5 მარტი დილიდან
Beverly Hills, 90210-ის და Riverdale-ის მსახიობი ლუკ პერი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა
ის ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში გასულ კვირას გულის შეტევის შემდეგ გადაიყვანეს.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com
სახვითი ხელოვნების მუზეუმი ანა შალიკაშვილის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.
გამოფენა მხატვრის საიუბილეო თარიღს – დაბადებიდან 100 წლისთავს ეძღვნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფერწერული და გრაფიკული, ასევე ანიმაციური ფილმებისთვის შექმნილი ნახატების სერიები. გამოფენა გაიხსნება 5 მარტს, 19 საათზე და 15 მარტამდე გაგრძელდება.
წყარო: https://www.facebook.com
ლესია უკრაინკას შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს ნანა ჯანელიძე გადაიღებს ინტერნეტსივრცეში ლესია უკრაინკას შესახებ ბიოგრაფიული ფილმის თიზერი გავრცელდა.
თიზერის სცენარი და კონცეფცია ფილმის რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ შეიმუშავა, იდეა კი პროდაქშენ კომპანიებმა – JS Films-მა და FX FILM Georgia-მ განახორციელეს.
თიზერის სიუჟეტში ასახულია ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მომენტი პოეტის ცხოვრებაში – დრო, რომელიც მან სერგეი მერჟინსკისთან ერთად თავისი სიცოცხლის ბოლოს გაატარა. სწორედ მაშინ, ერთ ღამეს, ლესია უკრაინკამ მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოემა – „შეპყრობილი“ დაწერა.
ლესია უკრაინკას როლი თიზერში ახალგაზრდა მსახიობმა დარია პოლუნინამ შეასრულა. გადაღებები კი კიევში მიმდინარეობდა.
წყარო: https://www.youtube.com/
“ვარსკვლავის დაბადება” კინოთეატრში ბრუნდება, თანაც ახალი სიმღერებით და აქამდე უცნობი სცენებით
ფილმში მაყურებლისთვის ჯერ კიდევ უცნობი სიმღერები – Black Eyes, Alibi და ლედი გაგას იმპროვიზებული Shallow გაიჟღერებს. მაყურებელი ასევე იხილავს ქორწილის ერთ-ერთ ეპიზოდს, სადაც ელის როლის შემსრულებელი ლედი გაგა სიმღერას – Is That Alright ჯეკს, იგივე ბრედლი კუპერს უძღვნის. გარდა ამისა, ეპიზოდში ვნახავთ ელისა და ჯეკის სიმღერის წერის პროცესს, რომელსაც Clover ჰქვია. ასევე სტუდიას, სადაც ჯეკი Too Far Gone-ს მღერის.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/
რუსი მუსიკოსი ბორის გრებენშჩიკოვი თავის ბენდთან ერთად თბილისში კონცერტს გამართავს.
გრებენშჩიკოვისა და აკვარიუმის ღონისძიება თბილისში 14 აპრილს, მულტიფუნქციურ სივრცე “რესპუბლიკაში” გაიმართება და მუსიკოსის 65 წლის იუბილეს მიეძღვნება.
წყარო: https://tkt.ge/
რიო დე ჟანეიროში ტრადიციული კარნავალი იმართება
სანახაობის მთავარი მოვლენა სამბას სკოლების კონკურსია, რომელიც „მარკიზ დე საპუკაის“ სახელობის სამბადრომზე იმართება. კონკურსში სამბას 12 სკოლა მონაწილეობს. ყოველი მათგანის გამოსვლას სპეციალური ჟიური შეაფასებს, რომელიც ცნობილი მუსიკოსებით, არტისტებით, მხატვრებითა და საზოგადო მოღვაწეებითაა დაკომპლექტებული.
წყარი: https://www.youtube.com/
5 მარტს, სამშაბათს, 19:00 საათზე პროექტის – “ვახტანგ ჭაბუკიანი და XX საუკუნე” ფარგლებში გაიმართება პირველი დისკუსია თემაზე “ომი და ცეკვა” ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონიასთან ერთად.
წყარო: https://www.facebook.com/