fbpx

11 სექტემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

11 სექტემბრის ტრაგედიიდან 17 წელი გავიდა

Image result for 11 september

 2001 წლის 11 სექტემბერს, ალ-ქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა  ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. გამტაცებლებმა გამიზნულად დააჯახეს ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს (ე.წ. ტყუპებს), რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და ამ შენობებში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი. ორივე შენობა ორი საათის განმავლობაში ჩამოიქცა და თან მოიყოლა მიმდებარე ორი ნაგებობაც. გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი სომერსეტ-ქაუნთის (პენსილვანია) ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა. ეს იყო ამერიკის კონტინენტზე მომხდარი ყველა დროის ყველაზე დიდი ტერორისტული აქტი, რომელმაც 3000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. (+++)

 

 

16 სექტემბერს, ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, სახელოვნებო ღია სივრცე გაიხსნება

No automatic alt text available.

ღია სივრცე, ეს არის სახელოვნებო კომპანია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებას. ორგანიზაციის მიერ შემუშავებული პროგრამა აერთიანებს ქართველ და საერთაშორისო არტისტებს და ხელოვნებით დაინტერესებულ პირებს,  ინტერდისციპლინარულია და იძლევა ხელოვნების სხვადასხვა დარგში სინთეზურად მუშაობის შესაძლებლობას.

კომპანიის მიზანია აღმოაჩინოს არტისტები და მისცეს მათ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების, თვითგამოხატვისა და ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობა, შექმნას გარემო სრული შემოქმედებითი თავისუფლებისა და თვითრეალიზებისთვის, მსურველებს შესთავაზოს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამა.

მოწვეული ხელოვანები, კურატორები და გალერისტები რეგულარულად ჩაატარებენ ლექციებისა და სემინარების სერიებს. საგამოფენო სივრცეში იგეგმება ახალგაზრდა ქართველი და საერთაშორისო ხელოვანების თემატური გამოფენების ორგანიზება.

წყარო: https://www.facebook.com/

 

Her Smell – ასე ჰქვია ალექს როუზ პერის ახალ ფილმს, რომელშიც მთავარ როლს The Handmaid’s Tale-ის ვარსკვლავი ელიზაბეტ მოსი ასრულებს

ფილმის სიუჟეტი როკ-მომღერლის ურთიერთობებზეა მის ბენდთან, ოჯახთან და საზოგადოებასთან.

წყარო: https://www.youtube.com/

 

18 სექტემბერს, 19:00 საათზე ვაკის მედიათეკაში დათო გორგილაძის პირველი წიგნის – „ღმერთი სამსახურშია“ პრეზენტაცია გაიმართება

Image may contain: 1 person, beard, eyeglasses and text

დათო გორგილაძის მოთხრობების ყველა პერსონაჟი რეალურია – უწყინარ გლობალურ ფორუმზე მივლინებისას სკანდალებში გახვეული ტატო, ყოფილი მასწავლებელი და ციხიდან ახალგამოსული იზა, რომელიც მოულოდნელად მილანში ჩარჩენილ თავის ყოფილ მოსწავლეს გადააწყდება; სავალდებულო სამხედრო გაწვევას გამოქცეული გიორგი ურიადმყოფელი და თბილისის ქუჩებში უჩვეულო ამპლუით განკაცებული ღმერთი.

როგორც ფილმის საწყის ტიტრებში მიანიშნებენ ხოლმე – წიგნი რეალურ ამბებზეა დაფუძნებული, მაგრამ ავტორის ბრწყინვალე წარმოსახვის, ოსტატური თხრობისა და იუმორის წყალობით ეს რეალური ამბები ჩამთრევ თრილერად იქცევა, რომელიც ერთ ჩვეულებრივ კინოსეანსზე ნაკლებ დროში შეგიძლიათ წაიკითხოთ.

წყარო: https://www.facebook.com/

 

2 და 3 ნოემბერს ქართულ ფილმს, “დედე” ნიუ-იორკში აჩვენებენ, ხოლო 14, 15, 16 და 17 სექტემბერს ჩიგაკოში.

Dede

წყარო: https://cinema.cornell.edu/

 

1-14 სექტემბერს რაჭაში ხელოვნების სემინარები გაიმართება

Image may contain: text

ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმში ორკვირიანი სახელოსნო გაიხსნება, რომელიც მსოფლიოში ხელოვნების სხვა სემინარების მსგავსად, განსაკუთრებულ ადგილს სთავაზობს მხატვრებს იდეებისა და სამუშაო მეთოდების გასაზიარებლად და ერთად დროის გასატარებლად.

ეს არის ცოდნის მიღებისა და ექსპერიმენტის, ერთმანეთისგან სწავლის, აქტიურ პროცესზე აქცენტის, ცნობილისა და უცნობის აღმოჩენის სივრცე.  სემინარები ასევე საშუალებაა, ვიზეიმოთ კულტურული სხვაობები და შევქმნათ ბრიტანელი და ქართველ ხელოვანების შემდგომი თანამშრომლობისა და გაცვლის შესაძლებლობა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ირანში ერთ-ერთი თეატრის ორი თანამშრომელი უილიამ შექსპირის “ზაფხულის ღამის სიზმრის” დადგმისთვის დააპატიმრეს

როგორც ირანის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, პიესის რეჟისორი მარიამ კაზემი და მენეჯერი საედ ასადი იუსტიციის სამინისტროს ბრძანების საფუძველზე დააკავეს.

შაჰრან კარამის თქმით, დაკავების მიზეზი სპექტაკლის თრეილერით გავრცელებული მუსიკალური თემა და მსახიობთა მოძრაობები გახდა, რომელიც 9 სექტემბრის საღამოს სოციალურ ქსელში გავრცელდა. თრეილერში ქალი და კაცი ერთად ცეკვავდა, რაც ირანში აკრძალულია.

ირანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს, გათავისუფლების სანაცვლოდ, გირაოს სახით 24 ათას-24 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრათ.

წყარო: http://www.dailystar.com.lb/

 

 გამომცემლობა Dörlemann Verlag-მა შვეიცარიაში დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“ გამოსცა

Image may contain: 2 people, text

წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე რახელ გრაცფელდმა იმუშავა.

წყარო: https://www.facebook.com/


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.