fbpx

დასაკეცი სკუტერი თანამედროვე ქალაქისთვის


გააზიარე სტატია

 

თვითბალანსირებად სკუტერებზე ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა. თუმცა, მათი მთავარი პრობლემა დიდი ზომა და წონაა. ტექნოლოგიური კომპანიებიც ცდილობენ ამ მინუსის აღმოფხვრას და მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის გამოსავალს სთავაზობენ.

გერმანულმა სტარტაპმა UrmO-მ პროექტში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ბაზარზე წარმოადგინა სკუტერის დასაკეცი, კომპაქტური მოდელი.

 

 

გაჯეტის მართვა ანალოგიური ტექნოლოგიების მსგავსად ხდება: მომხმარებელი დგომით მოძრაობს, სიმძიმის ცენტრის გადაადგილებით კი შესაძლებელია სიჩქარის ცვლა, დამუხრუჭება და მოხვევა.

UrmO ნახშირწყალბადის ბოჭკოებისა და ალუმინისგანაა დამზადებული. მაქსიმალური სისწრაფე 15 კმ/სთ-ია. აკუმულატორის სრულად დამუხტვის პირობებში 45 წუთის განმავლობაში მუშაობს და 20 კილომეტრს ფარავს. იწონის 6.5 კილოგრამს, იკეცება და შესაძლებელია მისი როგორც ხელით გადატანა, ასევე ზურგჩანთაში მოთავსებაც.

 

 

წინასწარი შეკვეთით სკუტერი 999 ევრო ღირს, თუმცა, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, წარმოებაში ჩაშვების შემდეგ მისი ფასი 2000 ევრომდე გაიზრდება.

 

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.