2019 წლის საუკეთესო Dating აპლიკაციები
ვალენტინობის დღე პაემნებისთვისაა შექმნილი და თუ თქვენ ჯერ არ ხართ დაწყვილებული და ხანგრძლივი ან მოკლევადიანი პარტნიორის ძიება გადაწყვიტეთ, გთავაზობთ 2019 წლისთვის ყველაზე პოპულარულ დეიტინგ აპლიკაციებს, რომლებიც დიდი ალბათობით ცივი ზამთრისა და ქარიანი გაზაფხულის საინტერესოდ გადაგორებაში დაგეხმარებათ.
Bumble
Bumble-ს რეალურად შეიძლება “ქალების ტინდერიც” ვუწოდოთ, რადგან აქ პირველი მესიჯი აუცილებლად ქალმა უნდა გამოაგზავნოს (ასეთია ამ ეპის წესი). ამასთან ერთად, მიმოწერას წამზომი მოჰყვება და თუ თქვენ მამაკაცი ხართ და გამოგზავნილ შეტყობინებას 24 საათის განმავლობაში არ უპასუხებთ, პოტენციურ პარტნიორთან კონტაქტის შანსს კარგავთ.
Tinder
მნიშვნელობა არ აქვს როგორი ტიპის ურთიერთობებს ეძებთ, Tinder თქვენს სამსახურშია. შეიძლება ითქვას, რომ ესაა პირველ გაჩერება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ონლაინ დეიტინგის ჯუნგლებში შესვლას აპირებს. მომხმარებლების პროფილები ძალიან მოკლეა, რაც ერთდროულად კარგიცაა და ცუდიც. ნებისმიერ შემთხვევაში “ტინდერი” უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.
OkCupid
OkCupid-ის ეპით ძალიან ბევრი ადამიანი დაქორწინდა. აქ პროფილები, სხვა მსგავს აპლიკაციებთან შედარებით, ბევრად უფრო დეტალურად ივსება, რის შემდეგაც პროგრამა თქვენთვის შესაფერისი ადამიანების სიას მოგცემთ თავისი პროცენტული შესაბამისობის სკალით.
Hinge
Hinge კონცენტრირებულია “ფეისბუკზე” და ყურადღებას აქცევს იმ საერთო ინტერესებს, რომელიც შესაძლოა თქვენ და თქვენს პოტენციურ პარტნიორს გქონდეთ. თუმცა, თუ თქვენ პირიქით – თქვენგან განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობა გაინტერესებთ, შეიძლება სხვა აპლიკაციის გამოყენება არჩიოთ.
Coffee Meets Bagel
Coffee Meets Bagel თქვენს პროფილზე დაყრდნობით, ყოველდღიურად, 12 საათზე გიგზავნით პოტენციური პარტნიორების სიას. სერვისი ასევე გთავაზობთ საუბრის დაწყების ვარიანტებს და მისი პროფილებიც “ტინდერთან” შედარებით, უფრო დეტალურია.
Happn
Happn ცდილობს დაგაწყვილოთ იმ ადამიანთან, ვინც თქვენთან ფიზიკურად ახლოს იმყოფება. ეს კონცეფცია საკმაოდ კარგია და საინტერესოა მათთვის, , ვინც უფრო ორგანულ სიტუაციაში შეხვედრითაა დაინტერესებული. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იშვიათად თუ ნახავთ ისეთ ადამიანებს, ვინც ამ აპლიკაციის დახმარებით დაწყვილდა.
The League
The League გარკვეულწილად “ელიტური დეიტინგ აპლიკაციაა”, რომელში გასაწევრიანებლადაც აპლიკაციის შევსება და ლოდინია საჭირო. კანდიდატურის განხილვისას აპლიკაცია ითვალისწინებს თქვენს სამსახურს, კოლეჯს და Linkedin-ის ანგარიშსაც კი.
Her
ეპების უმრავლესობა LGBTQ ინკლუზიურია, თუმცა ზოგს ურჩევნია ისეთი დეიტინგ პროგრამის გამოყენება, რომელიც მხოლოდ ლესბოსელი, ბისექსუალი და ქვიარ ქალებისთვისაა განკუთვნილი. Her სწორედ ასეთი აპლიკაციაა და თავის სეგმენტში საკმაო პოპულარობით სარგებლობს.
Clover
Clover ცდილობს იყოს ონლაინ დეიტინგ აპლიკაციების “შეკვეთით” ვერსია – აქ თქვენ პოტენციურ პარტნიორს პიცასავით უკვეთავთ, ირჩევთ რა სასურველი პარტნიორის პარამეტრებს. შედეგებიც არ აყოვნებს და არჩევანი პროცენტული თავსებადობის მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ.
Plenty of Fish
Plenty of Fish 2003 წლიდან არსებობს და ეს მას ეტყობა. ამ აპლიკაციის ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ის სავსეა ბოტებით და სხვადასხვა სახის მაქინაციებით, თუმცა ამ პროგრამას სავარაუდოდ ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს დეიტინგ აპლიკაციების სამყაროში.
Match
Match-ს აქვს როგორც ფასიანი, ასევე უფასო ვერსიაც, თუმცა მომხმარებლებს შორის არსებობს კონსენსუსი, რომ უფასო ვერსიით ვინმესთან დაწყვილება პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს იმ პერიოდის გადმონაშთია, როცა ფასიანი სერვისით სარგებლობა თქვენს სერიოზულ მიზნებზე მიუთითებდა. შეიძლება ზოგისთვის ასეც იყოს, თუმცა დღესდღეობით დეიტინგ ეპებში ფულის გადახდა ალბათ მაინც ცოტათი ძველმოდურია.