fbpx

ბათუმის კინოფესტივალი – ახალი ფილმები და პროგრამა


გააზიარე სტატია


ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი, რომელიც  ტრადიციულად სექტემბერში იმართება ხოლმე, უკვე იქცა ქალაქის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად. კინოს მოყვარულები ამ ფესტივალს ელოდებიან.  საფესტივალო დღეებში მაყურებელს საშუალება აქვს დაესწროს კანის, ბერლინის, ტორონტოს თუ სხვა ფესტივალებში მონაწილე მნიშვნელოვანი ფილმების ჩვენებებს. როგორც წესი, პროგრამა სწორედ ამ ნიშნით არის ხოლმე შერჩეული. წლევანდელ პროგრამაში ლარს ფონ ტრიერის, კიმ კი დუკის, ნური ბილგე ჩეილანის, გასპარ ნოეს ბოლო ფილმებია წარმოდგენილი.

აგრეთვე მაყურებელი ნახავს კირილ სერებრეიკოვის გახმაურებულს ფილმს – „ზაფხული“, რომლის პრემიერაც წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ავტორის გარეშე შედგა. კოლეგების თუ უფლებადამცველების არაერთი თხოვნისა თუ მოთხოვნის მიუხედავად, რეჟისორი, ფინანსური მაქინაციების საეჭვო ბრალდებით, დღემდე შინა პატიმრობაში იმყოფება.

კითხვები არ გაგიჩნდებათ, თუ ნახავთ ფესტივალის მონაწილე კიდევ ერთ ფილმს – სერგეი ლოზნიცას „დონბასს“, რომელიც იმდენად ნამდვილად ასახავს ნოვოროსიის იდეოლოგიას, პათოსსა და ცხოვრების წესს, რომ დოკუმენტურ კინოს უფრო ჰგავს, მხატვრულ ჩარჩოში მოქცეულს. რეჟისორი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ფილმში განვითარებული ამბის ძირითადი სიუჟეტები მოწმეთა ჩვენებებსა და სხვადასხვა დროს ინტერნეტში გავრცელებულ კადრებზეა აგებული.

 

 

რეჟისორი ამ რეალობას მისთვის დამახასიათებელი დოკუმენტური ენით ჰყვება და გვაჩვენებს. და როგორც თავად აღნიშნავს – „მიზანი არა მაყურებლის შეგონებაა, არამედ ის, რომ მაყურებელი დააფიქროს,  რადგანაც, თუკი ადამიანი თავისუფლად ფიქრს იწყებს, მისი შეჩერება უკვე აღარაფერს შეუძლია“… ამ რეალობიდან გაქცევა აღარ გამოდის, საკმარისია საშიშ სარკეში ჩაიხედო, ხედავ იმას, რასაც ხედავ, ინტერპრეტაციისთვის ადგილი აღარ რჩება.

„დონბასი“ ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია, თუმცა ალბათ, მისი სიმწვავიდან გამომდინარე, თითქოს ცოტა განყენებულად დგას. სერგეი ლოზნიცას ფილმებს ბათუმში პირველად არ აჩვენებენ – შარშანდელ ფესტივალზე გრან-პრით დაჯილდოვდა „Кроткая“ („თვინიერი“), ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალის გამარჯვებული იყო მისი დოკუმენტური ფილმი – „მაიდანი“, რამდენიმე წლის წინ აგრეთვე,აჩვენეს რეჟისორის ერთ-ერთი პირველი მხატვრული ფილმი –  „В тумане“ („ნისლში“), რომელიც თავისი შინაარსით არანაკლებ მძიმეა, მაგრამ იქ თითქოს მეტი ჰაერია.

და თუკი ჰაერსა და ერთგვარ პოეტურობაზეა საუბარი, არ შეიძლება არ აღინიშნოს ფესტივალის გამორჩეული ფილმი, სამხრეთ კორეელი რეჟისორის, ლი ჩან დონის – „ალმოდებული“, ჰარუკი მურაკამის მოთხრობის მიხედვით. სადაც იმდენი ინტერპრეტაცია შეიძლება იყოს, რამდენი მაყურებელიცაა. სადაც პოეტურობა ყოველდღიურობასა და ყოფით დეტალებშია, და სადაც რეჟისორი იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე გვაჩვენებს.

 

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 23 სექტემბრამდე გაგრძელდება. ფესტივალის პროგრამის ნახვა კი ამ ბმულზე შეგიძლიათ.


რეკომენდებული სტატიები
19 სექტემბერი დილიდან 
Play Video

19 სექტემბერი დილიდან 

19 სექტემბერი დილიდან 
ლიტერატურულ პრემია “საბას” ახალი დიზაინის ჯილდოები აქვს, რომლებიც 12 ოქტომბერს ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში 10 ნომინაციაში გამარჯვებულებს გადაეცემათ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.