fbpx

Xerox-ით შექმნილი არაამქვეყნიური პეიზაჟები – დომინიკ ტეუფენი


გააზიარე სტატია

ოკეანის ტალღები, ზღვის ნაპირები, დათოვლილი მთები, კლდეების ნაოჭიანი რელიეფი – შვეიცარიელი ფოტოგრაფის, დომინიკ ტეუფენის საყვარელი თემებია. 

  • „ნაპირი“. 2013

დომინიკ ტეუფენის ნამუშევრების დათვალიერებისას რჩება შთაბეჭდილება, რომ ბევრს მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და ამგვარად ქმნის ანტარქტიდის თვალუწვდენელი ყინულოვანი სივრცეების, ჩინეთის ულამაზესი მთებისა და ნორვეგიული ფიორდების მისტიკურ მონოქრომულ პეიზაჟებს. თუმცა, თუ ტეუფენის ნამუშევრებს უკეთ დაუკვირდები, აღმოაჩენ, რომ ფოტოგრაფი თავის სტუდიას არც კი გასცილებია და ეს ყველაფერი მისი წარმოსახვის ნაყოფია, რომელსაც ასლის გადამღები მანქანის (ქსეროქსის აპარატის) დახმარებით აქცევს გამოსახულებებად.

  • „კუნძული“. 2013

  • „უდაბნო“. 2015

  • „მთის ხედი“. 2013

ფოტოგრაფი პეიზაჟების შესაქმნელად ისეთ მასალებს იყენებს, როგორებიცაა: დაჭმუჭნილი  ქაღალდები, დეფორმირებული პლასტმასი, ორგანული მინა, ფოლგა, ფქვილი, ბამბა, ყავის მარცვლები და ა.შ. მათ ასლის გადამღები მანქანის პანელზე ათავსებს, იღებს ასლებს და სასურველი შედეგის მიღწევამდე ცვლის გამოყენებული ალემენტების ადგილმდებარეობას, კომპოზიციას. 

  • „ყინულის ტბა“. 2016

  •  „მთის ხედი“. 2018

  • „პანორამა“. 2015

  • „მთის კალთა“. 2016

  • „წვიმიანი დღე“. 2016

  • „ყინული“. 2018

თავად დომინიკ ტეუფენის თქმით, მისი შემოქმედება 2D-სა და 3D-ს შორის მერყეობს, მის მიერ შექმნილ ნამუშევრებს კი ადამიანის თვალი რეალური ადგილების ფოტოებად აღიქვამს. „გამოსახულებები რეალობისა და ილუზიის ზღვარზეა, ჩვენს მდიდარ წარმოსახვას ხიბლავს და ამავე დროს ატყუებს. მაგალითად, თვალი მთის კალთას ხედავს, სინამდვილეში კი დაჭმუჭნილი  ქაღალდის ნაჭერია, პლაჟი – პოლიეთილენის პაკეტი, ხოლო მყინვარი – ბამბის ქულაა“, – ამბობს ფოტოგრაფი.

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.