კლოდ მონეს სახლი Airbnb-ზე ქირავდება
სახლი, სადაც ცნობილმა ფრანგმა მხატვარმა კლოდ მონემ თავისი ცხოვრების უკნასკნელი 40 წელი გაატარა, ბინების გაქირავების გლობალურ ონლაინ პლატფორმა Airbnb-ზე ღამეში 300 ევროდ ქირავდება.
აგარაკი ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთის ისტორიულ ოლქში – ნორმანდიაში, სოფელ ჟივერნიში მდებარეობს. ეს არის ძველებური საცხოვრებელი, რომელსაც ფირუზისფერი დარაბები განსაკუთრებულ ხასიათს სძენს. მხატვარი აქ 1883 წლიდან გარდაცვალებამდე – 1926 წლამდე ცხოვრობდა. სწორედ ამ სახლთან გააშენა მონემ ბაღი, რომელიც მოგვიანებით თავისი ცნობილი ტილოების შთაგონების წყაროდ იქცა.
სახლს სრული რესტავრაცია 2016 წელს ჩაუტარდა. როგორც Airbnb-ზე განთავსდებულ განცხადებაშია მითითებული, სახლში სამი საძინებელი, 2 მისაღები ოთახი და სამი აბაზანაა. ქირის საფასური კი ერთ პერსონაზე დღე – ღამეში 277 დოლარია.
წყარო: https://www.vogue.fr/