5 თამამი საჩუქარი სიკეკლუცეების მოყვარულებისთვს
თუ მზად ხართ ხულიგნობისთვის და ამაში გსურთ მეგობრებიც ჩაითრიოთ, “ბაიერსის” სადემონსტრაციო დარბაზში წარმოდგენილი რამდენიმე ნივთი დაგეხმარებათ საზოგადოებას მცირეოდენი შოკი მოჰგვაროთ, მეგობრები კი გაამხიარულოთ. მორალისტებისა და პურიტანების საყურადღებოდ: ეს სია თქვენთვის არ არის.
კეპი CARNE BOLLENTE-გან გაზაფხულის დღეების გასალამაზებლად. დაე, შეუწუხდეს გული მწვანილის გამყიდველს. დიახ, თქვენ ქუდზე შიშველი ქალი გახატიათ. გაიცანით, მას ჟოზეფინა ჰქვია.
საფულე CARNE BOLLENTE-გან სიმპათიური გრაფიკით, შიშველი ნატურის მოყვარულთათვის, პლას პიგალის ინსპირაციით. ხურდის ამოღება ამიერიდან ყოველთვის თავგადასავალი იქნება.
წინდები CARNE BOLLENTE-სგან არქაული ლეგენდის განსამტკიცებლად. BIG DICK BIG FEET – რა შეიძლება იყოს ამაზე ბანალური. ინგლისურის არმცოდნეებმა ყიდვის წინ გამოიყენეთ GOOGLE TRANSLATE. და ხო, კიდევ, სამარშრუტო ტაქსში ფეხის ფეხზე გადადებას მაინც არ გირჩევთ.
წითელი ტყავის საფულე CARNE BOLLENTE-სგან აროგანტული სახის: “რა მოგივიდა, სახვითი ხელოვნება თითქმის სულ შიშველი ნატურაა”-ს მისაღებად. ბონუსი – სიტყვების განუმეორებელი თამაშია ინგლისურის მცოდნეთათვის.
ქუდი CARNE BOLLENTE-სგან დაჟინებული მზერის გამოსაწვევად. ნახატის აღწერა შორს წაგვიყვანს. ამ პრინტს ყველა „გარყვნილების“ საკუთარი დონით გაშიფრავს.