fbpx

9 ქართველი მუსიკოსი ქალის ახალი ვინილი – SLEEPERS POETS SCIENTISTS


გააზიარე სტატია



16 იანვარს, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში, CES Records წარმოგიდგენთ მუსიკალურ დადგმას SLEEPERS POETS SCIENTISTS – ლეიბლის პირველი კომპილაციისთვის, რომელიც მოიცავს 9 ქალი მუსიკოსის კომპოზიციებს საქართველოდან.



SLEEPERS POETS SCIENTISTS გერმანიაში R.A.N.D Muzik-მა გამოსცა, რომლის ტირაჟიც 300 ეგზემპლარია. მისი შეძენა 16 იანვრიდან იქნება შესაძლებელი. მსურველებს კომპილაციის ტრეკების მოსმენა ონლაინაც შეუძლიათ.



პორტალ Bankcamp-ზე რელიზის აღწერაში ვკითხულობთ: “Sleepers Poets Scientists საოჯახო ალბომს წააგავს, ბევრი სურათებით – ზოგი ფერმკრთალი, ზოგიც შავ-თეთრი, ფერადი ან დეფორმირებულია”.  

 


შემოქმედებითი განათლების სტუდია CES წარმოადგენს დიზაინის, აუდიო-ვიდეო და მუსიკის შემოქმედებით მედია სკოლას, რომელიც მსურველებს ხმის ინჟინერიაში, გრაფიკულ დიზაინსა და სხვა კრეატიულ დისციპლინებში სპეციალურ კურსებს სთავაზობს.

 

 

პროექტ SLEEPERS POETS SCIENTISTS-ში მონაწილეობენ:

  • ანუშკა ჩხეიძე
  • sTia ნათია სართანია
  • ქეთი ერისთავი
  • დეა ბეჟუაშვილი
  • ეთო გელაშვილი
  • თამთა გვარლიანი
  • ანი ზაქარეიშვილი
  • ნაზი ჭავჭავაძე
  • ნატალია ბერიძე

რეჟისორი: ნიკა მაჩაიძე

16 იანვრის მუსიკალურ დადგმაზე დასწრება თავისუფალია.
მისამართი: აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლი,  ლეონიძის 11

 


რეკომენდებული სტატიები
They Said Books - კონცეპტი და დიზაინი

They Said Books - კონცეპტი და დიზაინი

They Said Books - კონცეპტი და დიზაინი
They said books - კონცეპტუალური მაღაზიაა, სადაც განსაკუთრებულ წიგნებს და სხვადასხვა ლამაზ ნივთს აღმოაჩენთ. ასევე შეგიძლიათ უგემრიელესი ყავის დაგემოვნებაც
მუსიკალური ალბომების ყველაზე ცუდი ყდები

მუსიკალური ალბომების ყველაზე ცუდი ყდები

მუსიკალური ალბომების ყველაზე ცუდი ყდები
როგორც ცნობილია, კარგი მუსიკის გარდა ალმბომს მისი ვიზუალური მხარეც ყიდის. დღეს გვინდა გიჩვენოთ ალბომების გარეკანები, რომლებიც სხვადასხვა მუსიკალურმა გამოცემებმა, ამა თუ იმ მიზეზით, ყდების წარუმატებელ დიზაინად შეაფასეს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.