fbpx

მარტოდმარტო დანიაში – საქმიანი მოგზაურის ჩანაწერები


გააზიარე სტატია

 

ავტორი: Delphica Sibyl


სერიალ “ხიდის” ყურება დავიწყე. ისეთივე კინოა, როგორც სკანდინავიური, კერძოდ კი დანიური ინტერიერი. არაფერია ზედმეტი. ყველაფერი გათვლილი, გააზრებული და მშვიდია. ეგრევე საფეთქლებზე შემომაწვა დანიის ნისლი. ქერა, სახის კანგამშრალი და ლამაზფეხება ქალები და მაღალი ხმელი კაცები. იშვიათად იცინიან. ანდა რა გააცინებთ – წელიწადის 12-დან 10 თვეს  თავზე ნაცრისფერი ცის მასა ადევთ. ერთ ძალიან გრძელ ხიდზე მეც გადავიარე მატარებლით, რომელზეც მერე დავწერ, მაგრამ მსგავსი სიგრძისა და ფერის ხიდზე ალბათ რო მოვკვდები, მაშინ გავივლი.

 

კოპენჰაგენში დეკემბერში ჩავფრინდი. საშინელი წელი მქონდა. მამა მომიკვდა, მეგობარიც დავკარგე, შეყვარებულიც. მოკლედ, ადამიანი რო ყველაფერს ეგუება, თორემ ხობისწყალი არც ისე შორსაა და კი უნდა გადამეგდო შიგ თავი. ჩავფრინდი და თვითმფრინავიდან გამოვედი ძაან სახლურ პარკეტზე 🙂 მსგავსი არაფერი მენახა მანამდე. საერთოდ, დანიის სამეფოში ხეს ეთაყვანებიან. ოღონდ იმდენად არა, რომ ზღვაზე კროლით აცურაონ.

საითაც გაიხედავ, ყველგან ამათ თავზე წრეებ და წერტილებ წამოსკუპებულ ანბანს ხედავ. ამათთან ო-ც უ არის, უ-ც და Y-ც და რავი. “ო” მგონი, საერთოდ არ აქვთ. ანდა რაღაცნაირად წარმოთქვამენ. ზოგ ასოს წრე აქვს თავზე წამოსკუპული, ზოგს ორი წერტილი 🙂 რაღაცნაირია, მგონია, რო ჩიტების ენაა. “კოპენჰაგენსაც” ისე წარმოთქვამენ, ასი წელი თუ გაიგო რაა – ქუბენჰავნ. ოღონდ უ-საც და ა-საც ისე გუდავენ, ძაან უნდა გინდოდეს, რო გაიგონო 🙂


 

კოპენჰაგენზე ფრიში მახსენდებოდა – ჩრდილოეთის ვენეციააო, რო ამბობდა. ჰოდა არაა ვენეცია, მაგრამ ძალიან ლამაზია. ცივა, მარა რა ცივა. ნიდერლანდებგამოვლილი ვარ და ვიცი, რო ფენა-ფენა უნდა ჩაიცვა. სადაც შეხვალ, ყველგან თბილა, მაგრამ ქუჩაში არის ჯოჯოხეთური სიცივე. დეკემბერია და საშობაოდ მორთულან. ტივოლის ბაღები მოურთავთ და შეყრილან იქა და ცხელ სასმელებს და ჯემიან ფუნთუშებს ულაწუნებენ. ძალიან ლამაზია. ხის სათამაშოებს ჩორკნიან, ღებავენ, ბავშვები დარბიან აშვებული ძაღლებივით. ოღონდ არც ერთი მშობელი არ კივის. ზოგადად, მსგავსი თავშეკავება არსად მინახავს. რანაირად ახერხებენ, არ ვიცი.

სიცივეში სულ სხვანაირად ანათებს საშობაო მორთულობა. ანდა თვალები გეყინება და კრისტალიდან დანახული კრისტალები უფრო ბრწყინავენ.


 

ტივოლის ბაღები 1843 წელს გაიხსნა და იდეის ავტორს, გეორგ კარსტენსენს უთქვამს მეფისთვის: დამიჯერე, რასაც გეუბნები, გართობაში მყოფი ხალხი პოლიტიკაზე არ ფიქრობს და გამართობიე მოსახლეობა და მომეცი მიწაო. ჭკუაში დასჯდომია მეფე კრისტიან VIII-ს, გამოუყო დაახლოებით 6 ჰექტარი მიწა და მიდი აბაო. იმანაც მოაწყო ატრაქციონები, თეატრი და უამრავი სხვა სახალისო და სალაღობო რამ. ნაციზმის ევროპაში ბატონობის ხანაში ნაცისტებისადმი სიმპათიით განწყობილ ტიპებს გადაუწვავთ აქაურობა. ასე რომ, მხოლოდ ჩვენ, ქართველები, არ ვართ ცუდი ხალხი.  ყველას თავისი გლახა ჰყავს. ტივოლი ევროპაში მეორე – უძველესი გასართობი პარკია. პირველიც დანიაშია 🙂

Image result


ისეთ რესტორანში შევედით (კოლეგებთან ერთად ვარ), ფილმებში რომ მინახავს. ყინვიდან რო შევარდებიან ხოლმე, იქ რო თბილა და მეგობრები და ოჯახები ტკბილად მუსაიფობენ. თევზი მოიტანეს აი – სამოთხის ვაშლი 🙂 თეთრი მშრალი ღვინო დააკვდა. სიცივიდან შესული, გალღობას რო იწყებ და ეგრევე რო თვრები. გარეთ გამოხვალ და ფენოვან ცომს რო მაცივარში შედებენ ხოლმე, დაისვენოს და შედგესო – აი მაგ დღეში ვარ 🙂  

 


ისე გამიმართლა, მეტი რომ არ შეიძლება, ანუ დილით მზე გამოვიდა. გავცვივდით გარეთ. შეგვხვდა პირობითად ლარსი (საქმიანი პარტნიორი), დაგათვალიერებინებთო. ჰოდა წაგვიყვანა მოედანთან. კოხტად მივუსწარით სამეფო გვარდიის საზეიმო ცვლას. გამოვიდნენ მუსიკით და გამოწკეპილები. დაუკრეს, ფეხი გაშალეს და შევიდნენ.

 


ძალიან ლამაზი მოედანია. საოცარი წესრიგი. ყველაფერი ერთმანეთთანაა ჰარმონიაში – ცა, წყალი, მზე, ხეები, ხალხი, ხედები… გაოგნებული ვარ. ეგეთი წესრიგი მეგონა, მხოლოდ გეომეტრიაში იყო. ანდა – მანდაც არაა.



შევედით ძალიან ძველ საფუნთუშეში. ესო დედოფლის საყვარელი ადგილიაო. რა თქმა უნდა, ეყვარება – საოცრებაა. ფეიფერ აილენდზე ბევრი ახალგაზრდა, ბევრი სასმელი და ბევრი საჭმელია. გადასარევ ჯაზს უკრავენ. მზე ყველას უხარია. გაფერადებულია ყველაფერი. ქუჩაში ჭამა თუ გიყვარს, შენი სამოთხე აქაა.  

სკანდინავია, დანია და კოპენჰაგენი ჩემს ცნობიერებაში იყო ადგილი, სადაც მაგარი ჯაზი იკვრება. არ ვიცი, რა ჭირს ამ ადგილს, მაგრამ გინდა ამერიკელები, გინდა ევროპელები… აი ყველა… აქ ეხსენებათ საოცრად 🙂 . ასეთი სტანდარტები მგონი, სხვაგან არსად იკვრება.

დანიის ნაციონალური ოპერის შენობას მოვკარი თვალი – 2005-ში აკურთხეს და მისი არქიტექტორი კაი კაცი ჰენინგ ლარსენია. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოდერნული შენობაა და ზეპირად ვიცი ამ შენობის არქიტექტურული ჭრილებიც კი :). ამაზე არ მინდა ლაპარაკი – საიდან და როგორ… მინდა, სანამ აი იმ გრძელ ხიდს გავივლი, ერთხელ მაინც მოვხდე აქ, წარმოდგენაზე. მიყვარს ამ არქიტექტურული ფორმის წყალზე დგომის იმიტაცია. ფასადზე არეკლილი მზე და წყალი და საერთოდაც არც აქ გიჟდებიან ფარდებზე, ისევე როგორც ნიდერლანდებში. მზე უჭირთ. ზამთარში დღის სინათლე სულ 4-5 საათი აქვთ, მგონი.


Image result


ჰენინგში წავედით. იქ გვაქვს სამუშაო.
ჰოდა მივადექით ამ ხიდს. აი მანდ ვნახე ნაცრისფერის 5000 ელფერი. უსასრულო ხაზები. მორბენალი ხიდის დამჭერები. და ამ დამჭერებზე განზე გაქცეული გაყინული წვეთები. ვაგონში ისეთი სიმშვიდეა, რასაც ვერსად ვერ ეღირსები. მოაქვთ ყავა და ფუნთუშები. ვსვამ, ვჭამ, ვწერ, ფანჯარაში ვიყურები… ისევ ნაცრისფერი დარბის. ნირვანაა.


 

3 დღე სემინარები და მუშა-შეხვედრები გვაქვს. ვიწყებთ დილის 8-ზე. ღამეა. კი ვასრულებთ დღის 4-სკენ, მაგრამ უკვე ღამეა. არც დღის სინათლეა, არც მზე, არც მთვარე. მონოტონურად სულ თოვს. ცოტაც და გავგიჟდები. ხალხი ამბობს, გზებს ჩაკეტავენო. ქარბუქია მოსალოდნელიო. თქვე საწყლებო, კოპენჰაგენში მაინც იყოთ, გაგიჟდებით აქო. შევეგუე უკვე. გვიან ჩავდივარ სასტუმროს სპა-ში და განა რამეს ვაკეთებ, არაფერს. ვზივარ ცხელ წყალში, ვუყურებ თოვლს.

ვიზიტამდე 2 თვით ადრე შეგვითანხმეს დანიელებმა იქ ყოფნის განრიგი. ერთ-ერთ საღამოზე ეწერა dinner. ეწერა აგრეთვე დამსწრე პირების სახელები და გვარები. ჰოდა ამ პირობითად ლარსს გვერდით მიწერი ჰქონდა with wife. ტუზი დამეცა, ანუ ფრონცქი კაბისა და ქუსლების წაღების გაპრავება ხელთ მაქვს. მიხარია. რესტორანში ლარსს მივყავართ. აჩერებს მანქანას და მეუბნება, თუ არ შეწუხდები, საქარე მინაზე მიკრული ეგ მექანიკური საათი გაასწორე რა დროცაა, იმაზეო. მერე მეთქი? ჰოდა 1 საათი უფასოა პარკინგი და მერე უკვე იხდიო. ჰაჰ-მეთქი, ჩავიცინე ეგ ჩვენთან არ იმუშავებს და საერთოდაც სამხრეთში არსად იმუშავებს-თქო. და რატომო. მეთქი, რა კითხვაა, არ იმუშავებს. რატომ, რა პრობლემააო. შევხედე და მართლა მეკითხებოდა. მეთქი, გამოხვალ ყოველ საათში და გადასწევ მაგ ისარს-თქო. და რატომო -_- შევეშვი 🙂

პალტო რომ გავიხადე და ხალხმა შემომხედა, მაშინ მივხდი და დედი@@@@ მივირთვი, ეს კაბა რომ ჩავიცვი 🙂 . არ იფიქროთ, რომ დანიელებს ცუდი გემოვნება აქვთ, უბრალოდ მე ვარ ქართველი 🙂 მართლა ძალიან ბევრი კომპლიმენტი მითხრეს. არ ერიდებათ, გითხრან, რომ არაჩვეულებრივად გამოიყურები და რა ლამაზი კაბაა და ვაიმე, რა საყვარელი პატარა ფეხსაცმელია, ანუ პატარა ფეხი გაქვსო (აბა ჩემი სიმაღლის მანდ მხოლოდ ბუჩქებია) და რა ქუნქულობაა ესა <3 . ჰო, მაგრამ მაინც შევწუხდი – თავად რო ნაქსოვი კაბებითა და შარფებით შეფუთულები არიან და შენ კიდევ ფარშავანგი ხარ ჩვეულებრივი. კოპენჰაგენია და მით უმეტეს,  მილანი არაა, დედა, ესა – ჰენინგია -_-

თავი იმით დავიძვრინე, რო ვმასხრობ. ვყვები მთის და ბარისას. ყველა იცინის. გვერდზე მაგიდებზეც.

 


ლარსის ცოლი ამბობს, ამდენი ჩვენი ქორწილის შემდეგ არ მიცინიაო და ეხუტება ამ თავის სამმეტრიან ლარსს. საშობაო ლუდია თუ რაღაც, ავიღოთ ამ რესტორნიდან (აქვე ხდიან), სახლში წავიღოთ და კინოს ვუყუროთო. ძაან მიხარია, მეც რომ ავადღლუჩუნე ესენი. ბევრი ხორცი ვჭამე, ბევრი წითელი ღვინო ვსვი და წავედი სასტუმროში. ჩავედი ჩემ სპაში და ვზივარ ჩემთვის ცხელ წყალში, ვუყურებ ისევ თოვლს. მსუქანმა ქალმა იმენნა ოფროუჩინგი გააკეთა. მანამდე შევამჩნიე – დიდხანს ფიქრობდა ამაზე 🙂  იცი რა უნდა გითხრაო? ვუღიმი და აბა-მეთქი? აქ რომ შემოდიხარ, თავი უნდა დაიბანოო. უფრო ვუღიმი. მეთქი, აწეული მაქვს, აქ არავინ ცურავს და “უცქირე” ნიშანიც არსად კიდია  მაგისი-თქო. მართალი ხარ, მაგრამ მე ყოველთვის ვიბან თავსო. ეგ შენი საქმეა და მე კიდევ არ ვერევი შენს საქმეში და ნურც შენ ჩაერევი ჩემსაში-მეთქი. მართალი ხარო და გადაჯდა სხვაგან. ეგ იმიტომ გამახსენდა, რომ ბეჩუნი პერტიას ჰგავდა :). ადამიანის ტვინი, ფიქრები და ამბები რა სასწაულია. საიდან რას ამოგიტივტივებს. ერთი ბიჭი გამახსენდა, ვმესიჯობდით და რამდენი სისულელეც იმ ღამეს მივწერე, ნეტაი ვინმე მეხსიერებიდან ამოუფხიკავდეს 🙂



მართლა მოვიდა ის ქარბუქი. უიმეეე… მარტო კი არ ხვეტდა ამ თოვლს, ციდან ყრიდა მწყერის კვერცხებისხელა ყინულებს. მსგავსი ცხოვრებაში არ მინახავს. ავტყდი, მშია, უნდა გავიდე-თქო. სასტუმროს მენეჯერი გადამიდგა კართან. მეთქი, იშშშ აღარ შემიძლია აქ ჯდომა, უნდა გავიდე-თქო. მომცა რაღაც რკინის ქოლგა 🙂 გავედით სამივე. მართლა მაგარი იყო. არც ისეთი საშიში აღმოჩნდა, თუ არ ჩავთვლით აი იმ ყინულის კვერცხებს. ერთი მაჯაზე მომხვდა. ღირსი ვარ. ძაან გავმწარდი, მაგრამ გაცნობიერებული რომ გაქვს ადამიანს რისკები – იტანსავით 🙂 ცენტრალურ ქუჩაზე გავედით, სადაც მაღაზიებია.



განა მარტო ვიყავით, სხვებიც დადიოდნენ.
გავიცანით ვიღაც ბიჭი, რომელმაც თქვა, აი ესო – ეიჩენდემის მაღაზიის გვერდზე მიგვითითა – ციხეაო 🙂 .  ტენტიანი ტერასები ჰქონდა. მეთქი, თქვენ @@@ ჰო არა @@@@@. ახლა ცარიელია, არავინაა შიგნით. არა, 4-5 პატიმარი კი გვეყოლება, მაგრამ საშობაო არდადეგებზე სახლებში არიანო. -_-  რა გინდა რო თქვა?

 


მეორე დღეს აეროპორტმა კი მიგვიღო, მაგრამ თვითმფრინავებს უთხრა, სახლებში წადითო. გვასვა და გვაჭამა, სანამ ეს
ქარხვეტი არ წავიდა. ვირთავ ‘“სკანდინავიურ” სტანდარტებს. ჯარეტი ეგრე არაფერს უხდება, როგორც კოპენჰაგენს. სულ არ გამიკვირდება, შემდეგ ჩასვლაზე აეროპორტის დინამიკებში რო დამახვედრონ. მიხარია სახლში. დედა მინდა.

საიდანმე სახლში დაბრუნდების განცდა კაცობრიობის 5 საუკეთესო განცდას შორის უნდა იყოს.



რეკომენდებული სტატიები
ვიდეო მოგზაურობა საქართველოში
Play Video

ვიდეო მოგზაურობა საქართველოში

ვიდეო მოგზაურობა საქართველოში
წარმოგიდგენთ უახლოესი პერიოდის საქართველოში მოგზაურობისას გადაღებულ ვიდეოებს, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროთ ახალი მოსანახულებელი ადგილების აღმოსაჩენად
ზამთარში სანახავი 10 ევროპული ქალაქი

ზამთარში სანახავი 10 ევროპული ქალაქი

ზამთარში სანახავი 10 ევროპული ქალაქი
გაგაცნობთ 10 ევროპული ქალაქის ჩამონათვალს, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება ევროპის ზამთრის სამოგზაურო რეკომენდაციებში. თითოეული დანიშნულების ადგილის პოპულარობის მიზეზს კი მათი აღწერებიდან შეიტყობთ.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.