fbpx

15 ივლისი დილიდან


გააზიარე სტატია

დილა მშვიდობისა! დღეს დილიდან ნახეთ ფეისბუქის ახალი ვარსკვლავის, 7 წლის გურული ბავშვის ცეკვა. 

 

ნახეთ დღის ვიდეო — 7 წლის გურული ბიჭის ცეკვა შეკვეთილში 

შეკვეთილში , შემთხვევით ბიჭს გადავეყარე, რომელმაც გული შემიკუმშა და ჩემი ქართველობით კიდევ ერთხელ ამავსო სიამაყით❤️👏ესეთ თაობას ზრდის ანსამბლი "თოლიგე"🙌👏

Gepostet von Tatulika Paikidze am Montag, 8. Juli 2019

წყარო: https://www.facebook.com/

 

თბილისის არქიტექტურის ბიენალე — “რაც შენია, შენია: ერთი გარაჟის მანიფესტი”

თავდაპირველად, მძიმე კრიმინალური ვითარების დროს, გარაჟები ავტომობილების დაცვის მიზნით შენდებოდა. თვითნაშენი გარაჟების წარმოშობა ასევე უკავშირდება პრივატიზების კულტურის აღმოცენებას კომუნიზმის შემდგომ პერიოდში. ურბანული სივრცეების ზრდამ და მისმა არაფორმალურმა განვითარებამ შედეგად ქაოსური პროცესები და გეგმარების პრინციპების უარყოფა მოიტანა. თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ თვითნაშენი გარაჟები არსებული სოციალური პრობლემების  გადაჭრის ერთ-ერთ საშუალებასაც წარმოადგენდა. 

დანაშაულების შემცირებამ და მისმა თანხვედრამ გარაჟის გაქირავების ახალ შესაძლებლობებთან ადამიანებს მანქანები გარაჟებიდან კვლავ გამოაყვანინა. ინფლაციის კრიზისის ზრდასთან და რურალურ მიგრაციასთან ერთად (რომლებმაც გაზარდეს ურბანული სიღარიბე), გარაჟები ასევე უზრუნველყოფენ ინფრასტრუქტურას: ისინი გამოიყენება როგორც კომერციული სივრცეები – ბოსტნეულის გასაყიდად, სახელოსნოებისთვის, აფთიაქებისთვის და სილამაზის სალონებისთვისაც კი. 

მიუხედავად დინამიკური ცვლილებებისა, არის ერთი სახასიათო ნიშანი, რომელიც იმთავითვე მტკიცედ არსებობდა: გარაჟები ყოველთვის პასუხობდა სისტემის ნაკლოვანებებს. იქნებოდა ეს სოციალური გეგმარების ინსტიტუციების უუნარობა უზრუნველეყოთ შესაბამისი პარკინგი მანქანებისთვის, ან კაპიტალური ქალაქის უუნარობა უზრუნველეყო ხელმისაწვდომი კომერციული სივრცე მწვავე ეკონომიკური დეპრივაციით გატანჯული მაღაზიის მფლობელებისთვის. 

ის, რაც ამჟამინდელი მფლობელობის სისტემის განაწილებაში იკარგება, არის ადაპტაციის უნარი, რომელიც, ჩვეულებრივ, არაფორმალური ობიექტის თანდაყოლილი ნიშან-თვისებაა. მაშინ, როცა მესაკუთრეებს გარაჟების თავისივე კომერციულ ფუნქციებზე მორგების არც ფინანსური რესურსები გააჩნიათ და არც ლეგალური კომპეტენცია, მათი ფორმა უცვლელი რჩება.

 

ნიკოლოზ შერაზადაშვილმა, რომელიც ესპანეთის სახელით ასპარეზობს, ბუდაპეშტში ოქროს მედალი მოიპოვა

Image may contain: 1 person, closeup

ამავე შეჯიბრში ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ბუდაპეშტის გრან პრის გამარჯვებული გახდა. 19 წლის ქართველმა ძიუდოისტმა გრან პრი თავის კარიერაში პირველად მოიგო. მან ფინალში ბრაზილიელი რაფაელ მაჩედო ორი ვაზარით დაამარცხა.

ფოტო: https://www.facebook.com/

 

ავსტრალიის ქალაქ მელბურნში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ქართულ ანიმაციებსაც აჩვენებენ

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ეს ანიმაციებია: „გოდერძი“ – რეჟისორი პეტრე თომაძე; „მეთევზე და გოგონა“ – რეჟისორი მამუკა ტყეშელაშვილი; „ჩაი“ – რეჟისორი პეტრე თომაძე; „ბებო“ – რეჟისორი სანდრო ქათამაშვილი; „ჯიბის კაცი“ – რეჟისორი ანა ჩუბინიძე; „ჰორიზონტი“ – რეჟისორი დათო კიკნაველიძე; „ლილე“ – რეჟისორი ნათია ნიკოლაშვილი. მელბურნის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მაყურებელს წარუდგენს 400-ზე მეტ ანიმაციას – როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე ფილმებს.

ფოტო: https://cdn.1tv.ge

 

#გაატარეზაფხულისაქართველოში კამპანიის ფარგლებში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში 15 ივლისს, 20:00 საათზე პირველ კონცერტს ანსამბლი „სახიობა“ გამართავს.

ღონისძიებაზე შესრულდება ხალხური სიმღერები. ფოლკლორის ცენტრის გალერეაში 30 სექტემბრის ჩათვლით წარმოდგენილი იქნება ფოტოები, ტრადიციული სამოსის ნიმუშები, სამუზეუმო ექსპონატები, ნაქარგობები და თექის ნიმუშები.

ფოტო: https://cdn.1tv.ge

 

Friends-ის ვარსკვლავი კორტნი კოქსი ეკრანს ახალი სერიალით დაუბრუნდება

Courteney Cox

შოუს სიუჟეტი ნეტფლიქსის დოკუმენტურ სერიალს, Last Chance U-ს დაეყრდნობა და მისისიპის ერთ-ერთი კოლეჯის სპორტული გუნდების შესახებ მოგვითხრობს, ბიჭებზე, რომლებიც თავდაუზოგავად ვარჯიშობენ, რათა ფეხბურთის ნაციონალური ლიგის ვარსკვლავები გახდნენ. კორტნი სერიალში რეალური პერსონაჟის, ბრიტანი ვაგნერის როლს მოირგებს, რომელიც ამ კოლეჯში აკადემიურ მრჩევლად მუშაობს და ერთ-ერთი მათგანია, ვის ხელშიც მომავალი სპორტსმენების ბედი წყდება. 

სერიალის სიუჟეტი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული ათლეტური პროგრამის შესახებ მოგვითხრობს – თითოეულ მოთამაშეს აქვს განსაკუთრებული ნიჭი და ჟინი გახდეს საუკეთესო. საბოლოოდ კი სწორედ ვაგნერი იყო ის ადამიანი, რომელმაც ბევრი სტუდენტის ბედი გადაწყვიტა და მათ საკუთარი თავის აღმოჩენაში დაეხმარა.

წყარო: https://deadline.com/

 

ნახეთ AHS-ის ახალი სეზონის პირველი თიზერი

ახალ სეზონთან დაკავშირებით სულ უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი. მაგალითად, ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ჯესიკა ლენგისა და ევან პეტერსის შემდეგ შოუ სარა პოლსონმა დატოვა. ვიცით ისიც, რომ მეცხრე სეზონს AHS:1984 ეწოდება, პრემიერა 18 სექტემბერს შედგება და როგორც რაიანი ამბობს, ის 1980-იანი წლების საშინელებათა ჟანრის სტილში იქნება გადაღებული. 

შოუს ახალ ნაწილში ერთ-ერთ წამყვან როლს ემა რობერტსი შეასრულებს. გარდა ამისა, რამდენიმე საათის წინ რაიანმა სერიალის პირველი თიზერებითაც გაანებივრა ფანები და მსახიობების საბოლოო სიაც გაგვიზიარა. მაშ ასე, ჰორორ სთორის ახალ სეზონში ვიხილავთ: კოდი ფერნს, ბილი ლორდს, მეთიუ მორისონს, ანჟელიკა როსს, ზაკ ვილას და ა.შ.

წყარო: https://www.instagram.com/

 

How To Get Away With Murder მეექვსე სეზონის შემდეგ დასრულდება სერიალში მთავარ როლს ოსკარის მფლობელი ვაიოლა დევისი ასრულებს.

ABC's Viola Davis-starring "How to Get Away with Murder" will end with its sixth season.

ამავე სერიალში შესრულებული როლისთვის კი მან ემიც მიიღო და  პირველი შავკანიანი ქალი გახდა, რომელმაც დრამატულ სერიალში განსახიერებული პერსონაჟისთვის ეს ჯილდო დაიმსახურა. სერიალის მეექვსე სეზონი, რომელშიც 15 სერია იქნება, არხზე 26 სექტემბერს დაბრუნდება.

წყარო: https://edition.cnn.com/

 

 


რეკომენდებული სტატიები
მანჰეტენზე შუქი წავიდა: საკონცერტო დარბაზებიდან გამოსული არტისტები ქუჩაში ამღერდნენ

მანჰეტენზე შუქი წავიდა: საკონცერტო დარბაზებიდან გამოსული არტისტები ქუჩაში ამღერდნენ

მანჰეტენზე შუქი წავიდა: საკონცერტო დარბაზებიდან გამოსული არტისტები ქუჩაში ამღერდნენ
შუქის წასვლამ მანჰეტენზე ათასობით ადამიანი მიუზიკლებიდან ქუჩაში გამოიყვანა, სადაც მალე სიმღერის ხმები გაისმა
აქცია #სირცხვილია 14 ივლისს ფლი მარკეტს მასპინძლობს

აქცია #სირცხვილია 14 ივლისს ფლი მარკეტს მასპინძლობს

აქცია #სირცხვილია 14 ივლისს ფლი მარკეტს მასპინძლობს
დღეს აქციის 25-ე დღეა და ისევე, როგოც პროტესტის თითოეული დღე, დღევანდელი შეკრებაც განსხვავებულად და საინტერესოდ ჩაივლის — აქცია #სირცხვილია 17:00-დან ფლი მარკეტს უმასპინძლებს.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.