fbpx

5 სექტემბერი დილიდან


გააზიარე სტატია

 

“მხევლის წიგნის” შემდეგ  მარგარეტ ეტვუდის რომანის – The Testaments-ის მიხედვით სერიალს გადაიღებენ

Image result for Exclusive: Hulu and MGM Are Developing Margaret Atwood's The Testaments for the Screen

როგორც “მხევლის წიგნის” შემთხვევაში, ახალი წიგნის ეკრანიზაციაც Hulu-ზე გავა, თუმცა უცნობია როდის დაიწყება გადაღებები. წიგნის სიუჟეტი ერთგვარად გაგრძელებაა “მხევლის წიგნში” მიმდინარე მოვლენებისა, თუმცა მოქმედება ჯუნის პერსონაჟის ფინალური ეპიზოდიდან 15 წლის შემდეგ ვითარდება. ამ შემთხვევაში კი მთავარი ამბის მთხრობელთა შორის ერთ-ერთი დეიდა ლიდიაა, რომლის როლსაც “მხევლის წიგნის” ეკრანიზაციაში ენ დოუდი ასრულებს. 

წყარო: https://time.com

 

ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას ბრენდმა ვეტმომ ახალი, ბიბლიის ვიზუალის ჩანთა გამოუშვა.

ბიბლიის ფორმის ჩანთა ონლაინ მაღაზიებში 2 000 დოლარად არის შეფასებული. 

წყარო: https://www.instagram.com/

 

16 სექტემბერს გერმანული რადიოს – Deutschlandfunk-ის ეთერში დავით გაბუნიას რომანის, “დაშლას” მიხედვით შექმნილი რადიოსპექტაკლი გავა.

ინფორმაცია ამის შესახებ წიგნის ავტორმა დავით გაბუნიამ ფეისბუქზე გაავრცელა. რომანი გამომცემლობამ წიგნები ბათუმში 2017 წელს გამოსცა. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

ნახეთ: ამერიკელმა მუსიკოსმა ბილი აილიშმა სიმღერაზე All the Good Girls Go to Hell კლიპი გადაიღო. 

წყარო: https://www.youtube.com

 

ძმები გრიმების ზღაპრის მიხედვით Gretel & Hansel გადაიღეს.

ფილმის რეჟისორი ოსგუდ პერკინსია, მთავარ როლს კი It-ის ვარსკვლავი სოფია უილისი ასრულებს.

წყარო: https://www.youtube.com/

 

მარიო ვარგას ლიოსა თბილისში აღარ ჩამოვა

მწერალი საქართველოში წიგნის ეროვნული ცენტრის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სერვანტესის ინსტიტუტის მოწვევით სექტემბერში უნდა ჩამოსულიყო. “მწერალთა სახლის” დირექტორის, ნატაშა ლომოურის თქმით, მწერლის ვიზიტის გაუქმების ზუსტი მიზეზი მისთვის უცნობია. 

რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ლიოსას ქართველი მთარგმნელი ლანა კალანდია მწერლის ვიზიტის გადადების ორ მთავარ მიზეზს ასახელებს: პირველი – განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ვერ გათვალა ლიოსას ვიზიტის მნიშვნელობა და მის ჩამოსვლამდე სამი თვით ადრე გადაწყვიტა „წიგნის ეროვნული ცენტრისა“ და „მწერალთა სახლის“ გაუქმება. და მეორე – ლანა კალანდია თვლის, რომ „წიგნის ეროვნული ცენტრის“ ყოფილ დირექტორს, დეა მეტრეველს არ უნდა მიეწერა მწერლისთვის იმგვარი შინაარსის წერილი, რომელიც ბოლომდე ჩაახედებდა მარიო ვარგას ლიოსას საქართველოში, კულტურის სფეროში მიმდინარე არასტაბილურ ვითარებაში. 

„წიგნის ეროვნული ცენტრის“ ყოფილი ხელმძღვანელი დეა მეტრეველი კი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განმარტავს, რომ წერილი, რომელიც მან მარიო ვარგას ლიოსას ლიტერატურულ აგენტებს გაუგზავნა, მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის იყო. მსგავსი წერილი მან ცენტრის სხვა პარტნიორებსაც მისწერა.

წყარო: https://www.radiotavisupleba.ge

 

 


რეკომენდებული სტატიები
3 სექტემბერი  დილიდან
Play Video

3 სექტემბერი  დილიდან

3 სექტემბერი  დილიდან
დილა მშვიდობისა! დილიდან გვინდა გაცნობოთ, რომ მუცო ევროპული კულტურული მემკვიდრეობის მთავარი ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძვის, ამისთვის კი თქვენი ჩართულობაც აუცილებელია. 
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.