fbpx

National Geographic 2018 წლის საუკეთესო ფოტოებს აქვეყნებს


გააზიარე სტატია

ჟურნალმა National Geographic-მა თავისი ტრადიციული ფოტოკონკურსის შედეგები შეაჯამა და 2018 წლის საუკეთესო ნამუშევრები გამოავლინა.

გამოცემის მთავარი პრიზი გადაეცა ამერიკელ ფოტოგრაფს იასენ ტოდოროვს ნამუშევრისათვის, რომელიც მან კალიფორნიის უდაბნოში გადაიღო. ფოტოზე გამოსახულია  ასაფრენი ზოლის მახლობლად Audi-სა და Volkswagen-ის მარკის ათასობით პარკირებული ავტომობილი.  ეს ის ავტომობილებია, რომლებიც ე.წ. დიზელგეიტის სკანდალის შედეგად, ავტომწარმოებლებმა მფლობელებისგან გამოისყიდეს.

„დიზელგეიტის“ სკანდალი აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) დასკვნას მოჰყვა, რომელმაც დაადგინა, რომ  2009-2015 წლებში წარმოებული Audi-სა და Volkswagen-ის მოდელების ელექტრონული სატესტო სისტემები ტყუოდნენ და მავნე გამონაბოლქვის რეალურზე დაბალ მაჩვენებლებს აფიქსირებდნენ.

გარდა მთავარი პრიზისა და პირველი ადგილისა, ფოტოს ავტორს  კატეგორიაში „ადგილები“ ფულადი ჯილდო – 5000 $ გადაეცა.

 

 

ჟურნალ National Geographic-მა წლის სხვა საუკეთესო ფოტონამუშევრებიც დაასახელა:

  • მეორე ადგილი  კატეგორიაში „ადგილები“. ავტორი: ნიკოლას მოირი.   ძველი Ford Thunderbird ტეხასის უდაბნოში

 

  • მესამე ადგილი კატეგორიაში „ადგილები“. ავტორი: კრისტიან ვერნერი.  სირიის ქალაქი ჰომსი

 

  • კატეგორიაში „ადამიანები“ პირველი ადგილი დაიკავა მია კოლისმა. ფოტოზე ნაირობის მცხოვრებია აღბეჭდილი,  საკვირაო, გამოსასვლელ ტანსაცმელში.

 

  • მეორე ადგილი კატეგორიაში „ადამიანები“. ავტორი: ტოდ კენედი.  ავსტრალიელი გოგონა

 

  • მესამე ადგილი კატეგორიაში „ადამიანები“. ავტორი: ავიშეკ დასი. ინდური ფესტივალი „ჩარაკ პუჯა“

 

  • პირველი ადგილი კატეგორიაში „ველური სამყარო“. ავტორი: პიმ ვოლკერსი. გნუების ჯოგი ტანზანიაში

 

  • მეორე ადგილი კატეგორიაში „ველური სამყარო“. ავტორი: იონას ბეიერი. ხარი (გრენლანდია)

 

  • მესამე ადგილი კატეგორიაში „ველური სამყარო“. ავტორი: ელისონ ვანგევადი.  მარტორქები, სამხრეთ აფრიკა


რეკომენდებული სტატიები
Immersion: ვიგენ ვართანოვის ფოტოგრაფია

Immersion: ვიგენ ვართანოვის ფოტოგრაფია

Immersion: ვიგენ ვართანოვის ფოტოგრაფია
ვიგენ ვართანოვის ფოტოებს მის რთულ, მრავალშრიან შავ-თეთრ სამყაროში მივყავართ. მისი ფოტოხელოვნება ვერ პასუხობდა საბჭოთა კავშირისეულ ესთეტიკურ მოთხოვნებს, რის გამოც ავტორს საკუთარი ნამუშევრები არასოდეს გამოუფენია
ასტროფოტოგრაფია - Insight Astronomy Photographer-ის ფინალისტები

ასტროფოტოგრაფია - Insight Astronomy Photographer-ის ფინალისტები

ასტროფოტოგრაფია - Insight Astronomy Photographer-ის ფინალისტები
ასტროფოტოგრაფების კონკურსში წელს 91 ქვეყნის ფოტოგრაფმა მიიღო მონაწილეობა და ჯამში 4200 ფოტო წარმოადგინეს. ამ ეტაპზე გამოვლინდნენ ფინალში გასული ნამუშევრები, რომელთა შორის საუკეთესოებს 24 ოქტომბერს დაასახელებენ
პაუ ბუსკატო: ფოტოგრაფია, როგორც „კლასობანას“ თამაში

პაუ ბუსკატო: ფოტოგრაფია, როგორც „კლასობანას“ თამაში

პაუ ბუსკატო: ფოტოგრაფია, როგორც „კლასობანას“ თამაში
პაუ ბუსკატო საკუთარ მეთოდს არგენტინელი მწერლის, ხულიო კორტასარის რომანის სახელით - „კლასობანად“ მოიხსენიებს. ფოტოგრაფია მისთვის სწორედ ამგვარი თამაშია, ქალაქი - საბავშვო მოედანი
რენე მალტეტი: ფრანგული ქუჩის ფოტოგრაფია

რენე მალტეტი: ფრანგული ქუჩის ფოტოგრაფია

რენე მალტეტი: ფრანგული ქუჩის ფოტოგრაფია
1958 წელს რენე მალტეტი ცნობილი ფოტოსააგენტო Rapho-ს თანამშრომელი გახდა. სწორედ ამ პერიოდში გამოსცა პირველი ფოტოწიგნი „ქუჩებისა და სიმღერების პარიზი“
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.