fbpx

7 მარტივი გზა სისხლძარღვების ბუნებრივად გასაწმენდად


გააზიარე სტატია



ავტორი: საიერ ჯი

 

დიდხანს სიცოცხლე ალბათ ყველას გვსურს, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი მარტივი საკვები აფერხებს და ხშირად უკუაგდებს თანამედროვე მსოფლიოში სიკვდილის უპირველეს გამომწვევ მიზეზს – სისხლძარღვების დაბინძურებას.

სტატისტიკურად, ათეროსკლეროზი (სისხლძარღვების პროგრესირებადი დავიწროება და დაბინძურება) დედამიწაზე სიკვდილიანობის ნომერ 1-ლი მიზეზია. ესაა კომპლექსური პროცესების შედეგი, რომელიც ავტოიმუნურ, ინფექციურ, დიეტურ შეუთავსებლობასა და ბევრ სხვა ცნობილ თუ უცნობ მიზეზებს მოიცავს, რომელთა თავიდან აცილება,  სამედიცინო წრეებში ხშირად გამოთქმული საწინააღმდეგო მოსაზრებისა, მთლიანად შეიძლება.

ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ აკადემიური კვლევებით დადასტურებულ ფაქტები:

 

B ვიტამინები

დიახ, ისეთმა მარტივმა გზამ, როგორიცაა რაციონში B ვიტამინების კომპლექსის დამატება, შესაძლოა, თავიდან აგაცილოთ გულის დაავადებებისგან ნაადრევი სიკვდილი. 2005 წელს გამოცემა Atherosclerosis-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2.5 მგ. ფოლიუმის მჟავის, 25 მგ. ვიტამინი B6-ისა და 0.5 მგ. ვიტამინი B12-ის ერთი წლის განმავლობაში მიღებამ მნიშვნელოვნად იმოქმედა სისხლძარღვების კედლების შესქელების შემცირებაზე. [1] მხოლოდ ნიაცინს [2][3] ან ფოლიუმის მჟავასაც [4][5] კი შესაძლოა ჰქონდეს იგივე დადებითი ეფექტი. გაითვალისწინეთ, რომ უპირატესობა უნდა მიანიჭოთ B ჯგუფის ვიტამინების ნატურალურ წყაროს, მათ შორის პრობიოტიკების ჩამნაცვლებლებს ან არარაფინირებული საკვების ექსტრაქტებს, სინთეტიკური ან ნახევრადსინთეტიკური ვიტამინების სანაცვლოდ, რომლებითაც, სამწუხაროდ, დღეს გაჯერებულია ბაზარი.


ნიორი

მას თქვენი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. კვლევების მიხედვით, ბევრი სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თვისებების გარდა, ნიორი ხელს უშლის სისხლძარღვებში ნადების წარმოქმნას.  [6]

 

ბროწეული

ეს უაღრესად სასარგებლო ხილი ასევე ხელს უშლის სისხლძარღვებში ნადების წარმოქმნას [7][8], ასევე აქვს ბევრი სხვა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისება, მათ შორის ძუძუმწოვართა საკვერცხეების ფუნქციის ჩანაცვლების სახითაც (ბროწეული ცნობილია ესტროგენის მაღალი შემცველობით).

 

ფერმენტირებული კომბოსტო

Kimichi, კორეული რეცეპტი, რომელიც შეიცავს კომბოსტოს, ცხარე წიწაკასა და რამდენიმე სხვა ინგრედიენტს, მათ შორის – ფერმენტირებულ თევზსაც. როგორც ირკვევა, ის აფერხებს ათეროსკლეროზულ პროცესებს ცხოველურ მოდელებში.  [9] ამასთან ერთად, Kimichi-ის კარგი ბაქტერიების ჯგუფები ამცირებენ სხეულისთვის საზიანო  ტოქსიკურ ქიმიურ შენაერთებს.

 

L-Arginine

ამ ამინომჟავას შეუძლია სისხლძარღვების შესქელების 24%-მდე შემცირება ცხოველურ მოდელებში.  [10][11]  არგინინთან დაკავშირებული  ვრცელი ლიტერატურის შესწავლის შედეგად (რაც 30-მდე კვლევას მოიცავდა), დასტურდება ამ ამინომჟავის ეფექტი, სხვა ცნობილ  150 ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებასთან  ერთად. არგინინს ასევე ძალუძს გულსისხლძარღვთა დაავადებებთან დაკავშირებული სხვა გართულების – ენდოტელიალური დისფუნქციის შემსუბუქებაც, რასაც არანაკლებ 20 კვლევა ადასტურებს.

 

ტურმერიკი (კურკუმა)

ინდური სანელებლების მთავარი პოლიფენოლი, რომელიც კურკუმინის სახელითაა ცნობილი, შესანიშნავი კარდიოპროტექტორი აღმოჩნდა, რასაც 30 კვლევა ადასტურებს. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, კურკუმას შეუძლია სისხლძარღვის ბლოკირებისგან მიყენებული ზიანის თავიდან აცილება.  [12]

 

სეზამის მარცვლები

სავარაუდოდ, ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი სუპერფუდია პლანეტაზე. სეზამის მარცვლები, რომელსაც ართრიტული ტკივილებისას ტაილენოლის მსგავსი ეფექტი აქვს, ასევე შეძლებს კარდიოპროტექტორის როლის შესრულებასაც და ათეროსკლეროზის პროგრესირებისგან დაგიცავთ. ცხოველებზე ჩატარებულმა ცდამ აჩვენა, რომ სეზამის მარცვლებს შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ ათეროსკლეროზული პათოლოგიური ცვლილებების ფორმირება.  [13]  მეორე ცდამ, რომელიც ადამიანებზე ჩატარდა, აღმოაჩინა, რომ სეზამის პასტის მიღება  ამცირებდა გულსისხლძარღვთა დაავადების მარკერებს.

ესაა ფაქტებით დადასტურებული ბუნებრივი ინტერვენციები გულსისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეგრესირებისთვის. არსებობს ასევე ბევრად დიდი სია  200 ბუნებრივი სუბსტანციისა, რომლებსაც შეუძლიათ გულის შეტევის რისკებისა და გულის ავადმყოფობასთან დაკავშირებული გართულებების შემცირება.

გახსოვდეთ, გულის დაავადება არ არის ბუნებრივი პროცესი, რომელიც უნდა მივიღოთ, როგორც გარდაუვალი მოცემულობა, რაც ოჯახის ისტორიასა და გენეტიკურად მიღებული დაავადებების რისკების ტრადიციულ მოდელს ეფუძნება. ჩვენი ყოველდღიური გადაწყვეტილებები, მათ შორის ის, თუ რას შევჭამთ ან არ შევჭამთ, ყველაზე მნიშვნელოვანია.

ჩვენ შეგვიძლია საკვები სამეციდინო დანიშნულებითაც გამოვიყენოთ და უკუვაგდოთ ფარმაცევტული მითი, რომ “გარდაუვალობის” გადასავადებლად მაინცდამაინც პრეპარატები გვესაჭიროება.  გააკონტროლეთ საკუთარი თავი ჯანსაღი კვების მეშვეობით და გაითავისეთ, რომ საკვები ის ერთადერთი წამალია, რომელიც ორივე ფუნქციას შეასრულებს – ერთდროულად გამოგვკვებავს და განგვკურნავს, რაც ხანგრძლივი ჯანმრთელობის საწინდარია.

ორიგინალი: http://greenmedinfo.com


რეკომენდებული სტატიები
5 რჩევა სიცოცხლის 12-14 წლით გასახანგრძლივებლად

5 რჩევა სიცოცხლის 12-14 წლით გასახანგრძლივებლად

5 რჩევა სიცოცხლის 12-14 წლით გასახანგრძლივებლად
ჰარვარდის კვლევა, რომელიც ამერიკის გულის ასოციაციის ჟურნალ  Circulation-ში დაიბეჭდა, ერთ-ერთი უდიდესი იყო აქამდე ჩატარებულ მსგავს კვლევებს შორის. მეცნიერებმა 120 000-ზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის ისტორია გამოიკვლიეს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.