fbpx

მეორადი ტანსაცმლის მაინინგი


გააზიარე სტატია

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ნელ-ნელა ყველა საქმიანობა ინტერნეტ-სივრცეში ინაცვლებს და ციფრულ სახეს იღებს. აღნიშნული ტენდენცია თბილისშიც აქტიურად გავრცელდა, რაც საშუალებას აძლევს “სტარტაპერებს” უფრო მრავალფეროვანი და შემოქმედებითი საქმიანობები წამოიწყონ.

“მელი-მელოც” ერთ-ერთი ასეთი შემოქმედებითი ბიზნესია, რომელიც ციფრულ სამყაროში ცდილობს თავი დაიმკვიდროს, როგორც მეორადი ტანსაცმლის ონლაინმაღაზიამ.

ფოტოპროექტის მეშვეობით იხილავთ იმ მთლიან პროცესს, რომელსაც გადის “მელი-მელო” ყოველდღიურად, რათა მომხმარებელთან მისული ნივთი იყოს სრულყოფილი.

“ერთ მშვენიერ დღესაც აღმოვაჩინეთ რომ ჩვენი კარადები გავსებული იყო ულამაზესი, ფერადი, მაგრამ ჩაუცმელი ტანისამოსით, რომელთა გადაყრაც ძალიან გვენანებოდა. ზუსტად მაშინ დაიბადა მელი-მელოს იდეაც. გვინდოდა, რომ ჩვენი ფერადი და ხალისიანი სამყარო სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა და ეს ულამაზესი ტანსაცმელი ახალი გარდერობების გასაფერადებლად გავამზადეთ.

ჩვენი ონლაინ-მაღაზიის სახელწოდებაც ამ იდეიდან გამომდინარეობს – მელი-მელო ფერად არეულობას ნიშნავს, რაც ძალიან კარგად გადმოსცემს ჩვენს კონცეფციას. ნელ-ნელა ჩვენი გასაყიდი ტანსაცმელიც ამოიწურა, მაგრამ ამ საქმის გაგრძელების სურვილი ისევ იყო, ამიტომაც გადავწყვიტეთ ახალი მელი-მელოების მომარაგება და შევუდექით საქმეს.

ახალი კოლექციისათვის მზადებას ვიწყებთ ჩვენი საყვარელი მეორადებისკენ გეზის აღებით, სადაც ვცდილობთ, რაც შეიძლება ფერადი და ხალისიანი ტანისამოსი გამოვარჩიოთ. ჩვენთვის შესაფერისი ტანსაცმლის ძებნა და ასე ვთქვათ, “ქექვა” საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა. ერთი და იმავე მეორადებში მრავალი საათიც კი გაგვიტარებია იმისათვის, რომ საუკეთესო რაღაცები ამოგვერჩია.

ძალიან საინტერესოა გამყიდვლებთან ურთიერთობაც, ხშირად ერთვებიან ხოლმე ჩვენს საუბარში და ბევრ რჩევას გვაძლევენ ტანისამოსის არჩევისას. რამდენიმეს უკვე კარგადაც ვიცნობთ და ჩვენი ნახვა ძალიან უხარიათ ხოლმე.

დიდხნიანი ძებნის შემდეგ ფერადი მელი-მელოებით დატვირთულები მივდივართ ფოტოების გადასაღებად. ყოველთვის ვცდილობთ, რომ განსხვავებული გარემო ამოვარჩიოთ, რომელიც ჩვენს ახალ კოლექციას შეესაბამება. გადაღების პროცესი ვფიქრობ, ყველაზე სახალისოა. ვცდილობთ ხოლმე ფოტოების გადაღება იმ ნივთით დავიწყოთ, რომელიც ყველაზე მეტად მოგვწონს, იმისათვის რომ ეს დადებითი მუხტი მთელ გადაღების პროცესს გაჰყვეს და ჩვენც მოტივირებულები ვიყოთ.

ფოტოებსაც რომ გადავიღებთ და ამ მთლიანი პროცესის მთავარ ნაწილს უკან მოვიტოვებთ, ვიწყებთ უკვე ტანსაცმლის მოწესრიგებას. ვრეცხავთ, ვაკეთებთ, ვაუთოებთ და ვამზადებთ გასაგზავნად, ახალი გარდერობის გასაფერადებლად. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ტანსაცმელს ჩვენი ხალისიანი განწყობა და დადებითი ენერგია გავაყოლოთ, ამიტომაც ვზრუნავთ სადა და ლამაზ შეფუთვაზეც.

მელი-მელო ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ბევრ ენერგიას და დადებით განწყობას ვდებთ თითოეულ ნივთში და მთლიანი პროცესის თითოეულ ნაწილში. მელი-მელო ჩვენთვის არ არის მხოლოდ ონლაინმაღაზია, რომელიც ტანსაცმლის გაყიდვის საშუალებას გვაძლევს. ამ საქმიანობით ვიღებთ ძალიან დიდ სიამოვნებას. ყოველი გახარებული მომხმარებელი კი გვაძლევს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას და კმაყოფილებას გვანიჭებს”.


რეკომენდებული სტატიები
მაჯის საათების მოყვარულების ონლაინ ბიბლია

მაჯის საათების მოყვარულების ონლაინ ბიბლია

მაჯის საათების მოყვარულების ონლაინ ბიბლია
Hodinkee-ს რედაქტორმა ჯო ტომპსონმა ბოლო 50 წლის განმავლობაში მაჯის საათის განვითარებისა და ინდუსტრიის შესახებ ყოვლისმომცველი და სიღრმისეული ნაშრომი გამოაქვეყნა.
საბავშო ტანსაცმელი ქართველი მწარმოებლებისგან

საბავშო ტანსაცმელი ქართველი მწარმოებლებისგან

საბავშო ტანსაცმელი ქართველი მწარმოებლებისგან
გთავაზობთ რამდენიმე ქართულ კომპანიას, რომელიც საბავშვო ტანსაცმელს აწარმოებს და რომლებმაც დაარსებიდან დღემდე მეტ-ნაკლებად შეძლეს ქართველი მომხმარებლების გულის მოგება.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.