fbpx

31 ოქტომბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

საქართველო ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიას იწყებს

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომელი ქართული ფილმი იბრძოლებს ოსკარისა და ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის. სპეციალურმა კომისიამ წელს არჩევანი გააკეთა ზაზა ხალვაშის ფილმზე „ნამე”. რამდენიმე დღეში ქართული მხარე საქართველოს კანდიდატ ფილმს უცხოელ კოლეგებს წარუდგენს.

ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიის ფარგლებში „ნამეს” პირველი ოფიციალური ჩვენება ლოს-ანჯელესში 7 ნოემბერს გაიმართება. დამატებით 2 ჩვენებას კი EFP (European Film Promotion) 11 და 15 ნოემბერს გაუწევს ორგანიზებას. ჩვენებებს ამერიკის კინოაკადემიის წევრები, საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერები, კინოსფეროს წარმომადგენლები და ცნობილი უცხოური გამოცემების ჟურნალისტები დაესწრებიან. ფილმის წარსადგენად ლოს-ანჯელესში „ნამეს” რეჟისორი ზაზა ხალვაში და ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი – მარისკა დიასამიძე გაემგზავრებიან.

წყარო: http://www.gnfc.ge/

 

პირველ ნოემბერს გაიმართება არტარეას ლექციების სერიის – „ქართულად” მეორე შეხვედრა საბას ლაურეატებთან, ბესიკ ხარანაულთან და დიანა ანფიმიადთან თემაზე „ფიქრი ქართულად”.

Image may contain: 2 people, people smiling, beard

წყარო: https://www.facebook.com/

 

თბილისში 10 ნოემბერს ქუჩის მუსიკის დღე გაიმართება

ეს არის ფესტივალი მუსიკოსებისა და ბენდებისთვის, მათთვის, ვინც უკრავს, მღერის და ქმნის ნებისმიერი ჟანრის კომპოზიციას.

 

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით გერმანულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობა Leipziger Literaturverlag-ის მიერ გამოიცა ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების კრებული – იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“, იოანე საბანისძის „აბო თბილელი“ და „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“

Image may contain: text

წყარო: https://www.facebook.com/

 

არეტა ფრანკლინის გარდაცვალებიდან 3 თვის შემდეგ მომღერლის თაყვანისმცემლებს საშუალება ეძლევათ, მისი პირადი ნივთების მფლობელები გახდნენ

Image result for Aretha Franklin’s Style Wardrobe Up For Sale At Auction

ნიუ-იორკში, ჯულიანის აუქციონზე ლეგენდარული მომღერლის პირად ნივთებს გაიტანენ. მათ შორის იქნება კაბები, თავსაბურავები, ფეხსაცმელი და სხვა ნივთები.

წყარო: https://newyork.cbslocal.com/

 

პირველ  ნოემბერს გაიმართება პრეზენტაცია ირაკლი ჩარკვიანის ავტორომანისა  „მშვიდი ცურვა“

Image may contain: 1 person, text

ღონისძიებაზე  სტუმრების წინაშე სიტყვით წარდგებიან ქეთათო ჩარკვიანი და გელა ჩარკვიანი. გაიმართება ჩვენება მხატვრული ფილმისა „მშვიდი ცურვა“.

წყარო: https://www.facebook.com/

 

2 ნოემბერს კლუბი “მტკვარზე” პოპულარულ ბერლინელ დიჯეის, Evan Baggs-ს მასპინძლობს

მუსიკის უბადლო სელექტორის მრავალსაათიანი სესიები ჟანრის მოყვარულთათვის კარგად ცნობილ “ვიზიონერსა” და “პანორამა ბარში” დაუვიწყარ დღესასწაულად იქცა მათთვის, ვისაც მის ივენთებზე დასწრების შესაძლებლობა მიეცა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

Pokemon Go-ს გამოშვებიდან ორი წლის შემდეგ კათოლიკურმა ჯგუფმა პოპულარული თამაშის საკუთარი ვერსია შექმნა

Pope Francis sends a message on a smartphone at the Vatican, July 31, 2018

Follow JC Go თამაშის ორიგინალური ვერსიის მსგავსად GPS-სა და ვირტუალურ რეალობას იყენებს, თუმცა სხვადასხვა პოკემონების ნაცვლად, მოთამაშეებმა წმინდანები და სხვა ბიბლიური პერსონაჟები უნდა იპოვონ.

წყარო: https://www.independent.co.uk


რეკომენდებული სტატიები
30 ოქტომბერი დილიდან 

30 ოქტომბერი დილიდან 

30 ოქტომბერი დილიდან 
ახალგაზრდა რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტისთვის მონპელიეში ჯილდო მიიღო
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.