ზედმეტს ვერ შეგპირდებით, თუმცა „ლიკანი“ ნამდვილად აგავსებთ ცოცხალი მინერალებით
უკვე გაიცანით „ალპინისტი“ და „პიანისტი“, რომლებიც „ლიკანის“ ახალი სარეკლამო კამპანიის მთავარი გმირები არიან?!
#ზედმეტსვერშეგპირდებით ახალი კამპანიის მთავარი საკომუნიკაციო გზავნილია.
სარეკლამო რგოლები უკვე რამდენიმე დღეა ინტერნეტ და სატელევიზიო სივრცეში ტრიალებს. კრეატიულ იდეასა და მის შესრულებაზე: Leavingstone-მა და Film Asylum-მა იმუშავეს.
ტატა ქათამაძე, “ლიკანის” ბრენდ მენეჯერი:
“ჩვენი კონცეფცია „ზედმეტს ვერ შეგპირდებით“ – განსხვავდება სტანდარტული სარეკლამო რგოლებისგან, მეტიც, დელიკატური იუმორით ეწინააღმდეგება გაზვიადებულ დაპირებებს. იდეის საფუძველი გულწრფელობაა. გვინდოდა, ღიად გამოგვეხატა სათქმელი, “ლიკანი” ვერ შეგძენთ მუსიკალურ ტალანტს და ვერ გაქცევთ მთამსვლელად, თუმცა, მას ნამდვილად შეუძლია მინერალებით გაგამდიდროთ. დანარჩენი, კი უკვე ნამდვილად თქვენს მონდომებაზეა, ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს”.
„ლიკანის“ ახალ სარეკლამო კამპანიამდე კი, თბილისის შუაგულში, რიყეზე, 2 თვე ნახევრის განმავლობაში, „ლიკანის“ სცენა ქუჩის მუსიკოსებს დაეთმო. პროექტის „ლიკანი“ ქუჩის მუსიკის ტალღის ფარგლებში, მსმენელს საშუალება ჰქონდა 25 სოლო შემსრულებელსა თუ ბენდს გაცნობოდა. თავად შემსრულებელთათვის კი “ლიკანის” სცენა იყო სრულიად ახალი გამოწვევა და შანსი, საკუთარი შესაძლებლობები გაცილებით უფრო ფართო აუდიტორიის წინაშე გამოევლინათ. თითქმის მთელი ზაფხულისა და სექტემბრის განმავლობაში რიყე თბილისელი მელომანების და ასევე, ტურისტების თავშეყრის საყვარელ ადგილად იქცა.
დავით დაიაური, კონცერტის სტუმარი:
„ამ ფესტივალის შესახებ ინტერნეტიდან შევიტყვე. პირველივე კონცერტზე მივედი რიყეზე და შემდეგ, კიდევ რამოდენიმე ლაივს დავესწარი. ძალიან სასიამოვნო იყო ღია სივრცეში, თავისუფალ და ლაღ გარემოში ცოცხალი მუსიკის მოსმენა. ქუჩის მუსიკოსების მიმართ ჩემი ინტერესი საკმაოდ დიდია, ვინაიდან არასდროს იცი, როგორი შემსრულებელი წარსდგება მსმენელის წინაშე. ზოგიერთი მართლა სერიოზული, პროფესიონალი მუსიკოსი აღმოვაჩინე, ზოგიც- საოცარი გულით მღეროდა. ეს უკიდურესობები კიდევ უფრო მეტად მიღვივებდა ინტერესს ამ ფესტივალის მიმართ. სიახლის მოლოდინი, სასიამოვნო გარემო და კარგი მუსიკა არის ის, რაც ძალიან მომეწონა ამ ფესტივალზე.”
„ლიკანის“ მიზანიც სწორედ ეს იყო – პოპულარიზაცია გაეწია ქუჩის მუსიკოსებისათვის, ხოლო დედაქალის მკვიდრებისა და თბილისის სტუმართათვის, ცხელი ზაფხულის საღამოები ხალისითა და ცოცხალი მუსიკით აევსო.
#ლიკანი
#სიცოცხლეჩქეფს
#ზედმეტსვერშეგპირდებით