fbpx

თბილისის საზაფხულო კაფეები და რესტორნები ღია სივრცეებით


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

 

კაფეებსა და რესტორნებში სტუმრობისას ჩვენს ყურადღებას არა მხოლოდ მენიუ, არამედ მდებარეობა, მომსახურების ხარისხი,   ინტერიერი და გარემო იქცევს. გაზაფხულის და ზაფხულის სეზონებზე კი განსაკუთრებით მიმზიდველი ხდება ასეთი დაწესებულებები გარე სივრცეებით. 

თბილისის სხვადასხვა უბანში  განლაგებული ეს კაფეები და რესტორნები საუკეთესო ეზოებითა და ვერანდებითაა გამორჩეული.

აქ სტუმრობისას ზაფხულის ცხელ დღეებში თქვენ შეძლებთ დროებით თავი დააღწიოთ  ურბანულ ქაოსს და მშვიდ გარემოში დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. 

 

ამოდი · Amodi

“ამოდი”  გომის ქუჩაზე, მე-2 შესახვევის #6-ში მდებარეობს. ის  4 მეგობრის წამოწყებული სტარტაპია, რომელმაც მალევე მოიპოვა პოპულარობა. სივრცე მყუდრო ინტერიერით გამოირჩევა,  მისი ერთ-ერთი უპირატესობა ვერანდაა, საიდანაც ქალაქის ხედი იშლება. კერძები მრავალფეროვანია, მათი ნაწილი ქართული ტრადიციული სამზარეულოს ორიგინალურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს,  ამაში მაშინვე დარწმუნდებით, როცა მენიუში მჭადის ბუტერბროდს აღმოაჩენთ. “ამოდი” სტუმრებს ხშირად ეპატიჟება სხვადასხვა ღონისძიებაზე, მათ შორის – ცოცხალი მუსიკის საღამოებზე. 

 

Lisi Rest

ლისის ტბის ტერიტორიაზე მდებარე  Lisi Rest  ერთ-ერთი საუკეთესო კაფეა თბილისში ზაფხულის სეზონისათვის. სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ როგორც შიდა, ასევე ღია სივრცით.  მენიუში, რომელიც ქართულ და ევროპულ სამზარეულოს აერთიანებს, თქვენი საყვარელი კერძის პოვნა არ გაგიჭირდებათ. აქ  შეგიძლიათ ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად,  შინაური რეცეპტით მომზადებული,  გამაგრილებელი ლიმონათიც შეუკვეთოთ. Lisi Rest-ში  ხშირად იმართება ღონისძიებები, ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიური ზაფხულის სეზონია. 

კაფე აივანზე • Cafe Aivanze

Image may contain: sky

ამ ზაფხულს ძველ ქალაქს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი სივრცე ” კაფე აივანზე” შეემატა. თუ გსურთ ცხელი საღამოები გრილად გაატაროთ, მიირთვათ გემრიელი ქართული კერძები და გასინჯოთ ხარისხიანი ადგილობრივი წარმოების ღვინო, ეს ადგილი თქვენთვისაა. თუმცა, ” კაფე აივანზე” -ს მთავარი ხიბლი, ხედია, რომელიც მთელ თბილისს გადაჰყურებს. კაფე, გომის ქუჩა N 18 -ში, სტუმრებს საღამოს 5 საათიდან მასპინძლობს.

 

Art-Cafe HOME / არტ-კაფე ჰოუმი 

თუ ეძებთ ადგილს თბილისის საუკეთესო ხედით, მრავალფეროვანი მენიუთი და ამასთან ერთად თქვენთვის გართობაც მნიშვნელოვანია, მაშინ Art-Cafe HOME  მოლოდინს გაამართლებს. Art-Cafe HOME ძველი თბილისის შუაგულში, ბეთლემის 13 ნომერში მდებარეობს. მინიმალისტური ექსტერიერის და ორიგინალური ინტერიერის,  4-სართულიან კაფეში, მე-3 და მე-4 სართულზე ღია სივრცეებია გამოყოფილი. გარდა მუსიკალურისა, აქ ხშირად იმართება სხვადასხვა სახელოვნებო ღონისძიებები, მათ შორის – ქართველი თანამედროვე არტისტების ნამუშევრების გამოფენები.  

 

Pomegranate / ბროწეულები  

“ბროწეულები” ვაკის პარკში მდებარეობს. ექსტერიერის დანახვისას შესაძლოა, იაპონური არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ნაგებობა გაგახსენდეთ.  სწორედ ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, გარე სივრცე გაზაფხულის და ზაფხულის სეზონზე სტუმრებს ქუჩის ხმაურისაგან იზოლირებულ, კომფორტულ და სასიამოვნო გარემოს სთავაზობს. “ბროწეულების” ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელი მისი მენიუა – აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი პროდუქტებით მომზადებული  ქართული კერძები მოსახერხებელი სერვირებით.

 

Sofia Melnikova’s Fantastic Douqan

თაბუკაშვილის ქუჩის  22 ნომერში, ლიტერატურის მუზეუმის ეზოში, აღმოაჩენთ კაფეს გარე სივრცით,  რომელიც როგორც ადგილობრივების, ისე ტურისტების ერთ-ერთი რჩეული ადგილია. გაზაფხულსა და ზაფხულის სეზონზე აქ განსაკუთრებული ხალხმრავლობაა, ამიტომ უმჯობესია,  ადგილი წინასწარ დაჯავშნოთ.

 

Lolita 

ეს არის ადგილი, რომლის კონცეფცია ძველისა და ახლის ჰარმონიული სინთეზია.  ევროპულ მენიუში მრავალი დასახელება შეგხვდებათ, მათ შორის მრავლად არის ვეგეტარიანული და ვეგანური კერძები. Lolita-ს   ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი შიდა ეზოა, სწორედ აქ არის განლაგებული სივრცის ღია სამზარეულო და ბარი.                      

                                                 

თბილი სიო Tbili Sio

კაფე, რომელიც საზაფხულო სახლს მოგაგონებთ – “თბილი სიო” პეტრიაშვილის 1-ლ ნომერში, ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს. მენიუში  ქართული და ევროპული კერძების, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების და გემრიელი დესერტების მრავალი დასახელება შეგხვდებათ. 

 

Cafe Stamba  

მე-20  საუკუნის 30-იან წლებში აგებულ საბჭოთა პერიოდის გამომცემლობის შენობაში  დღეს თბილისის ერთ-ერთი ცნობილი სასტუმროა. სწორედ მის სივრცეში იპოვით ამავე დასახელების კაფეს.  მრავალფეროვანი სამზარეულოთი, მომსახურების მაღალი ხარისხით და დამახასიათებელი ინტერიერით – ყველა ამ კომპონენტის ერთობლიობით Cafe Stamba  თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. მის შიდა ეზოში კი დროს მშვიდ გარემოში სასიამოვნოდ გაატარებთ. 

 

Shushabandi • შუშაბანდი


“შუშაბანდი” პეტრიაშვილის 1-ლ ნომერში, ღვინის ქარხნის ისტორიული შენობაში მდებარეობს. რესტორანში ნათელი, მყუდრო და ქართულ-ევროპული სტილის ინტერიერის გარდა, გარე სივრცესაც აღმოაჩენთ. მენიუ ქართული ტრადიციული კერძების თანამედროვე ვარიაციებს, უალკოჰოლო და ალკოჰოლურ სასმელებს, ასევე დესრტების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ.

 


რეკომენდებული სტატიები
სად და რა ვჭამოთ ღამის თბილისში?

სად და რა ვჭამოთ ღამის თბილისში?

სად და რა ვჭამოთ ღამის თბილისში?
თბილისში უკვე გვყავს ღამის ეკონომიკის მმართველი გუნდი, დუღს კლუბური ცხოვრება და იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ღამე აქტიურად ცხოვრობენ. რა ხდება ამ დროს დედაქალაქის საკვებ ობიექტებში? სად და რისი ჭამაა შესაძლებელი?
ალტერნატიული გართობის რამდენიმე საინტერესო სივრცე თბილისში

ალტერნატიული გართობის რამდენიმე საინტერესო სივრცე თბილისში

ალტერნატიული გართობის რამდენიმე საინტერესო სივრცე თბილისში
თუ განტვირთვა და გართობა თქვენთვის მხოლოდ კლუბში ან ბარში წასვლასთან არ ასოცირდება, გთავაზობთ რამდენიმე სივრცეს თბილისში, სადაც შეგიძლიათ თავისუფალი დრო მეგობრებთან ერთად სასიამოვნოდ გაატაროთ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.