fbpx

პირველი უმი ვეგანური სამზარეულო – ნამუ


გააზიარე სტატია

მსოფლიოში 375 მილიონი ვეგეტარიანელი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა ინდოელია. ვეგანების რაოდენობა კი ძალიან მცირეა და დაახლოებით ვეგეტარიანელების რაოდენობის 0.5 პროცენტს შეადგენს. ვეგანები გარდა ხორცისა, უარს ამბობენ ყველა ცხოველური წარმოშობის პროდუქტზე: ყველი, კვერცხი და ა.შ. მთელი მსოფლიო კულინარია რომ გავაერთიანოთ, ერთი ორი თუ მოიპოვება ისეთი ხორცზე ორიენტირებული სამზარეულო, როგორიც ქართულია.

თუმცა, ბოლო წლებში, თბილისში რამდენიმე ვეგეტარიანული კაფე გაიხსნა. 2016 წლიდან კი ფუნქციონირებს “ნამუ”, სადაც სამზარეულო არათუ ვეგეტარიანული, არამედ ვეგანურია, თანაც უმად მომზადებული (raw Vegan).

გაგვეცანით და მოგვიყევით თქვენ შესახებ

მე ვარ ანა ტიკარაძე, ფსიქოლოგი (პოზიტიური ფსიქოლოგია), “ნამუს” – უმი ვეგანური სამზარეულოს შემქმნელი და შეფი. ჩემი ცხოვრების აზრად იქცა ბედნიერების ასამაღლებელი მექანიზმების ძიება. ვთვლი, რომ ჯანსაღი კვება ჯანმრთელობის და კეთილდღეობის საფუძველია. ჩემს მისიად მივიჩნევ, ეს ინფორმაცია გავავრცელო და დავარწმუნო გარშემო მყოფები, რომ უმი ბოსტნეული სულაც არ არის მოსაწყენი და რომ შეიძლება ამგვარი საკვებიც იყოს საინტერესო და გემრიელი.

რა არის “ნამუს” კონცეფცია და რას სთავაზობთ მომხმარებელს

“ნამუ” არის უმი, ვეგანური სამზარეულო, არ ვიყენებთ შაქარს, ხორბალს, რაფინირებულ ზეთს, სუფრის მარილს – ვხმარობთ მხოლოდ ჰიმალაის ან ზღვის მარილს. პროდუქტი მუშავდება მაქსიმუმ 46 გრადუსზე, ეს ის ზღვარია, რომლის ზევით საკვებში ფერმენტები იშლება და სასარგებლო თვისებებს კარგავს.

“ნამუ” რამდენიმე მიმართულებით მუშაობს:

  1. ორგანიზმის გამწმენდი წვენები – ხილისა და ბოსტნეულის ცივად დაწურული წვენების პროგრამა.
  2.  ვახშმის კლუბი – ჩვენი სახლი გარკვეულ დღეებში რესტორნად იქცევა და ვმასპინძლობთ სტუმრებს.
  3. ადგილზე მიტანის სერვისი – “ნამუს” პროდუქცია შეგიძლიათ შეუკვეთოთ და ადგილზე მოგიტანთ.
  4. დეტოქს დასვენება – ორგანიზებას ვუკეთებთ გამაჯანსაღებელ გასვლით პროგრამებს წინასწარ გამოცხადებულ პერიოდში.

რამდენად მრავალფეროვანია მენიუ ვეგანებისთვის

როდესაც რაღაც პროდუქტს არ ჭამ, იწყებ ძიებას, თუ რით ჩაანაცვლო და აღმოაჩენ არაჩვეულებრივ პროდუქტს, რომლის შესახებ მანამდე არც კი გსმენია. ვეგანებსაც დიდი არჩევანი გვაქვს.

ვეგანობა და საერთოდ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც საკუთარი თავისთვის რამის აკრძალვასთან არის დაკავშირებული, ჩემი აზრით, ადამიანის პიროვნული ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ვითარდება ნებისყოფა და იმატებს თავდაჯერებულობა, გეუფლება განცდა  – “მე ეს შევძელი” – ეს კი ბედნიერების განუყოფელი კომპონენტია.

მოგვიყევით თქვენი ორგანიზმის გამწმენდი (Detox) პროგრამის შესახებ

“ნამუს” ორგანიზმის გამწმენდ პროგრამაში შედის სხვადასხვა სახის ცივად დაწურული ხილისა და ბოსტნეულის წვენები, თხილეულის რძე და ფერმენტირებული ჩაი – კომბუჩა. ცივად დაწურვა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამგვარი დაწურვით არ ხდება პროდუქტის გაცხელება და დაჟანგვა, პროდუქტში არსებული ნივთიერებები ინარჩუნებს თავის დადებით თვისებებს 72 საათის განმავლობაში.

როგორ მოვხვდეთ სავახშმოდ “ნამუში” და დაახლოებით რა თანხა ღირს ვახშამი

ინფორმაცია “ნამუს” ვახშმების შესახებ ჩვენი ფეისბუქისა და ინსტაგრამის გვერდებზე ვრცელდება.
www.facebook.com/namuraw
www.instagram.com/namuraw
ვახშამი სასმელთან ერთად 50 ლარის ფარგლებში მერყეობს.

რა კერძებს მოიცავს ერთი ვახშამი

ვახშამზე არის კოქტეილი (ალკოჰოლით სურვილისამებრ), შემდეგ მოდის მადის აღმძვრელი მსუბუქი კერძი, ძირითადი კერძი, დესერტი, ღვინო.

როგორ ვისარგებლოთ “ნამუს” ადგილზე მიტანის სერვისით

უნდა დაგვიკავშირდეთ სოციალური მედიის საშუალებით ან ტელეფონზე 599578303.


რეკომენდებული სტატიები
ფრანგული რესტორანი პარიზში: Le Grand Café Capucines

ფრანგული რესტორანი პარიზში: Le Grand Café Capucines

ფრანგული რესტორანი პარიზში: Le Grand Café Capucines
Le Grand Café Capucines-ში შეგიძლიათ ნამდვილი ფრანგული საღამო მოიწყოთ, პარიზულ ატმოსფეროში. ჟაკ გარსიას მიერ შექმნილი ინტერიერი პარიზული არტ ნუვოს სტილშია გადაწყვეტილი - წითელი ხავერდის სკამებით, მოხატული კედლებითა და ფერადი შუშის ჭერით.
სტრესისგან განმუხტვის გამოცდილი საშუალებები

სტრესისგან განმუხტვის გამოცდილი საშუალებები

სტრესისგან განმუხტვის გამოცდილი საშუალებები
სპეციალისტები სტრესის ორ სახეს გამოყოფენ: ქრონიკულს და ყოველდღიურს. ქრონიკული სტრესის შემთხვევაში ადამიანს მუდმივად აწუხებს დაძაბულობის განცდა, რაც დროთა განმავლობაში საფრთხეს უქმნის იმუნურ სისტემას და ასუსტებს ორგანიზმის უნარს, გაუწიოს წინააღმდეგობა შფოთვებს და შესაძლოა გამოიწვიოს გულის დაავადებები, ინსომნია, დეპრესია, შფოთვითი აშლილობა და სხვა გართულებები.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.