fbpx

Youtube-ის 6 ყველაზე რეიტინგული ქართული არხი და ვიდეოები


გააზიარე სტატია


რა ტიპის ვიდეოები ხდება პოპულარული ქართულ Youtube-ზე?

Youtube მომხმარებელს აძლევს საშუალებას არა მხოლოდ მისთვის საინტერესო კონტენტს უყუროს, არამედ თვითონ შექმნას საკუთარი არხი და მისთვის საინტერესო თემატიკაზე შექმნილი ვიდეოები შესთავაზოს ამ ქსელის მომხმარებელს. იმ შემთხვევაში, თუკი youtube-ზე განთავსებული კონტენტი მის წესებს არ არღვევს, ბევრ გამომწერსა და ნახვას დააგროვებს, შესაძლოა ის დამატებითი და ხშირად საკმაოდ სოლიდური თანხის გამომუშავების გზადაც იქცეს.

youtube-ზე პოპულარული არხების დათვლის რამდენიმე ანალიტიკური რესურსი არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური რესურსი – socialblade საშუალებას იძლევა დაითვალო პოპულარული არხები ქვეყნების მიხედვით. ეს საიტი სამი კრიტერიუმის მიხედვით ითვლის არხების მონაცემებს:

  • არხზე განთავსებული ვიდეოების ნახვის რაოდენობა
  • არხის გამომწერთა რაოდენობა
  • არხზე განთავსებული ვიდეოების ნახვის რაოდენობა + ინტერნეტმომხმარებლების ჩართულობა

ჩვენ გთავაზობთ ქართულ არხებს, რომელთა ვიდეოებსაც საქართველოში Socialblade-ის მიხედვით ყველაზე მეტი ნახვა აქვს დაგროვილი. ზოგადი ტენდენციით, პოპულარული ქართული არხები ნაკლებად ქმნიან ორიგინალურ კონტენტს და ძირითადად სხვადასხვა რესურსიდან აღებული ვიდეოებით ან ვიდეოკოლაჟებით იქცევენ ინტერნეტმომხმარებლების ყურადღებას.

Emili Tv

2015 წელს შექმნილ არხს ამ დროისთვის 149137 გამომწერი ჰყავს. არხზე ამჟამად 250 ვიდეოა განთავსებული, რომელთა ნახვის რაოდენობა 214041341-ს შეადგენს. არხზე ატვირთულია პატარა გოგონას ვიდეოები, რომელიც ძირითადად მამასთან ერთად თამაშობს. არხის შექმნის იდეა სწორედ მამას ეკუთვნის. ამ ოჯახს მსგავსი რუსულენოვანი არხიც აქვს youtube-ზე. ქართულ არხზე განთავსებული ყველაზე პოპულარული ვიდეო ერთი წლის წინანდელია და მას თითქმის 5 მილიონი ნახვა აქვს.

Black Tbilisi

პოპულარობით მეორე ადგილზე მყოფ არხზე 291 ვიდეოა განთავსებული და მათი უმეტესობა არხის აღწერის მიხედვით “ბლატნოი მუსიკას” წარმოადგენს. ამ დროისთვის არხს 296283 გამომწერი ჰყავს და ვიდეოების ნახვის რაოდენობა 209739246-ს შეადგენს. ამ არხზე განთავსებული ყველაზე პოპულარული ვიდეო “ბანდიტური სულია” , რომელსაც 19 მილიონზე მეტი ნახვა აქვს ამ დროსთვის.

ემილის რუსულენოვანი არხი

ქართულენოვანი არხის შექმნამდე ორი წლით ადრე, 2013 წელს განთავსდა და, უფრო მეტ ვიდეოსაც აერთიანებს – 360 ვიდეოს ნახვის რაოდენობა 195020368-ს შეადგენს. არხს 327959 გამომწერი ჰყავს. ყველაზე პოპულარული ვიდეო 3 წლის წინ არის ატვირთული და 25 მილიონზე მეტი ნახვა აქვს დაგროვებული.

ნიჭიერი

ვიდეოების ნახვის რაოდენობით მეოთხე ადგილზე მყოფ პოპულარული სატელევიზიო შოუს არხს, რომელიც 2010 წლიდან ფუნქციონირებს, ამ დროისთვის 1131 ვიდეო აქვს დაგროვილი, ნახვის რაოდენობა კი146979094-ს შეადგენს.

King Dm

ის არხზე ძირითადად კომპიუტერული თამაშების შესახებ ნახავთ ვიდეოებს, რომლებიც სხვადასხვა ნიშნისა და კრიტერიუმის მიხედვით არის დალაგებული ვიდეოებში. 2015 წელს შექმნილ არხს ამ დრომდე 101 ვიდეოა აქვს და მისი გამომწერების რიცხვი 1116271-ია, ვიდეოების ნახვის რაოდენობა კი 132533594.

GugaTv

389 836 გამომწერის მქონე არხი მომხმარებელს ფეხბურთის ჩემპიონატებიდან საუკეთესო და დასამახსოვრებელ კადრებს სთავაზობს. ფეხბურთის მიმართ დიდ ინტერესს ადასტურებს არამხოლოდ არხის გამომწერების,, არამედ თავად ვიდეოების ნახვის რაოდენობაც.

კიდევ ერთი ანალიტიკური ვებპლატფორმა, რომელიც Youtube-ზე არხების ანალიტიკურ მონაცემებს ამუშავებს, SocialBakers-ია, რომელიც საშუალებას იძლევა კონკრეტული ჟანრების მიხედვით ნახო სხვადასხვა ქვეყანაში პოპულარული არხების სტატისტიკა.

SocialBakers-ის მონაცემებით, ქართულ youtube-ზე ყველაზე პოპულარული ქართული კომპანიები menu.ge, Autopapa, საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი და ჯეოსელია.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, საქართველოში ყველაზე პოპულარული მედია არხების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: ტაბულა, Georgia Times, ArtareaTv, რადიო თავისუფლება და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საინტერესოა სახელმწიფო სტრუქტურების რეიტინგიც. ყველაზე პოპულარული გვერდი ქართული სამინისტროებიდან youtube-ზე განათლების სამინისტროს აქვს, შემდეგ მოდის თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის და კულტურის სამინისტროები.


რეკომენდებული სტატიები
2018 წლის 7 საუკეთესო ფილმი „ბერლინალეს“ კრიტიკოსების მიხედვით

2018 წლის 7 საუკეთესო ფილმი „ბერლინალეს“ კრიტიკოსების მიხედვით

2018 წლის 7 საუკეთესო ფილმი „ბერლინალეს“ კრიტიკოსების მიხედვით
ფილმები, რომლებიც გასული კვირის მანძილზე ყველაზე ხშირად სახელდებოდა „ბერლინალეს“ კინოფესტივალის ტოპ 10-ებში
საბავშო ტანსაცმელი ქართველი მწარმოებლებისგან

საბავშო ტანსაცმელი ქართველი მწარმოებლებისგან

საბავშო ტანსაცმელი ქართველი მწარმოებლებისგან
გთავაზობთ რამდენიმე ქართულ კომპანიას, რომელიც საბავშვო ტანსაცმელს აწარმოებს და რომლებმაც დაარსებიდან დღემდე მეტ-ნაკლებად შეძლეს ქართველი მომხმარებლების გულის მოგება.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.