22 აგვისტო დილიდან

ბრაზილიაში, ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ხანძრების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ტყე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნახშირბადის საცავია, რაც გლობალური დათბობის ტემპების შენელებას უწყობს ხელს. იქ მილიონამდე მკვიდრი მოსახლეობა ცხოვრობს და ამასთანავე, სამ მილიონამდე სხვადასხვა სახეობის მცენარე ხარობს და ცხოველი ბინადრობს. სატელიტის ფოტოებიდან ჩანს, რომ ბრაზილიის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე შტატი – რორაიმა მუქი კვამლით არის დაფარული. ასევე, ამაზონის შემოგარენში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული.
წყარო: https://edition.cnn.com/

ეს მუსიკოსების პირველი ტურნე იქნება საფრანგეთში, სადაც შეასრულებენ სიმღერებს მათი პირველი ერთობლივი ალბომიდან – „თერაპია“. ალბომში ათი კომპოზიციაა შესული და ყველა მათგანი ქართულ ენაზეა.
წყარო: https://www.youtube.com/watch?v=Fru8IkuDp_k

Forbes-ის რეიტინგების თანახმად, ამერიკელმა მსახიობმა დუეინ ჯონსონმა 2018 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 1 ივნისამდე $89.4 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და რეიტინგის სათავეში მოხვდა. გასულ წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი კაცი ჯორჯ კლუნი გახდა. წლევანდელი სია კი ასე გამოიყურება:
წყარო: https://www.forbes.com/
ფილმის სიუჟეტი რეალურ მოვლენებზეა აგებული და ამერიკის სამი პრეზიდენტის მედია კონსულტანტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მრჩევლის და Fox News-ის დამფუძნებლის, როჯერ აილსის წინააღმდეგ დაწყებულ სექსსკანდალზე მოგვითხრობს. აილსი თანამშრომელმა ქალებმა სექსუალურ შევიწროებაში 2016 წელს საჯაროდ დაადანაშაულეს.
წყარო: https://www.youtube.com
ბელგიელი მუსიკოსები საქართველოს შარშან, ოქტომბერშიც ეწვივნენ და ქართველი მსმენელის დიდი მოწონება და სიყვარულიც დაიმსახურეს.
წყარო: https://www.youtube.com/