შლოპანცის დაკრძალვა 1000 დოლარად

ჩემი ქართულის მასწავლებელი დღემდე რის გამოც მიყვარს, მრავალ მიზეზთაგან ერთ–ერთი ისიცაა, რომ „ვეფხისტყაოსანი“ ზღაპრად მოგვიყვა.
ემოციები ისე „აქანავებდა“, 90 წუთის მანძილზე პერიოდულად მერხს ეყრდნობოდა. ცრემლებამდე მთელი სულით და გულით ყვებოდა და ჩვენ, ყველაზე უგულო ასაკში, ორი გაკვეთილი შესვენებაზეც არ გავსულვართ. მერე მგონი საზეპიროებიც იყო , მაგრამ ჩემთან ეს ფურცლებიც „ამოხეული“ აღმოჩნდა.
ასე დარჩა ჩემში „ვეფხისტაყაოსანი“ დიდ საგანძურად, რომელსაც წლების მანძილზე ხელსაც ვერ ვკიდებდი. შემდეგ კი, რაც ლექსების წერა დავიწყე „ქოფი–პეისტებით“ და მისი სტრუქტურული სირთულეც გავიაზრე, კიდევ უფრო მეტად გამიძვირფასდა.
31 წლის ასაკში, როდესაც ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დამთავრებული მაქვს, აღარ ვარ ჩინოვნიკი და ახლიდან ვახდენ სრულ სოციალიზაციას, მერიაში ოფიციალურად გადასვლამდე გადავწყვიტე – ინდოეთში წასვლა, მთელი ამ ეტაპის გაცნობიერება, ფირით ფოტოების გადაღება და რაც მთავარია – „ვეფხისტყაოსანის“ ხმამაღლა წაკითხვა, ანუ ახალი ეტაპის დაწყებამდე 20 დღიანი გამზეურება. არაფერი ამას წინ არ ედგა, საოცრად არაფერი და ბილეთი ვიყიდე.
ერთი კვირა იყო დარჩენილი გაფრენამდე და აღმოვაჩინე რომ გოას ბილეთები აღარ მაქვს. პირველად მივხვდი, რა ემოცია აქვთ საფინანსო კომპანია “საქართველოს” გადაგდებულ მეანაბრეებს. ჩემს გარდა რამდენიმე ათეული ადამიანი დადგა ამ საოცარი შეგრძნების წინაში. ოთხი დღით ადრე გაორმაგებულ ფასად ვიყიდე მეორე ბილეთი, მაგრამ წინათგრძნობა, რომლისაც თოფივით მეშინია, მეუბნება რომ არსადაც არ მივდივარ. არ მივდივარ და საერთოდ არ მადარდებს.
გაფრენის წინა დღეს პირველი ბილეთის ფული დამიბრუნეს, რომელიც ჩემს მეგობრებს ჩავურიცხე სახლისთვის სადაც ერთად უნდა გვეცხოვრა და ერთი სურვილის ასრულება ვთხოვე: შლოპანცი მაქვს, რომელმაც 10 წელი მატარა, ბოლო 4 თვე აწყვეტილი მეცვა და ერთი წელი დაგლეჯილს ვინახავდი, ჰოდა ვთხოვე – ეს შლოპანცები წაიღონ და ყვითელი ყვავილებით მიაბარონ ოქროსფერ ქვიშას. რა თქმა უნდა შემისრულეს .
ირაკლი გაფრინდაშვილი
პირველი უმი ვეგანური სამზარეულო - ნამუ
ბავშვებისთვის კომფორტული კაფეები და რესტორნები თბილისში
საბავშვო სტუდიები თბილისში
სპორტული წრეების ფასები თბილისში
საუკეთესო გამოხმაურებები Space X-ის რაკეტის გაშვებაზე
სვირინგის ოსტატები თბილისში: მხატვრობა სხეულზე

