fbpx

ბაროკო ფოტოგრაფია კრისტი ლი როჯერსისგან


გააზიარე სტატია

 


ჰავაელი ხელოვანის, კრისტი ლი როჯერსის ნამუშევრებს რომ თვალი გადაავლო, ბაროკოს და რენესანსის ეპოქის მხატვრობა გაგახსენდება, მიქელანჯელო ბუონაროტისა და კარავაჯოს შედევრები. არტისტი საკუთარ ხელწერაზე ამ გენიოსების გავლენას თავადაც აღიარებს, თუმცა, იტალიელებისგან განსხვავებით, კრისტი ლი როჯერსი ფუნჯსა და საღებავებს არ იყენებს, მხატვრული ტილოების ეფექტს ფოტოგრაფირებით ქმნის.

ჰავაელი თვითნასწავლი ფოტოგრაფი საკუთარ პერსონაჟებს ღამით, წყალქვეშ იღებს. ფერადი ქსოვილებით შემოსილი მოდელების მოძრაობის, ფორმების ხაზგასასმელად კი განათების ორიგინალურ ხერხს – ე.წ. რეფრაქციას, ანუ სინათლის სხივის გარდატეხას იყენებს.

როგორც კრისტი ლი როჯერსი განმარტავს,  სწორი რეფრაქცია და განათების გადანაწილება ჯადოსნურ სამყაროს ქმნის, რაც მნახველს ნუსხავს და ატყვევებს.

საინტერესოა ისიც, რომ ჰავაელი არტისტი საერთოდ არ იყენებს არანაირ კომპიუტერულ პროგრამებს გამოსახულების დასამუშავებლად. ის, რაც ფოტოებზე სჩანს, მხოლოდ კამერის მანიპულაციით, შუქის და წყლის ურთიერთქმედებითაა მიღწეული.

გარდა ფოტოებისა, კრისტი ლი როჯერსი ვიდეოინსტალაციებსაც ქმნის, რომლებიც არანაკლებ ეფექტურია.

 

ჰავაელი ფოტოგრაფის ნამუშევრების გამოფენები ხშირად ეწყობა აშშ-სა და ვეროპის გალერეებში. ის ხშირად თანამშრომლობს ისეთ გამოცემებთან, როგორებიცაა:  Harper’s Bazaar Art, EYEMAZING, Monaco Matin, Casa Vogue, Photo Technique და სხვა.

 

 

 


რეკომენდებული სტატიები
გუსტავ კლიმტის ციფრული ექსპოზიცია პარიზში
Play Video

გუსტავ კლიმტის ციფრული ექსპოზიცია პარიზში

გუსტავ კლიმტის ციფრული ექსპოზიცია პარიზში
„შუქის სახელოსნომ“140 ლაზერული ვიდეო-პროექტორის დახმარებითა და კლასიკური მუსიკის თანხლებით, კლიმტისა და მისი თანამოაზრე გრაფიკოსის, ეგონ შილეს ნახატები გააცოცხლა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.