fbpx

7 facebook-გვერდი, რომელიც სქროლვას უფრო საამოს გახდის


გააზიარე სტატია

 

Facebook-ში სქროლვა ძირითადად ფუჭად დაკარგულ დროს ნიშნავს და მით უფრო შემაწუხებელია, რაც უფრო მეტს სქროლავთ.

ტრანსპორტში, შეკვეთილი საკვების მოტანამდე და სხვადასხვა მოსაცდელებში ტელეფონის არსებობას თუ დაივიწყებთ და სქროლვის ნაცვლად წიგნს გადაშლით, მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ სამ თვეში 10-მდე საშუალო ზომის წიგნის წაკითხვა შეძელით.

თუ მსგავსი ექსპერიმენტის წამოწყება გეზარებათ, შეგვიძლია გირჩიოთ, როგორ გახადოთ თქვენი ნიუსფიდი უფრო საინტერესო. დააჰაიდეთ ისეთი მეგობრები, რომლებიც თქვენთვის საინტერესო კონტენტს არ პოსტავენ და მოიწონეთ შემდეგი გვერდები:

 

Subterranean Humans of Tbilisi 

ეს გვერდი იმდენს მოსწონს, შესაძლოა, მათ შორის თქვენც იყოთ, მაგრამ თუ ჯერ არ იცნობთ, დროა გაიცნოთ. ძნელია ზუსტად იმის თქმა, რა არის  ამ გვერდის მთავარი ხიბლი, აბსურდული ისტორიები, თხრობის მანერა თუ ამბების მოულოდნელი განვითარება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გვერდისნაირი ავთენტური კონტენტი ბევრი არ არის ქართულენოვან ფეისბუქში.

 

Çveneburi şiirler

ლაზებისთვის დამახასიათებელი კილოკავით დაწერილი ამბები, რომლებში გარკვევაც მარტივი არ არის, მაგრამ თუ გაერკვევით, კარგად გაერთობით.

 

17 წლის პოეტი ბიჭი 2009-2012 წლებიდან

უნიჭო რითმებისგან შემდგარი უნიჭო ლექსები, რომლის ღირსებაც ის არის, რომ მსგავსი უნიჭო ლექსებისადმი მიმართული ირონიით არის დაწერილი და მათ აბუჩად აგდებას ისახავს მიზნად. ასეთი უნიჭო ლექსებით და მათი ავტორებით კი სავსეა სამყარო, რომლებიც ამ საქმიანობას, ამ გვერდის ავტორისგან განსხვავებით, სერიოზულად უდგებიან.

 

Historic Selfies / ისტორიული Sელფერი 

“წარმოიდგინე, რომ შენი თანამედროვე ვარ. თუ გინდა, მემატიანე მიწოდე ან მეცნიერი, ან უბრალოდ, დროში მოგზაური…  გიზიარებ უნიკალურ, ქართველი მეფეების სელფების კოლექციას. ნელ-ნელა ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მომენტების ამსახველ ყველა „სელფს“ გაჩვენებ.

ხელახლა აღმოაჩინე საქართველოს ისტორიის ძალიან მაგარი ამბები და გააგრძელე კითხვა…“  – ვკითხულობთ გვერდის ანოტაციაში და ისღა დაგვრჩენია, ისტორიული ამბების სელფებს ავედევნოთ.

 

Not Enuff 

ცნობილი ფერწერული ტილოები მათზე გამოსახული ადამიანების კომენტარებით, რომლებიც ძირითადად კარგად შეესაბამება მათ ხასიათსა თუ მდგომარეობას.

 

ძველი ქართული რეკლამა • კარიკატურა 

რძის ფქვილი „ნესტლესი“, ბენზინით მოძრავი ველოსიპედები, საღეჭი კამფეტი – „გუმმი პეპსინი“, ფხვნილი თმის და ბალნის მოსაცილებლად, საქალებო მაღაზია პორტუგალოვისა, სრულიად უშიშარი შვედური სპიჩკები, საკერავი მაშინები „ზინგერისა“, თუთიყუშები სტამბოლიდგან და ოქროს ფერი თევზები, ფრენა ჰაეროსტატით…  – მართალია, რეკლამამ ხასიათი იცვალა, მაგრამ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, რეკლამის დამკვეთები მედიას ისევე აქტიურად იყენებდნენ, როგორც დღეს. ამ გვერდზე არსებული თითქოს გულუბრყვილო სარეკლამო განცხადებები, იმ პერიოდის წამყვანი ბეჭდური გამოცემებიდან, გაზეთ „ივერიიდან“ და „ცნობის ფურცლიდანაა“ ამოკრებილი.

 

ქუჩის სენტიმენტები / street sentiments

ძირითადად თბილისის ქუჩებში გადაღებული ფოტოები შენობებზე გაკეთებული წარწერების შესახებ, რომელიც მოიცავს სიყვარულის ისტორიებს, პოლიტიკურ განცხადებებს, მოქალაქეების მიმოწერას – იუმორს, სევდას, ცინიზმს, რომანტიკას და ათას რამეს.

 


რეკომენდებული სტატიები
9 გვერდი, რომელიც Instagram-ზე უნდა გამოიწეროთ

9 გვერდი, რომელიც Instagram-ზე უნდა გამოიწეროთ

9 გვერდი, რომელიც Instagram-ზე უნდა გამოიწეროთ
რაც  დრო გადის, Instagram-ის წიაღში სულ უფრო მეტი საინტერესო გვერდი იქმნება, რომლებიც გარკვეული თემის გარშემოა შექმნილი და მთელ სამყაროს, ამ სოციალური ქსელის სტილში დამუშავებულ აუთენტურ კონტენტს სთავაზობს
საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსები Instagram-ზე

საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსები Instagram-ზე

საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსები Instagram-ზე
Instagram ფოტოშერინგის სოციალური პლატფორმაა, რომელსაც უფრო მოდის, ხელოვნებისა და ცხოვრების წესის თემებზე შექმნილი ვიზუალური კონტენტითაა ცნობილი, თუმცა ამ სოციალურ ქსელში ისეთი პროფილებიც არსებობს, რომლებიც საგანმანათლებლო-შემეცნებით ხასიათს ატარებს. წარმოგიდგენთ რამდენიმე ასეთ საინტერესო ინსტაგრამის ანგარიშს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.