fbpx

ბრაზილიელ პატიმრებს წიგნების კითხვაში სასჯელი უმცირდებათ


გააზიარე სტატია


ბრაზილიის ციხეები პატიმრებით გადატვირთული და კრიმინალური ბანდებით გაჭედილი საშიში ადგილებია, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია სპეციალური პროგრამა იქ მყოფ ადამიანებს წიგნების წაკითხვის შემთხვევაში სასჯელის ვადის შემცირების საშუალებას აძლევს.

პენიტენციალური სისტემის საგანგებო პროექტის მიხედვით, პატიმრებს ყოველი წაკითხული წიგნისთვის პატიმრობის 4 დღე აკლდებათ. ამისთვის მათ წიგნის დასრულების შემდეგ სპეციალური ტესტი უნდა დაწერონ, რომელიც გამოავლენს, ნამდვილად წაიკითხეს თუ არა მათ მოცემული ნაწარმოები.

პროგრამაში მხოლოდ გარკვეული წიგნებია შესული, მათ შორის ბრაზილიელი კლასიკოსებისა და ასევე საბავშვო წიგნები მათთვის, ვინც მხოლოდ ახლა სწავლობს კითხვას. აკრძალულია ძალადობრივი შინაარსის მქონე წიგნები. შეზღუდულია ასევე წიგნების რაოდენობაც – წელიწადში პატიმარს მხოლოდ 12 წიგნის წაკითხვა შეუძლია, რაც ჯამში პატიმრობის ვადის თვე-ნახევარს უდრის. 

ადმილსონ როდრიგესი, რომელსაც 10 წელი აქვს მისჯილი ნარკოტრეფიკინგისთვის,  სასჯელს სწორედ ამ საკითხავი პროგრამით ამცირებს. ამბობს, რომ წაკითხული წიგნებიდან განსაკუთრებით მოეწონა “ქარწაღებულნი” და “საბრალონი”.

“საბრალონი” ბრაზილიის ციხეებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. როდრიგესის აზრით, ამის მიზეზი ისაა, რომ წიგნი მოგვითხრობს მსჯავრდებულზე, რომელიც საპატიმროს გარეთ ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს.


რეკომენდებული სტატიები
როგორ გამოიყურება ციხის საკნები მსოფლიოს გარშემო

როგორ გამოიყურება ციხის საკნები მსოფლიოს გარშემო

როგორ გამოიყურება ციხის საკნები მსოფლიოს გარშემო
Bored Panda-მ მსოფლიოს გარშემო არსებული ციხის საკნების ფოტოები შეაგროვა, რათა ვნახოთ, თუ როგორ ეპყრობიან სხვადასხვა ქვეყნებში კრიმინალებს.
ბრაზილიელ ტატუ-არტისტს, საშინელი ნახატების მიუხედავად კლიენტების ზღვა ელოდება

ბრაზილიელ ტატუ-არტისტს, საშინელი ნახატების მიუხედავად კლიენტების ზღვა ელოდება

ბრაზილიელ ტატუ-არტისტს, საშინელი ნახატების მიუხედავად კლიენტების ზღვა ელოდება
ჰელენას ხატვის არაფერი გაეგება, მაგრამ სწორედ ამ ნაკლის გამო, მას საშუალება მიეცა გამოენახა საკუთარი ორიგინალური ნიშა კონკურენტულ გარემოში
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.