9 იანვარი დილიდან
თეთრი ღვინო წითელ პლანეტაზე? – Washington Post-მა ქართულ რქაწითელს სტატია მიუძღვნა
სტატიაში წერია, რომ ქართველი მეცნიერები აქტიურად მუშაობენ, იმის დასადგენად, რომელი ჯიშის ვაზი გაიხარებს მარსზე. „მათ უნდა დაადგინონ, თუ რომელი ყურძნის ჯიში გაუძლებს რადიაციას, მტვრის ქარიშხალსა და გარემოს სხვა გამოწვევებს. ვინ არ ისურვებდა, მარსული ღვინით სავსე ჭიქით, ახალ პლანეტაზე, ახალ წელს რომ შეხვედროდა?“, – აღნიშნულია სტატიაში.
წყარო: https://www.washingtonpost.com
13 იანვარს, 19:00 საათზე მზიურის კაფეში გაიმართება გოგი ნარეკლიშვილის ლექცია – “ინგმარ ბერგმანის კინო”
ლექცია შეეხება ინგმარ ბერგმანის კინემატოგრაფიულ ღვაწლს კინოისტორიაში, მის განსაკუთრებულ, ინდივიდუალურ როლს, აგრეთვე განსხვავებას ევროპულ და ამერიკულ კინოსკოლებს შორის და იმ მომავალ კინოიდეას, რაც ბერგმანის გამორჩეული კინოეპოქითა და ასევე რამდენიმე ევროპელი კინორეჟისორის გამოცდილებით შესაძლოა მომავალში განხორციელდეს.
წყარო: https://www.facebook.com/
Marvel-მა კაპიტანი მარველის ახალი ტრეილერი გაავრცელა.
წყარო: https://www.youtube.com/
ქართველი რეჟისორი დათა თავაძე დრეზდენის დრამატულ თეატრში ფრიდრიხ შილერის დრამას – „ვერაგობა და სიყვარულს“ წარმოადგენს
რეჟისორი საპრემიერო სპექტაკლს განსხვავებული ინტერპრეტაციით შესთავაზებს მაყურებელს.
წყარო: https://www.facebook.com/
13 იანვარს „პუბლიკაში“ Public(A) Talks გაიმართება
საღამოს 9 საათიდან მასპინძელი დათო ევგენიძე იქნება. ხელოვანი დაუკრავს თქვენთვის და გარდა ამისა, გაგაცნობთ თავისი ლექსების კრებულს.
წყარო: https://www.facebook.com
დევიდ ფინჩერი და დედპულის რეჟისორი ტიმ მილერი ნეტფლიქსისთვის ანიმაციურ სერიალს შექმნიან
სერიალში სახელწოდებით “სიყვარული, სიკვდილი და რობოტები“, 18 მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია შევა, რომლებსაც სამეცნიერო ფანტასტიკის, ჰორორისა და კომედიის ჟანრში გადაიღებენ.
წყარო: https://www.thewrap.com
თიბისი სტატუსი გიწვევთ ვახტანგ ქოქიაშვილის პერსონალური გამოფენის გახსნაზე Window Project-ის ახალ საგამოფენო სივრცეში
მიმდინარე ექსპოზიცია ქართველი მხატვრის, ვახტანგ ქოქიაშვილის სამ მიმართულებას აერთიანებს: მითოსი, რელიგია და ეთნოგრაფიული პოპი. პირველი არაცნობიერის სარკეა, მეორე რელიგიურ თემებს კიჩურ ფორმებში ამჟღავნებს, რაც შეეხება ეთნოგრაფიულ პოპს, ის თანამედროვე სამყაროში ჩვენი სავიზიტო ბარათია, რომელიც ჩვენს წარსულ და აწმყო გამოცდილებებს უახლეს ენაზე თარგმნის.
წყარო: https://www.facebook.com/