fbpx

17 სექტემბერი დილიდან


გააზიარე სტატია

 

შინდისის გმირებზე გადაღებული ფილმის პრემიერა საქართველოში 27 სექტემბერს გაიმართება

Image may contain: outdoor

ფილმი აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან რუსეთის სამხედრო ნაწილთან ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულს ეძღვნება. სწორედ ეს ფილმი გაგზავნა საქართველომ 2020 წლის ოსკარზე უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე მოსახვედრად. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

დემნა გვასალია თავისივე მოდის ბრენდს, Vetements ტოვებს

დემნა გვასალია საკუთარ ბრენდს, Vetements ტოვებს

ცნობილი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია საკუთარ კომპანიას, Vetements ტოვებს. “ვეტმო დავაარსე, რადგან არსებული მოდა ჩემთვის უკვე ძალიან მოსაწყენი იყო. ამ ბრენდმა კი მოდის სამყაროში სრულიად ახალი კარი გახსნა. ჩემი მისია შესრულებულია, ეს არის კომპანია, რომელსაც საკუთარი ეპოქის შექმნა უკვე დამოუკიდებლადაც შეუძლია”, – ამბობს გვასალია. 

აღსანიშნავია, რომ ბრენდში, რომელიც 5 წლის წინ პარიზში შეიქმნა, მუშაობას დემნა გვასალიას ძმა, ამავე ბრენდის თანადამაარსებელი გურამ გვასალია გააგრძელებს.

უფრო ვრცლად დემნა გვასალიას ვეტმოდან წასვლის შესახებ წაიკითხეთ AT.ge-ზე. 

წყარო: https://at.ge/2019/09/

 

დღეს წინანდლის ფესტივალზე მიშა და ლილი მაისკები რახმანინოვის კომპოზიციებს შეასრულებენ

მიშა მაისკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩელისტია. 71 წლის მუსიკოსს წლების განმავლობაში არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის ჩაიკოვსკის სახელობის ექვსი პრიზი. აღსანიშნავია, რომ მაისკი ერთ-ერთ კონცერტზე ხატია ბუნიათიშვილთან ერთადაც უკრავდა. გარდა ამისა, მისი კონცერტი გაიმართა კარნეგი ჰოლშიც. 

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი  8 სექტემბერს გაიხსნა და წინანდლის ისტორიულ მამულში 22 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საერთაშორისო დონის კლასიკური მუსიკის ფესტივალი ყოველწლიურად სექტემბერში ჩატარდება. ფესტივალის წარმდგენია სილქნეტი, გენერალური სპონსორი კი თიბისი ბანკი.

ფოტო: https://showoneproductions.ca/

 

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების 2019 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსის საბოლოო შედეგები ცნობილია

ეროვნული კინოცენტრის მიერ მოკლემეტრაჟიანი მხატვრული  ფილმების 2019 წლის წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე  პროექტების საბოლოო შედეგები ცნობილია. საექსპერტო კომისიის დასკვნის საფუძველზე და საკონკურსო ფონდის 455 ათას ლარამდე გაზრდის ხარჯზე კინოცენტრი   ცხრა პროექტს დააფინანსებს:

  1. “პაპანაქება”  (პროდიუსერი – შპს  „ნუში ფილმი“, დირექტორი  – თეკლე მაჭავარიანი, რეჟისორი – თორნიკე გოგრიჭიანი) – 62 961 ლარი
  2. “გუშაგები” (პროდიუსერი – შპს „ორნი“, დირექტორი – თინიკო ნადირაშვილი, რეჟისორი – სანდრო სულაძე) – 37 204 ლარი
  3. “#26” (პროდიუსერი –  შპს „მილიმეტრ ფილმი“, დირექტორი – დავით უჯმაჯურიძე, რეჟისორი – გვანცა მეფარიშვილი) – 45 000 ლარი
  4. “შავი ზღვა” (პროდიუსერი – ინდივიდ/მეწარმე  „ნინუკა ქოიავა“, რეჟისორი – თინათინ ემირიძე) – 10 035 ლარი
  5. “შუშის კუნთი” (პროდიუსერი – შპს „ნუში ფილმი“, დირექტორი – თეკლე მაჭავარიანი, რეჟისორი – ვაჟიკო ჩაჩხიანი) – 60 000 ლარი
  6. “მეზობელი” (პროდიუსერი – შსგ „მეტრო ფილმ ფროდაქშენი“, დირექტორი – მაია გურაბანიძე,  რეჟისორი – დათო ბორჩხიძე) – 55 000 ლარი
  7. “აუზი” (პროდიუსერი – შპს „ტერა ინკოგნიტო ფილმსი“, დირექტორი – ნატო სიხარულიძე, რეჟისორი – სალომე ლაცაბიძე) – 37 000 ლარი
  8. “ჩატვირთვა” (პროდიუსერი  – შპს „დიგითალ ქითჩენ ფილმსი“ დირექტორი – ლუკა ბერაძე,  რეჟისორი – გიორგი წილოსანი) – 80 000 ლარი
  9. “ჭა” (პროდიუსერი – შპს „ცისფერი მთები“, დირექტორი – ნელი შენგელაია, რეჟისორი – ელდარ შენგელაია) – 67 800 ლარი

წყარო: http://beta.gnfc.ge/

 

ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალის მოწვევით საქართველოს ოსკარის ნომინანტი სცენარისტი პოლ შრედერი ესტუმრება

ამერიკელი სცენარისტი და რეჟისორი  ისეთ ტიტულოვან რეჟისორებთან მუშაობდა, როგორებიც არიან მარტინ სკორსეზე, ბრაიან დე პალმა და ბევრი სხვა. სწორედ შრედერის ეკუთვნის სცენარები ფილმებისა: Taxi Driver, Rolling Thunder, Rolling The Last Temptation of Christ, First Reformed და ა.შ.

 

როდ სტიუარტმა პროსტატის კიბო დაამარცხა

 74 წლის როკ-ლეგენდამ ამის შესახებ პროსტატის კიბოსთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე საჯაროდ განაცხადა. როდ სტიუარტის თქმით, ის კიბოს სამი წლის განმავლობაში ებრძოდა, ახლახან ჩატარებულმა ტესტებმა კი დაადასტურა, რომ დაავადებისგან სრულად განიკურნა.

წყარო: https://www.bbc.com/

 

The Cars-ის ვოკალისტი, მომღერალი რიკ ოკასეკი ნიუ-იორკში, საკუთარ სახლში, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წყარო: https://www.bbc.com/

 

 

 

 


რეკომენდებული სტატიები
დემნა გვასალია საკუთარ ბრენდს, Vetements ტოვებს

დემნა გვასალია საკუთარ ბრენდს, Vetements ტოვებს

დემნა გვასალია საკუთარ ბრენდს, Vetements ტოვებს
“ჩემი მისია შესრულებულია, ეს არის კომპანია, რომელსაც საკუთი ეპოქის შექმნა უკვე დამოუკიდებლადაც შეუძლია” — ამბობს გვასალია
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.