სურსათის სუპერმარკეტი, რომელსაც მთლიანად რობოტები მართავენ
მსოფლიოში ავტომატიზებული საწყობების ერთ-ერთი მოწინავე ობიექტი დიდ ბრიტანეთში, ანდოვერში მდებარეობს. კომპანია “ოკადოს” უახლესი საწყობი, სადაც სურსათის შეკვეთებს რობოტები აფასოებენ, შესაძლოა საცალო ვაჭრობის მომავალიც იყოს.
საწყობში ათასობით რობოტი მუშაობს, რომლებიც სურსათის შეკვეთებს იღებენ და კვირაში 65000 შეკვეთას ასრულებენ.
რობოტები ბადისებრი სისტემით გადაადგილდებიან საწყობში, რომლის ფართობი რამდენიმე საფეხბურთო მოედნის ტოლია.
რობოტების გადაადგილება საჰაერო კონტროლის სისტემით იმართება და, შეჯახებების თავიდან ასაცილებლად, ისინი ერთმანეთს 4G ტექნოლოგიით უკავშირდებიან.
რობოტები ბატარეებზე მუშაობენ და მათი მოძრაობის სიჩქარე წამში 4 მეტრია. მათ დასამუხტად ბადეში სპეციალური სადგურებია გამოყოფილი.
პროდუქტებით დატვირთული კალათები რობოტებს მისაღებ წერტილებთან მიაქვთ, სადაც შეკვეთებს ისევ რობოტები ან ადამიანები ახარისხებენ. ბადეში დაცარიელებულ ადგილებს კი რობოტები ავტომატურად ავსებენ შესაბამისი სურსათით.
პროდიუსერი: ჩარლი ლოიდი
ვიდეო: Ocado