fbpx

“შეხედე რა ზღვაა” – East Point-ის დიზაინერული ჩანთები დაუვიწყარი ზაფხულისთვის


გააზიარე სტატია

 

საზაფხულო ჩანთები, რომელიც სპეციალურად “ისთ ფოინთისთვის” იქმნება, დიდი ხანია შოპინგის, გართობის და დასვენების ქალაქ “ისთ ფოინთის” სავიზიტო ბარათია.

“ისთ ფოინთი” დაარსების დღიდან არაერთ წარმატებულ დიზაინერთან თანამშრომლობს და საზაფხულო ჩანთებს ქმნის. წელს დათუნა სულიკაშვილთან ერთად ულამაზესი, მარგალიტებით ამოქარგული ჩანთა შექმნეს – “შეხედე რა ზღვაა“, რომელსაც “ისთ ფოინთი”, შოპინგის გართობის და დასვენების ქალაქში მისულ სტუმრებს საჩურად გადასცემს. 

როგორ მიიღოთ ჩანთა საჩუქრად?

17 ივნისიდან ერთი თვის განმავლობაში შეიძინეთ “ისთ ფოინთის” 200-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი “ისთ ფოინთის” საინფორმაციო ცენტრში და მიიღეთ  საჩუქრად დათუნა სულიკაშვილის შექმნილი ჩანთა.

თუ ბარათის შეძენას ვერ მოახერხებთ, მაგრამ  დღეებს ითვლით ჯაზ-ფესტივალამდე, ზემოთ ხსენებულ ჩანთებს თბილისი-ბათუმის მატარებელში მგზავრობისას “ისთ ფოინთი” საჩუქრად გისახსოვრებთ.

 

მანამდე კი მოგიყვებით “ისთ ფოინთის” ჩანთების შექმნის ისტორიას:

 

ჩანთა #1 ჩუბიკა – „ანგელოზები“

“ისთ ფოინთი”  2015 წელს გაიხსნა… და გახსნის დღიდანვე ჩანთები ამ ადგილის სავიზიტო ბარათი გახდა. ჩანთები  თავდაპირველად დიზაინერ ჩუბიკასთან ერთად ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეიქმნა. “ისთ ფოინთის” გახსნის დღეს მოსულ სტუმრებს აქ ჩუბიკას ანგელოზებიანი ჩანთები ელოდათ.

 

ჩანთა #2 ანოუკი – „ყველა ზაფხულს თავისი ისტორია აქვს“

შეიძლება გახსოვთ “ისთ ფოინთის” კოლაბორაცია დიზაინერ ანუკი არეშიძესთან, რომელმაც ჩანთის ვიზუალზე თავისივე ლოგო “ისთ ფოინთის” ფერებში გამოიყენა. საზაფხულო კამპანიაში – „ყველა ზაფხულს თავისი ისტორია აქვს” – თითქმის მთელი თბილისი ჩაერთო. “ისთ ფოინთის” სტუმრებს, შოპინგის სანაცვლოდ ჩანთა საჩუქრად გადაეცემოდათ, გათამაშებაში გამარჯვებულს კი საბერძნეთში, მიკონოსზე დასვენება ელოდა.

 

ჩანთა #3 გიორგი ქებურია  – George Keburia for East Point 

რა თქმა უნდა, “ისთ ფოინთის” დიზაინერებთან თანამშრომლობა გიორგი ქებურიას გარეშე არ ჩაივლიდა.  გიორგიმ სპეციალურად “ისთ ფოინთისთვის” მისივე კოლექციაზე მორგებული ჩანთა შექმნა. “ისთ ფოინთის” საზაფხულო სასაჩუქრე ჩანთა გათამაშების ერთგვარი ბილეთიც იყო. მთავარი გამარჯვებულისთვის გიორგი ქებურიამ სტილი შექმნა და მასთან ერთად უფასოდ იშოპინგა…

 

ჩანთა #4 – დათუნა სულიკაშვილი „შეხედე რა ზღვაა“

2019 წლის სეზონზე ცნობილ და წარმატებულ დიზაინერ დათუნა სულიკაშვილთან ერთად “ისთ ფოინთი” წარმოგიდგენთ საზაფხულო ჩანთას – „შეხედე რა ზღვაა“, რომელიც საზღვაო კურორტებზეც და ყოველდღიურადაც თქვენი განუყრელი აქსესუარი გახდება.

 


რეკომენდებული სტატიები
წვრილი სათვალის კაცი: ინტერვიუ გიორგი ქებურიასთან

წვრილი სათვალის კაცი: ინტერვიუ გიორგი ქებურიასთან

წვრილი სათვალის კაცი: ინტერვიუ გიორგი ქებურიასთან
მის სათვალეებს ვიტრინებიდან იტაცებენ პარიზში, ლაფაიეტის გალერეაში, ასევე იტაცებენ ინტერნეტმაღაზიების წარმოსახვითი თაროებიდანაც
ქართველი დიზაინერი ანუკა თავართქილაძე კიოლნში,  ავეჯის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს

ქართველი დიზაინერი ანუკა თავართქილაძე კიოლნში, ავეჯის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს

ქართველი დიზაინერი ანუკა თავართქილაძე კიოლნში,  ავეჯის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს
14-20 იანვრის ჩათვლით გერმანიაში, ქალაქ კიოლნში, ავეჯის საერთაშორისო გამოფენა Passagen Interior Design Week გაიმართება, რომელშიც ოთხი ქართველი დიზაინერი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის ერთ-ერთი ანუკა თავართქილაძეა, რომელსაც AT.ge ესაუბრა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.