20 მარტი დილიდან
ნახეთ: რეპერ ლილ უეინს დემნა გვასალიას ქურთუკი აცვია წარწერით – შოთა, ვაჟა, გალაკტიონი.
ჯინსის ქურთუკი Vetements-ის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდანაა.
წყარო: https://www.instagram.com
თბილისში იტალიელი და ქართველი არქიტექტორების მონაწილეობით გამოფენა და სემინარი გაიმართება
“იტალიური დიზაინის დღესთან” დაკავშირებით 20 მარტს, 10:00 საათზე, თბილისში, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოფენა და სემინარი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას იტალიელი და ქართველი არქიტექტორები მიიღებენ.
დიზაინი ერთ-ერთ მთავარი მიმართულებაა, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივის – Vivere All’Italiana-ს (“იცხოვრე იტალიური ცხოვრების წესით”) პოპულარიზაციას ემსახურება.
წლევანდელი “იტალიური დიზაინის დღის” თემაა კავშირი დიზაინსა და მომავლის ქალაქებს შორის და დიზაინის როლი (როგორც დარგის, რომელსაც ეკოლოგიური და ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავება ეკისრება თანამედროვე ქალაქების “ჭკვიან ქალაქებად” გარდაქმნის პროცესში). ეს თემა წლევანდელი, 22-ე საერთაშორისო გამოფენის – Triennale di Milano-სა და ავეჯის 58-ე საერთაშორისო გამოფენის – Salone del Mobile-ის მთავარი თემაცაა. გამოფენა Italian Architecture Prize 2018, რომელიც სემინართან ერთად გაიხსნება, მნახველისთვის ღია იქნება 2019 წლის 30 მარტამდე.
Tbilisi Open Air 2019-ის ლაინაფი ცნობილია
წელს ფესტივალის ჰედლაინერები არიან: Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Micrograms, მწვანე ოთახი. საერთო ჯამში – 70-მდე შემსრულებელი. Tbilisi Open Air-ზე 4 სცენა იმუშავებს.
ფესტივალი 21, 22 და 23 ივნისს ლისზე გაიმართება.
წყარო: https://www.facebook.com/
94 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისში დაბადებული კინორეჟისორი, მსახიობი და სცენარისტი მარლენ ხუციევი.
ხუციევი რეჟისორია ფილმებისა – „ქალაქთმშენებლები“, „გაზაფხული ზარეჩნაიას ქუჩაზე“, „ორი თედორე“ „მე ოცი წლისა ვარ“, „ივლისის წვიმა“ , „ბოლოსიტყვაობა“, „მაისის თვე იყო“.
წყარო: https://www.facebook.com/GeorgianNationalFilmCenter/
22-28 მარტს საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრი 9 მოკლემეტრაჟიანი ქართული მულტფილმის ჩვენებას უმასპინძლებს
ჩვენება საქართველოს ეროვნული არქივისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში შედგება. „რე-ანიმაცია“ – ასე ჰქვია ანიმაციური ფილმების ციფრული აღდგენის პროექტს, რომელიც მულტფილმების ეტაპობრივ აღდგენას, ორიგინალური სახის შენარჩუნებას, მაღალი ხარისხის ასლების დამზადებასა და მათ პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში პირველად მაყურებელს საშუალება ეძლევა დიდ ეკრანზე პირვანდელი სახით უყუროს ქართულ მულტფილმებს.
წყარო: https://www.facebook.com/
ნახეთ: გიორგი სიხარულიძის ფილმის – “მამულის” პირველი კადრები
#მალე გიორგი სიხარულიძის ფილმი "მამული"
#მალე გიორგი სიხარულიძის ფილმი "მამული", რომლის მსოფლიო პრემიერა სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.George Sikharulidze
Gepostet von GNFC – Georgian National Film Center am Freitag, 15. März 2019
ფილმის მსოფლიო პრემიერა სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
წყარო: https://www.facebook.com/
ნახეთ: ნატალი პორტმანის ახალი ფილმის პირველი ოფიციალური ტრეილერი
ოსკაროსანი მსახიობი ფილმში ასტრონავტის როლს ასრულებს.
წყარო: https://www.youtube.com/
დისნეიმ “სათამაშოების ისტორიის” მეოთხე ნაწილის პირველი ოფიციალური ტრეილერი გამოაქვეყნა.
საკულტო ანიმაცია დიდ ეკრანებზე 21 ივნისს გამოვა.
წყარო: https://www.youtube.com/