fbpx

“1961-1978 წლების ძაღლების გამოფენები” – ბრიტანეთში ახალი ფოტოალბომი გამოსცეს


გააზიარე სტატია

 

„ძაღლების გამოფენა ის ადგილია, სადაც პუბლიკის წინაშე გასვლა დიდ ემოციებს უკავშირდება. არანაკლებ ამაღელვებელია ლოდინის წუთებიც არენაზე გასვლის წინ. ეს სივრცე კონკურენციის ვნებებსა და ნამდვილ მეგობრობას ერთდროულად იტევს“. – ასეთი წინასიტყვაობა აქვს ბრიტანელი ფოტოგრაფის, შირლი ბეიკერის ფოტოწიგნს „1961-1978 წლების ძაღლების გამოფენები“.

 

 

შირლი ბეიკერის ნამუშევრები უშუალოა და რეალური, მოკლებულია გლამურის ელემენტებს, რასაც ხშირად იყენებენ ყვითელი პრესის ფურცლებზე. ფოტოგრაფს ამ ცნობილი ბრიტანული შოუს კულისები აინტერესებდა, შეუმჩნევლად აკვირდებოდა, თუ როგორ ემზადებოდნენ ცხოველები და მათი მფლობელები საპასუხისმგებლო გამოსვლისთვის.

 

 

ამბობენ, რომ ძაღლების მფლობელები ზოგჯერ საკუთარ ოთხფეხა მეგობრებს ემსგავსებიანო. ეს ფოტოწიგნიც სავსეა ამგვარი „ვიზუალური კალამბურებით“.

 

 

„მე სპონტანური ფოტოების უშუალობა მიყვარს, კამერის შესაძლებლობა გამოიჭიროს სახალისო და თავშესაქცევი წამები. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ბევრი გრანდის ნამუშევრები შედევრებადაა აღიარებული, ვფიქრობ, რომ ნაკლებად ფორმალურ ფოტოებში გაცილებით მეტი სიცოცხლეა და უფრო  იგრძნობა ეპოქის სულისკვეთება“, – ამბობდა შირლი ბეიკერი.

 

 


რეკომენდებული სტატიები
რა ხდება როცა ბავშვს შინაურ ცხოველთან ერთად ვზრდით

რა ხდება როცა ბავშვს შინაურ ცხოველთან ერთად ვზრდით

რა ხდება როცა ბავშვს შინაურ ცხოველთან ერთად ვზრდით
მართალია თუ არა, რომ ცხოველისა და პატარების თანაცხოვრება ბავშვისთვის საზიანოა? ამ საკითხზე at.ge სპეციალისტებს და იმ მშობლებს გაესაუბრა, რომლებიც შვილებს ცხოველებთან ერთად ზრდიან
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.