20 თებერვალი დილიდან
ნახეთ: პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმის კიდევ ერთი ტრეილერი შეუდარებელი პენელოპე კრუზის მონაწილეობით.
სურათში მთავარ როლებს პენელოპე კრუზთან ერთად ანტონიო ბანდერასი, ხულიეტა სერანო, სესილია როთი და სუსი სანჩეზი ასრულებენ.
წყარო: https://www.youtube.com/
ავსტრალიის მთავრობამ პარიზის კლიმატური შეთანხმების პირობების დასაკმაყოფილებლად მილიარდი ხის დარგვა გადაწყვიტა
მთავრობის ვარაუდით, პროექტი, რომელიც 2050 წლამდე გაგრძელდება, ატმოსფეროდან ყოველწლიურად 18 მილიონ ტონა სათბურის გაზებს გაწმენდს. ეს კლიმატთან ბრძოლის ნაკლებად ტექნიკური მეთოდის კარგი მაგალითია.
წყარო: https://futurism.com
ლეგენდარული კარლ ლაგერფელდის გარდაცვალების შემდეგ ფრანგულ მოდის სახლში მის ადგილს ვირჯინია ვიარდი დაიკავებს
ამ დრომდე ვიარდი მოდის სტუდიის დირექტორის პოზიციას იკავებდა და ლაგერფელდთან ერთად 80-იანი წლებიდან მუშაობს.
წყარო: https://www.elle.com/
ლეგენდარულ მსახიობ ჯოან კოლინზსა და მისი დაზე, მწერალ ჯეკი კოლინზზე სერიალს გადაიღებენ
ახალი შოუს სამუშაო სახელწოდება Joan & Jackie იქნება და ის დების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. იმაზე, თუ როგორ იქცნენ ისინი მსოფლიო შოუ-ბიზნესის შეუცვლელ წარმომადგენლებად.
წყარო: https://www.foxnews.com/
თბილისში LGBTQI პრაიდის კვირეული 18-23 ივნისს ჩატარდება
For English, please scroll down.📢 ჩვენ ვართ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი და ქვიარ ადამიანები 🏳🌈🆘 ჩვენზე ძალადობენ ოჯახში, სკოლაში, ქუჩასა და სამსახურში. გვივარდებიან სახლებშიც, გვაგდებენ ოჯახებიდან. ჩვენ გვკლავენ!🇬🇪 ჩვენი დები და ძმები საზოგადოებაში არსებული სიძულვილისა და აგრესიის გამო სხვა ქვეყნებში ეძებენ თავშესაფარს. ჩვენ არ გვინდა გაქცევა, გვინდა ღირსეულად ვიცხოვროთ ჩვენს ქვეყანაში!⚖ ჩვენ გვეხება და გვაწუხებს ქვეყანაში არსებული სიღარიბე, უმუშევრობა, ოკუპაცია და სოციალური უთანასწორობა.❎ ჩვენ გვიყენებენ მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად, რაც ყველას თანაბრად გვაზიანებს! ✌ჩვენ ვართ მშვიდობიანი მოქალაქეები და გვინდა ვიცხოვროთ არაძალადობრივ საზოგადოებაში.🌞 ჩვენ გვჯერა, რომ საზოგადოება შემდგარია მაშინ, როდესაც მისი თითოეული წევრის უფლებები აღიარებული და დაცულია.⌛ჩვენ არ ვაპირებთ დამალვას, რადგან გაუსაძლისია ასე ცხოვრება და არ გვაქვს სხვა არჩევანი გარდა ღირსებისთვის ბრძოლისა!✊ ჩვენ არ ვართ ცოტა და არავის დავტოვებთ მარტოს❗ჩვენ ვართ სტუდენტები, მიმტანები, მუსიკოსები, დიზაინერები, არტისტები, მწერლები, სპორტსმენები, ექიმები, პოლიციელები, ჟურნალისტები, მეშახტეები, ტაქსის მძღოლები, სოციალური მუშაკები, პოლიტიკოსები, მღვდელმსახურები…ჩვენ ვართ თქვენი შვილები, მშობლები, დები, ძმები, მეგობრები, ნათესავები, თანამშრომლები და მეზობლები.👉 ჩვენ ვართ თქვენ!18-23 ივნისს, თბილისი პრაიდის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონსიძიება გაიმართება. პრაიდის კვირეულს დაასრულებს – ღირსების მარში, რომლის ფორმა არ იქნება საზეიმო და კარნავალური, რადგან, სამწუხაროდ, საქართველოში დღეს ქვიარებს არ გვეზეიმება. შემოგვიერთდით და მხარი დაგვიჭირეთ. ერთად დგომა გვჭირდება! #გავერთიანდეთ #TbilisiPride__📢 We are Lesbian, Gay, Bisexual, Transgender, Intersex, and Queer persons 🏳🌈🆘 We are persecuted in our families, schools, streets and at workplaces. Our homes are being broken into and we are kicked out of our households. We are being murdered!🇬🇪 Our sisters and brothers are forced by societal hatred and aggression to seek asylum elsewhere. We have no desire to flee; we want to have a shot at a worthy life in our country!⚖ We are affected by and concerned about the existing poverty, unemployment, occupation, and social inequality in Georgia.❎ We are being used as scapegoats to divert attention from important social problems, which is equally detrimental to all!✌ We are peaceful citizens who desire to live in a nonviolent society.🌞 We believe that society’s full potential is accomplished when the rights of its each and every member are cherished and protected.⌛We are not going to hide, for living a double life is unbearable; we have no choice but to fight for our dignity!✊ We are not few and will leave no one alone❗We are students, waiters, musicians, designers, artists, writers, athletes, doctors, police officers, journalists, miners, taxi drivers, social workers, politicians, clergy persons…We are your children, parents, siblings, friends, relatives, coworkers, and neighbors.👉 We are You!On 18-23 June, different social, cultural and political activities are taking place within the frame of Tbilisi Pride. The pride week will be concluded by a March of Dignity, which will not take a festive shape since unfortunately we queers have little to celebrate in Georgia today.Join and support us. We need to stand together!
Gepostet von Tbilisi Pride am Dienstag, 19. Februar 2019
ორგანიზატორების თქმით, პრაიდის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიება გაიმართება. კვირეულის დასასრულს კი “ღირსების მარშია” დაგეგმილი.
წყარო: https://www.facebook.com/
23 თებერვალს ინტერნაციონალურ ღონისძიებათა სერია PechaKucha Nights ჩატარდება
2003 წელს ტოკიოში შექმნილი პროექტი უკვე 1000-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს. PechaKucha Nights არის არაფორმალური და სახალისო შეხვედრების პლატფორმა, სადაც შემოქმედი ადამიანები, ინოვატორები და მეწარმეები იკრიბებიან და ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ აზრებს, პროექტებს და ნამუშევრებს.
წყარო: https://www.facebook.com/
28 თებერვალს, 20:00 საათზე, ფაბრიკაში Fuckup Nights-ის მეათე შეხვედრა გაიმართება
Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი თავის საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს. ბიზნესისტორიები, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც ჩაიშალა, პროდუქტი რომელიც წარუმატებელი გამოდგა. Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 84 ქვეყანასა და 300-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს. სპიკერები არიან ადამიანები, რომლებმაც განიცადეს მარცხი, არ დანებდნენ, ისწავლეს, გააგრძელეს მოძრაობა და მზად არიან საკუთარი გამოცდილების სხვებისთვის გასაზიარებლად.
წყარო: https://www.facebook.com/