Tate Britain თანამედროვე ხელოვნებაში ქალი არტისტების წვლილს საგანგებო გამოფენით აღნიშნავს
ლონდონის მუზეუმმა Tate Britain-მა ახალი ექსპოზიცია დააანონსა, სახელწოდებით „60 წელი“. პრეზენტაცია 2019 წლის 22 აპრილს გაიმართება და იმ ქალი მხატვრების შემოქმედებას მიეძღვნება, რომლებიც დიდ ბრიტანეთში 1950 წლიდან დღემდე მოღვაწეობენ.
მუზეუმის წარმომადგენელთა განცხადებით, ამ ექსპოზიციით სურთ, რომ კიდევ ერთხელ შეახსენონ საზოგადოებას ქალების უდიდესი წვლილი XX–XXI საუკუნის თანამედროვე ხელოვნების განვითარების საქმეში. გარდა ამისა, Tate Britain-მა ბოლო წლების ტერნერის პრემიის შედეგებსაც გაუსვა ხაზი, რომლის ლაურეატები მეტწილად ქალები იყვნენ: ტომმა აბტსი, სიუზენ ფილიპსი, ელიზაბეთ პრაისი, ლორა პრუვო, ჰელენ მარტენი და შარლოტა პროჯერი.
სიმბოლურია ისიც, რომ ექსპოზიცია ბრიტანელი ქალებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მინიჭების 100-წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გაგრძელებაცაა. Tate Britain-მა თავის მუდმივ ექსპოზიციაში ქალთა საარჩევნო ხმის უფლებისათვის მებრძოლი სუფრაჟისტის, მილისენტ ფოსეტის პორტრეტი გამოფინა.
ექსპოზიციაზე – „60 წელი“ – Tate Britain-ის კოლექციიდან 60 სხვადასხვა ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.
Bridget Riley. „Achæan“. 1981
Susan Hiller. „Belshazzar’s Feast, the Writing on Your Wall“. 1983–1984
Sarah Lucas . “Pauline Bunny”. 1997
Rose Wiley. „Pin Up and Porn Queen Jigsaw“. 2005
Tomma Abts. „Zebe“. 2010
Lynette Yiadom-Boakye. „The Generosity“. 2010
Monster Chetwynd. „Jesus and Barabbas / Odd Man Out 2011“. 2018
Eva Rothschild. „The Fallowfield“. 2018