რა ვაჩუქოთ ახალ წელს კაცებს? – გთავაზობთ ჩვენს არჩეულ საჩუქრებს
მამაკაცისთვის საჩუქრის არჩევა ქალისთვის ყოველთვის რთულია. შერჩევის პროცესი ხშირად უკანასკნელ მომენტამდე გრძელდება. გადავწყვიტეთ, საქმე გაგიადვილოთ და შევარჩიეთ საქართველოში დამზადებული სხვადასხვა პროდუქცია, რომელიც ვფიქრობთ, ძალიან კარგი საახალწლო საჩუქარი იქნება.
CROSTY
ქართული ფეხსაცმელების პრემიუმ ბრენდია, რომელიც ორმა ძმამ დააარსა. მათი მთავარი მესიჯი – თავისუფლება და მისი სიყვარულია. Crosty იქმნება მათთვის, ვინც განსაკუთრებით აფასებს თავისუფლებას. მინიმალისტური დიზაინი და მაღალი ხარისხი – ბრენდის განმსაზღვრელი კომპონენტებია.
P.s Crosty ფეხსაცმელს ქალებისთვისაც ამზადებს.
Rosebud
“როუზბად” – ეს სახელწოდება ორსონ უელსის კინო შედევრში – ”მოქალაქე კეინში” მთავარი გმირის ბავშვობის ციგას ჰქვია. თითქოს უმნიშვნელო ნივთია, მაგრამ სინამდვილეში მთავარი. სწორედ ეს ფილმი გახდა ჩვენი ინსპირაცია ბრენდის კონცეფციისთვის. ჩვენი მიდგომა წინდებისადმი იმავე ასოციაციას ქმნის. ყურადღებას ვამახვილებთ, იმ პატარა დეტალებზე, რომლებიც მრავლისმეტყველია. სწორედ დეტალები ქმნის ჩვენს სტილს და შემდეგ სტილი გვქმნის ჩვენ – დეტალები მნიშვნელოვანია.
Giovanni Morra
თითოეული ნივთი გამორჩეულია, ისინი შეზღუდული რაოდენობით და დიდი გულმოდგინებით, თანაც ხელით იქმნება. ათასგვარი ფერის და მასალის, განწყობის და შინაარსის, მაგრამ ერთნაირად ორიგინალური ნივთები – ბაფთები, ჰალსტუხები თუ სხვა, თვითგამოხატვის განუყოფელი ატრიბუტი გახდება. ჩვენს მრავალფეროვან, მიმზიდველ ყოველდღიურობას ხომ სწორედ დეტალები ქმნის. თვალი შეავლე მოხდენილ ნივთებს და იცოდე, რომ თითოეული მათგანი მოუთმენლად ელის შენთან შეხვედრას, რათა ყველას აცნობოს შენი მთავარი გზავნილი!
P.s სწორედ ჯოვანი მორას ეკუთვნის ცნობილი საპასპორტე, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.
Krawaii
იაპონური, kawaii კი მიმართულების ქართული ბრენდია, რომლებმაც ცოტა ხნის წინ მამაკაცებისთვისაც დაიწყეს ტანსაცმლის შექმნა. ბრენდი უფრო მეტად ახალგაზრდულია და მათი ილუსტრაციები კვაჭის გაკეთებულია.
Tibox
ქართული კომპანიაა, რომელიც აწარმოებს სიგარეტის ჩასადებ ხის ყუთებს. არჩევანი ძალიან მრავალფეროვანია და შეგიძლიათ საჩუქარი ადრესატს საყვარელი სფეროს მიხედვითაც აურჩიოთ (ყუთებზე ილუსტრაციები ) – კინო, მუსიკა, მხატვრობა და ა.შ.
CosMos
ახალგაზრდული და საინტერესო სპორტული ტანსაცმლის ხაზი. განსაკუთრებით სახალისოა ილუსტრაციები, ვფიქრობთ, ასეთი საჩუქარი ნებისმიერს გაახარებდა.