საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსები Instagram-ზე
კორი რიჩარდსი
National Geographic-ის ფოტოგრაფია, რომელიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს. გარდა იმისა, რომ მისი ფოტოები მაღალი მხატვრული ღირებულებისაა, ავტორი ძალიან საინტერესო ისტორიებს აქვეყნებს პლანეტის სხვადასხვა ადგილების და ხალხთა კულტურისა თუ ისტორიის შესახებ.
მზადება საქორწინო ცერემონიისთვის, სინგაპური
ფოტო სერიიდან „მსოფლიოს უბედნიერესი ადგილები“. კოპენჰაგენი
ბუშმენი. სამხრეთ აფრიკა
არქეოლოგიური აღმოჩენა ნეპალში
ამერიკის საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმის ინსტაგრამის ანგარიში
ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ინფორმაციულად მდიდარია. ორგანიზაცია რეგულარულად აქვეყნებს მასალებს მუზეუმში დაცული ექსპონატების შესახებ. გარდა ამისა, მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას თემატურად განსხვავებული სფეროებიდან. მაგალითად, შეუძლია ატვირთოს ედვარდ მუნკის “ყვირილი“ და მოაყოლოს ისტორია ვულკანი „კრაკატაუს“ ამოფრქვევის შესახებ, რომლის შედეგადაც ნორვეგიელები, მათ შორის მხატვარიც, უმალაზესი დაისის მოწმენი იყვნენ.
Promachoteuthis sulcus
მუზეუმის ექსპონატების რენტგენული ექსპერტიზა
ტრიცერატოპსის ექსპონატის მომზადება. 1938 წელი
HistoricalPics
უნიკალურ და ნაკლებად ცნობილ საარქივო ფოტოებს უყრის თავს. აქ ბევრი რამის აღმოჩენა შეიძლება, დაწყებული ისტორიაში პირველი ციგურებით სამსართულიანი ველოსიპედით დამთავრებული. საინტერესოა ისიც, რომ არქივი მომხმარებლების მიერ მიწოდებული ძველი ფოტოების მდიდრდება.
ცნობილი ნევროლოგისა და „ელექტროთერაპიის მამის“ – გიიომ დიუშენის ექსპერიმენტი
ლუ რიდი, მიკ ჯაგერი და დევიდ ბოუვი
ალ კაპონეს საკანი, სადაც მან 1929 წელს 9 თვე გაატარა
საცურაო ნიღაბი. 1928 წელი
ჰენრი ბერენსი – მსოფლიოში ყველაზე დაბალი კაცი. 1956 წელი
ამერიკული კორპორაცია General Electric-ი
მომხმარებელს ელექტროსადგურების შთამბეჭდავი კონსტრუქციებისა და თუ სხვა ტექნოლოგიების დათვალიერების საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, დიდ ყურადღებას უთმობს ალტერნატიული ენერგოწყაროების თემატიკას.
ქარის ელექტროსადგურის ტურბინა. გერმანია
ამერიკული ავიაგამანადგურებელი F22 Raptor, კომპანიის მიერ წარმოებული ძრავით
Everyday Climate Change
პლატფორმა გლობალური დათბობის თემას ეძღვნება. ანგარიშზე გამოქვეყნებული ყოველი ფოტო, ერთ რომელიმე ეკოლოგიურ პრობლემას ეხმაურება.
ქვანახშირის გადამამუშავებელი ქარხანა და ჰაერის დაბინძურების პრობლემა. ინდოეთი.
წყალდიდობა. განა
ანტარქტიკა. 1992-2017 წლებში, 3 ტრილიონი ტონა ყინულის დნობამ წყლის დონის 8 მილიმეტრით მომატება გამოიწვია.
DailyOverview
მომხმარებელს კოსმოსიდან და დრონებით გადაღებულ ფოტოებს სთავაზაობს. ანგარიშზე თავმოყრილია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილის გამოსახულებები.
საჰარა. ალჟირის მონაკვეთი
ფესტივალი Burning Man. ნევადა
წითელი ქვიშა. დასავლეთ ავსტრალია
ვანკუვერის პორტი
ვულკანი საკურაჯიმა. იაპონია