Facebook-ის სასარგებლო ქართული ჯგუფები, რომლებიც ყოველდღიურობაში დაგეხმარებათ
თუ Facebook-ზე ხართ, ბარემ წესიერ ჯგუფებშიც გაწევრიანდით
ადამიანები ინტერნეტში იმახსოვრებენ არა კონკრეტულ ინფორმაციას, არამედ იმას, სად შეიძლება კონკრეტული ინფორმაციის ნახვა.
Facebook-ის მოხმარების მაღალი კონცენტრაციისას ადამიანები ცდილობენ ყველა ის ინფორმაცია, რასაც სოციალურ ქსელებამდელ ხანაში სხვადასხვა საიტიდან იღებდნენ, ახლა ფეისბუქზე ჰქონდეთ ხელმისაწვდომად. შესაბამისად, თუ ფეისბუქზე ბევრ დროს ატარებთ, თქვენი ინფორმირებულობა დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, რა გვერდები გაქვთ მოწონებული და რომელ ჯგუფებში ხართ გაწევრიანებული.
Facebook-ზე ათასგვარი ჯგუფი არსებობს, ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, რომლის ინტერესებიც მრავალფეროვანია. ჩვენ თქვენი ინტერესების და გემოვნების ფორმირების რთულ და საპასუხისმგებლო მისიას საკუთარ თავზე არ და ვერ ავიღებთ, მაგრამ გირჩევთ ჯგუფებს, რომლებიც მარტივი ყოველდღიური ამოცანების გადაჭრაში დაგეხმარებათ, თანამოაზრეებს გაპოვნინებთ და ინფორმაციის დიდ მასაში ორიენტაციას გაგიმარტივებთ.
მაშ ასე:
რემონტი
ჯგუფში ძირითადად რემონტთან დაკავშირებული რჩევების მიღებაა შესაძლებელი, რაც დაგეხმარებათ მასალების არჩევაში, გამოცდილ ხელოსნებთან დაკავშირებაში თუ სამშენებლო საკითხების გადაჭრაში. აქვე შეგიძლიათ მიიღოთ დასუფთავებასთან, ავეჯის დამზადებასთან, მშენებლობასა და დიზაინთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხები.
ჩვენი გარაჟი
არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ გაყიდოთ თქვენს გარდერობში არსებული ისეთი ნივთები, რომელსაც აღარ იყენებთ, ვერ იხდენთ, მოგწყინდათ ან არასოდეს გცმიათ და ასევე შეიძინოთ ძალიან დემოკრატიულ ფასად სხვების გასასხვისებლად განკუთვნილი ნივთები. გარაჟში ყველაფერია: ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, ჩანთები, სამკაულები, სუნამოები და ათასი წვრილმანი.
Sell Your Stuff* Tbilisi
იმავე მიზანს ემსახურება, რასაც გარაჟი. აქაც შეგიძლიათ იყიდოთ ან გაყიდოთ ნივთები.
Beauty Lab
ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი, ფემინური და აქტიური ჯგუფია ქართულენოვან Facebook-ში, სადაც 32000 -ზე მეტი გოგო/ქალი ერთმანეთს უზიარებს სილამაზესთან და თავის მოვლასთან დაკავშირებულ გამოცდილებას, პერიოდულად კი კომპანიები იყენებენ სარეკლამო პლატფორმად საკუთარი პროდუქციის პრომოციისთვის. ჯგუფის სასიკეთოდ უნდა ითქვას ის, რომ სარეკლამო პოსტები და ნეიტრალური კონტენტი მკაცრად არის გამიჯნული და მასში გაწევრიანებული ადამიანებისთვის მათ შორის არსებული ზღვარი ნათელია.
ქალების ჯანმრთელობა საქართველოს ჯანდაცვის პირობებში
ამ ჯგუფში შესაძლებელია ნებისმიერ, ყველაზე დელიკატურ საკითხებზეც კი ანონიმურად დასვა კითხვა და მიიღო სხვა ქალების გამოცდილება, რჩევა და რეკომენდაცია. ჯგუფი მნიშვნელოვანია ქალებისთვის, რათა ტაბუს, სირცხვილის გრძნობისა და საკუთარი სხეულის მიუღებლობისგან გათავისუფლდნენ და თავისი ორგანიზმის მიმართ მაღალი შეფასება ჰქონდეთ.
მოგზაურთა კლუბი
იაფი მოგზაურობის მოყვარულებს აქ თითქმის ყველა მიმართულებით მოგზაურობისას საინტერესო გამოცდილებების და რჩევების მიღება შეგიძლიათ და ფაქტობრივად არასოდეს გამოგეპარებათ ის აქციები, რასაც ავიაკომპანიები სთავაზობენ მომხმარებლებს.
საქართველოს სოკოები
გაგახსენებთ, რა ბედნიერებაა ტყეში სიარული, სოკოების შეგროვება, პიკნიკი სუფთა ჰაერზე და საკუთარი ხელით მოპოვებული საკვების ჭამა.
სათევზაო აღჭურვილობის ყიდვა-გაყიდვა
თუ სოკოების კრეფა არ გიზიდავთ, შესაძლოა თევზაობა გესიამოვნოთ. სათევზაოდ კი შესაბამისი აღჭურვილობა ამ ჯგუფში შეგიძლიათ ნახოთ.
სკუტერების და მოტიციკლების ნაწილები
გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ტრანსპორტის ამ სახეობებს გადაადგილებისას, ეს ჯგუფიც აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. აქ შეგიძლიათ ნახოთ გასაყიდი ნაწილები, სკუტერები და მოტიციკლები და მიიღოთ რჩევები სხვადასხვა დაზიანებების შესახებ.
სასოწარკვეთილი მომხმარებლები
აქ შეგიძლიათ გამოხატოთ უკმაყოფილება სხვადასხვა სერვისის მიღებისას დაგროვილი ნეგატიური გამოცდილების შესახებ და სხვისი გამოცდილებით თავიდან აირიდოთ არასასურველი შემთხვევები.