტურობა, ჰიპობა და იატაკქვეშეთი – ყველგან ეს იყო პასუხი. მედია (ყველაზე ფართო გაგებით ვიყენებ, რაც კი არსებობს) თავის დღის წესრიგს მეინსტრიმთან მიმართებაში აყენებს, ამიტომ იატაკქვეშეთი მას სულ უფრთხოდა. ჩვენთანაც. ყველა სიუჟეტი, რეპორტაჟი თუ სტატია, რაც ბოლო წლებში ქლაბინგზე იწერებოდა მეინსტრიმისთვის გაუგებარი და უინტერესო იყო, “ქლაბერებისთვის” კი სასაცილო. ასე ხდება სულ.. ყველა სუბკულტურასთან.. შესაბამისად “იატაკქვეშეთი vs მედია” პოლუსზე, ყველაფერი რიგზე გვქონდა.
“შემდეგ კი, An albatross has swallowed an Evian bottle. When 2 become 1.”
ჰოდა, როდესაც ეს ასე იყო, მედიას (მეინსტრიმს) არც შეუნიშნავს სხვადასხვა ქართული კლუბის რეზიდენტების (რადგან რეზიდენტებზე გავხურდით) ვიზიტი რუსეთის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის სენსიტიურ დღეებშიც. თავის მხრივ, კლუბებს არც გასჩენიათ კითხვა, თუ რატომ შეიძლება არ წავიდნენ რომელიმე რუსეთში, რადგან ყველა სცენასთან ზუსტადაც რომ სუბკულტურული კაპიტალის განცდას იზიარებენ. უფრო ზუსტად, ეს სუბკულტურული კაპიტალი ინტერნაციონალურია, ერს და სახელმწიფოს არ ცნობს – ცნობს მხოლოდ იდეის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებს. ამის დემონსტრაცია ვნახეთ მაისის მოვლენების დროს – სხვადასხვა ქვეყნის თუ კულტურის შვილები ერთი ტექსტებით საუბრობდნენ, რადგან ჰო, ასე ხდება. უფრო მარტივად, ქართველი ქლაბერს არაქართველ ქლაბერთან კომუნიკაციის დროს ის უფრო აინტერესებს რას ფიქრობ ტიპი ბენ ქლოქზე, ვიდრე ვლადიმირ პუტინზე. რეალურად, საქმე ზუსტად მაგაშია, როდის ხდება პუტინი ბენ ქლოქზე მნიშვნელოვანი. და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ტექნიკური საკითხი იყო და არა მორალური.
ზურკინს, გაჩას, ზესკნელს, მერკურიოს და კვანჭის ქვეყნის გაყიდვა რო არ უნდოდათ ხო ყველამ ვიცით? – კი.
ზურკინს, გაჩას, ზესკნელს, მერკურიოს და კვანჭის მორალური დილემა ფულის სასარგებლოდ რო არ გადაუწყვეტიათ ხო ყველამ ვიცით? – კი. (მჯერა არც ჰქონიათ ეს დილემა).
მაშინ რატომ ვერ მიხვდნენ, რომ ეს მოხდებოდა? ან BASSIANI რატომ ვერ მიხვდა?
“Like all people, they contained multitudes. Like all situations, this was several situations at once.“
იმიტომ, რომ რუსეთში წასულ ქართველ დიჯეებზე (მათ შორის ბასიანის, მათ შორის რეზიდენტების, მათ შორის შოუქეისების) აქამდე არავის აუტეხავს პანიკა.
ქართველი დიჯეები, პრომოუტერები და თუნდაც ქლაბერები მსგავს (სუბ)კულტურულ ნარატივებს იზიარებენ, რასაც ამ შემთხვევაში რუსები. ლონდონის კლუბს ფაბრიკს როცა გაუჭირდა, ქართველები, რუსები, სხვები ადგნენ და დაუჭირეს მხარი. ბასიანს როცა გაუჭირდა ბრიტანელები, რუსები, სხვები ადგნენ და დაუჭირეს მხარი. ახლა რუსმა პრომოუტერებმა, რომლებსაც ლიცენზიების პრობლემების (ფულის არ გამაზვის) გამო წაღმა და უკუღმა ხურავდნენ, ითხოვეს ჩვენების სიმბოლური რეპრეზენტაცია – კი, სიმბოლური დატვირთვა იყო მთავარი, თორემ უბრალოდ დიჯეი ყველგან იშოვება. მაგრამ საქმე იმაშია, რომ სუბკულტურული ღირებულება წინააღმდეგობაში მოვიდა მეინსტრიმ ღირებულებასთან (რუსეთი მტერია) და ცაზე ჰაიეკი გამოისახა.
მართლა ამდენად ტექნიკურია საკითხი და ეს მოღალატეობა, ფულზე გაყიდულობა და ყველაფერი არის არასერიოზული. ჩემთვის ყველაზე მთავარი ისაა, როდის ხდება იატაკქვეშეთის ღირებულების შეჯახება მეინსტრიმის ღირებულებასთან. მე მგონია, რომ მაისის შემდეგ.
“420 Park Avenue, Drexciya, François Rabelais, Quake 7 Arena, Caiman Nearness, Arcane Sans Mine, Amnes.. Oops, Renaissance Man”
მაისში ბევრი რამ მოხდა, მაგრამ ერთი და მთავარი ის იყო, იატაკქვეშეთს მიჩვეული ჯგუფი მზეზე გამოვიდა და თავისი კომფორტული სივრციდან შორს, მეინსტრიმ სივრცეში აღმოჩნდა. და მარტო დარჩა.. მიხვდა, რომ ქართველებზე (რადგან ეს მნიშვნელოვანია) მეტად, რომლებიც ტალახს ისროდნენ, ღირებულებით სიახლოვეს სხვასთან გრძნობდა. ამიტომ დაუძახეს დახმარებისთვის სუბკულტურული იდენტობის (და არა ეროვნული იდენტობის) ირგვლივ გაერთიანებულ ხალხს.
და იმ დღეებში “იატაკქვეშეთი vs მედია” პოლუსზე საკლუბო სივრცის ადგილი შეიცვალა.. რადგან ზუსტად ეგ პერიოდი იყო მეინსტრიმტან შეჯახების წერტილი და მისი შედეგები საკლუბო სივრცეში ჯერ კიდევ არ გაანალიზებულა კარგად.
და აქ გამოიჭირა მედიამ იატაკქვეშეთი, მზეზე აიყვანა და დეზინფექციისთვის მორალური პანიკის მდინარეში გადააგდო. კლუბის და არტისტებიც უბრალოდ რეაქციონერები აღმოჩნდნენ, და პასუხი გასაცემი მხოლოდ ერთ კითხვაზე დარჩათ – წავლენ თუ არა მოსკოვში? და ის კითხვები თუ რატომ მიდიან, რა მიზნები, რა ამოცანები, მართლა ალა პუგაჩოვაა, იგორ კრუტოი, მერიის ფული თუ რამე სხვა ღირებულება აქვს ივენთს, ანულირდა. რადგან მეინსტრიმ სივრცემ თავისით დაალაგა ყველაფერი. ანუ დაასწრო. პირველ ტექსტს ვინც დაწერდა იმისი იყო ეს ბრძოლა და პირველად მოხდა, რომ მეინსტრიმმა დაწერა ტექსტი. აი ეს აღმოჩნდა წარმოუდგენელი და მოულოდნელი – მაისის მოვლენებისგან აუცილებლად სასწავლი გაცდენილი გაკვეთილი..
“Gregorian monks in technical fabrics. Robes with mesh and intelligence. UV face tattoos glow in the dark.“
მედიის ტექსტმა (მედიის დემონიზაციაში ნუ დამადანაშაულებთ თქვენი ჭირიმე) შეაღწია ანდერგრაუნდში და შიდა წესრიგის გადაფასება დაიწყო, რაც ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდა და ამის წინააღმდეგ ვერ წავიდა ბასიანი, თავისი ძალის წინააღმდეგ (ლეგიტიმაცია და ნდობის საკითხიც კი გაჩნდა წამში) და მოუწია მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება. იყო თუ არა გადაწყვეტილება სწორი?
სუბკულტურისთვის ეს ცალსახად უკან დახევაა, რადგან დღესაც კი არ მჯერა, რომ რომელიმე დიჯეი ან პრომოუტერი თავს დამნაშავედ თვლის ან გადააფასა თავისი გადაწყვეტილება ღონისძიებაში მონაწილეობაზე. მათ იციან და სჯერათ, რომ გამყიდველები არ ყოფილან, ამ წამსაც, უბრალოდ ჰაიეკი..
“Augmented reality contact lenses. Red bull energy drink. Flashlight. Shell fight.”
ჰოდა როცა გჯერა, რომ სწორად იქცევი და მაინც გიწევს უკან დახევა, მესმის რამდენად ცუდი გრძნობაა. და სამწუხაროდ ამ ცუდი გრძნობით წარმოებული ენერგია შიდა სამზარეულოში იღვრება ახალ – “დაგიმახსოვრებთ”, “ტომიდან მოგკვეთ” და სხვა ბლა ბლა ბლა. არ დაგვავიწყდეს, რომ ამას დენსფლორზე ვეძახით ერთმანეთს და თუ ბრძოლად იქცა, ყველა მკვდარი ბოლოს საცეკვაო მოედნიდან იქნება გასატანი – ვერც მეინსტრიმს დაუშავებთ ვერაფერს და ვერც ვოვა პუტინს, ამიტომ ერთმანეთს ასერომ ნუ.. არ გვინდა..
მედიას თავისი დღის წესრიგი აქვს და გააგრძელებს კიდეც თავისი საქმის კეთებას. ამისთვის არსებობს..
საკლუბო კულტურამ კი უნდა გააცნობიეროს, რომ მზის შუქზე უკვე გაიყვანეს ერთხელ და აღარ ჩაუშვებენ ასე ადვილად, ამიტომ კომუნიკაციის ახალი ფორმებია საჭირო, როგორც შიდა, ასევე გარე საზოგადოებასთან.. აღარაა ის დრო, ანდერგრაუნდი და მეინსტრიმი ცალცალკე რო ცხოვრობდნენ..
“Floor 312. We’re there. I hand the driver a flake of skin and a fingernail. “
ძალიან მჯერა, რომ ტექნიკურად ყველაფერი ისე მოხდა, როგორც დავწერე. ნუ, ამიტომაც დავწერე ასე… ვინ რა დეტალზე გააკეთებს აქცენტს, თავისი საქმეა, რადგან ყველა, ჩემი ჩათვლით, თავისი დღის წესრიგით მოქმედებს. და ჩემი დღის წესრიგი თუ გაინტერესებთ, გეტყვით: ახლა უახლოეს მაღაზიაში ფანტას ვიყიდი (ალუმინის ქილებში რომ არის, 2 ცალს), ჩიფსს და საღამომდე ფიფას ვითამაშებ…
The oil rig. A bird flies over. We extend our arm and stand completely still. Bird lands. Bird makes sound. Gently touch bird. It lets that happen. Bird says: Ye . Identify bird: sparrow. Place filter on sparrow. Mosaic, turbulent displace, hue/saturation. Bird is simplified, jagged edges, orange for now.
Scan