რა ვაჩუქოთ ბავშვებს ახალ წელს? – გთავაზობთ ახალ წელს ჩვენს არჩეულ საჩუქრებს
ახალ წელს ბავშვები განსაკუთრებით ელოდებიან, შესაბამისად, მათთვის საჩუქრის არჩევა და “თოვლის ბაბუის” როლის მორგება საპასუხისმგებლო ამბავია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გარშემო უამრავი სათამაშოა, განსაკუთრებული, ბავშვის ინტერესებზე მორგებული ნივთების არჩევა მაინც დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
გთავაზობთ ჩვენს ფავორიტ ნივთებს, რომლებსაც ქართული ან არაქართული დამწყები კომპანიები ქმნიან.
შენია
პერსონიფიცირებული საბავშვო ამბები, რომლის მთავარი გმირიც ის ბავშვი ხდება, ვისთვისაც წიგნს ამზადებთ და მისთვის საინტერესო თავგადასავლებში ეხვევა. ამ ფერად, ლამაზ წიგნში შეგიძლიათ ტექსტის ნაწილად აქციოთ თქვენი სურვილები, რჩევები და ერთად გადახდენილი ამბები.
პარარას გასაფერადებლები
რომლებიც სადღესასწაულო დღეებში მთელ ოჯახს გაგაერთიანებთ ერთი ნახატის გარშემო და დროს სასიამოვნოდ გაგატარებინებთ. გასაფერადებლები სხვადასხვა თემატიკისაა და შეგიძლიათ მათგან თქვენი ბავშვის ინტერესებზე მორგებული აარჩიოთ.
ოლაფინია
ჯადოსნური ყუთი, რომელშიც დევს ყველაფერი, რაც ბავშვს მშობელთან ერთად თოჯინის შესაკერად სჭირდება.
Woodwork-ის
ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოები დახვეწილი ფორმებით.
Chertova-ს
რბილი და განსაკუთრებული მონსტრები, რომლებიც არა მხოლოდ ბავშვებთან, დიდებთანაც თავისუფლად შეძლებენ მეგობრობას.
მიაუს სახლების
ასაწყობი, ხელით მოხატული სახლები, სასახლეები და ციხესიმაგრეები.
Spillow
და რა თქმა უნდა, დღესასწაულის დღეებში სათანადო ჩაცმულობისთვის Spillow-ს ტანსაცმელი გოგონებისა და ბიჭებისთვის.