fbpx

4 სექტემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ბათუმის კინოფესტივალს პირველად ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიური ეყოლება

Image result for biaff 2018

ბათუმის საავტორო ფილმების მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალმა დაასრულა ფილმების შერჩევა წლევანდელი პროგრამისთვის. წელს პირველად მხატვრულ საკონკურსო სექციაში შემავალ ფილმებს ქართველი კინოკრიტიკოსები შეაფასებენ. ჟიურიში შედიან გოგი გვახარია, თეო ხატიაშვილი და ლელა ოჩიაური. მათ რჩეულს ისინი სპეციალურ პრიზს გადასცემენ. ბათუმის მე-13 კინოფესტივალი 16-23 სექტემბერს გაიმართება. 

 

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ჰაკათონის hack_a_tour-ის შესახებ საქართველოს რეგიონებში საინფორმაციო ტურებს იწყებს.

ბათუმი:

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
4 სექტემბერი, 15:00 საათი

ზუგდიდი:
ზუგდიდის ტექნოპარკი;
5 სექტემბერი, 13:00 საათი

ქუთაისი:
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
6 სექტემბერი, 12:00 საათი

თელავი:
სასტუმრო “ალაზნის ველი”;
11 სექტემბერი, 14:00 საათი

ჰაკათონის მიზანია ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ასევე ინფორმაციული და ინოვაციური ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის განვითარებისა და ჩანაფიქრების რეალიზაციის პრაქტიკული შესაძლებლობის შექმნა.

ფოტო: https://joey.on.ge/

 

ეგვიპტეში, ნილოსის დელტის ტერიტორიაზე, თელ ელ-სამარას მიმდებარედ არქეოლოგებმა ნეოლითის ხანის, დაახლოებით 7 ათასი წლის წინანდელი დასახლება აღმოაჩინეს

Archaeologists in Egypt have unearthed one of the oldest-known villages in the Nile Delta at Tell el-Samara, north of Cairo.

ეგვიპტელ და ფრანგ არქეოლოგთა გუნდი ამბობს, რომ აღმოჩენილია ჭურჭლის, ქვის იარაღების ნარჩენები და ცხოველთა ძვლები. თუ სოფლის არსებობის თარიღი დადასტურდა, გაირკვევა, რომ ეგვიპტის ეს დასახლება რამდენიმე ათწლეულით ადრე არსებობდა, ვიდრე მსოფლიოს შვიდიდან ყველაზე ძველი საოცრების, გიზას დიდი პირამიდის მშენებლობას დაიწყებდნენ.

წყარო: https://edition.cnn.com/

 

ბათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი Batumi Musicfest დაიწყო, რომელიც 12 სექტემბრამდე გაგრძელდება

Image may contain: 7 people, people sitting, table and outdoor

Batumi Musicfest იუნესკოს მაღალი პატრონაჟით ტარდება. ფესტივალის ფარგლებში ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ მოუსმინონ ვინავსკის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატს, მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძეს, რომელიც საქართველოში პირველად დაუკრავს. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ინოვაციური მეთოდოლოგიის ავტორის, მიშელ სონის მასტერკლასები.

წყარო: https://www.facebook.com

 

ფესტივალმა „ღამის სერენადები“ ბათუმიდან თბილისში გადმოინაცვლა 

ფესტივალი 22 აგვისტოს ბათუმში გაიხსნა და 4 სექტემბერს დედაქალაქში დაიხურება.  დასკვნით კონცერტს კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი უმასპინძლებს. ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის ინიციატივით აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა, აღდგენა კი მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს ბათუმში გახდა შესაძლებელი. ფესტივალის უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა.

ფოტო: https://cdn.1tv.ge/

 

Nick Cave and the Bad Seeds-ის პიანისტი კონვეი სავაჯი გარდაიცვალა 

“ჩვენი საყვარელი კონვეი გარდაიცვალა. ის ჩვენი გუნდის წევრი დაახლოებით 30 წლის განმავლობაში იყო,” – ნათქვამია მუსიკალური ჯგუფის განცხადებაში.  58 წლის პიანისტის, სავაჯის გარდაცვალების მიზეზი კიბო გახდა.

წყარო: https://www.nickcave.com/

 

15 სექტემბერს თბილისის ფოტოფესტივალის ცენტრალური ღონისძიება “ფოტოგრაფიის ღამე“ უკვე მეცხრედ გაიმართება

Image may contain: text

ფესტივალი თბილისელებს, ისევე როგორც დედაქალაქის სტუმრებს ძველ თბილისში ერთი ღამით თანამედროვე ფოტოგრაფიის ხილვის შესაძლებლობას მისცემს. ღონისძიების პარტნიორია ცნობილი არლის ფესტივალი (საფრანგეთი), რომლის პროგრამასაც  მაყურებელი თბილისის ფოტოგრაფიის ღამის ფოტოჩვენებაში ღია ცის ქვეშ იხილავს. წელს ფოტოგრაფიის ღამე ბეთლემის უბნის მიდამოებში გაიმართება. ღონისძიების მრავალათასიან აუდიტორიას არა მხოლოდ თანამედროვე ფოტოგრაფიით, არამედ ძველი თბილისის ამ განსაკუთრებული უბნით მოხიბვლის შესაძლებლობაც მიეცემა. არლის ფოტოფესტივალის პროგრამის გარდა, ღამით ნაჩვენები იქნება 300-მდე თანამედროვე ფოტოგრაფის ნამუშევარი. ფოტოფესტივალის ფარგლებში ქართველი და კავკასიის რეგიონის ფოტოგრაფთა სერიები საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში 2018 წლის განმავლობაში განვითარებულ პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებს ასახავს, მათ შორის ბასიანის სპეცოპერაციის შემდეგ თბილისში განვითარებულ საპროტესტო აქციებს, სომხეთის რევოლუციას და ა. შ.

წყარო: https://www.facebook.com/

 

გამოვიდა ლანკომის ახალი რეკლამა ჯულია რობერტსის მონაწილეობით.

წყარო: https://www.youtube.com


რეკომენდებული სტატიები
უცხოური პრესა ბასილაშვილზე - თამაშის დაწყებიდან დასრულებამდე

უცხოური პრესა ბასილაშვილზე - თამაშის დაწყებიდან დასრულებამდე

უცხოური პრესა ბასილაშვილზე - თამაშის დაწყებიდან დასრულებამდე
მოკლედ, თუ რას წერდა უცხოური სპორტული ონლაინ მედია საქართველოსთვის ისტორიული საჩოგბურთო თამაშის მსვლელობის დროს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.