fbpx

17 საათიანი ავიარეისი ავსტრალიიდან ლონდონში ჩაფრინდა


გააზიარე სტატია

Handout photo from Qantas on 24 March 2018 shows Qantas 787-9 Dreamliner

ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთს შორის რეგულარული პირდაპირი რეისის პირველი ფრენა შესრულდა – ავიაკომპანია Qantas-ის „ბოინგი“ ლონდონში, ჰიტროუს აეროპორტში 17-საათიანი ფრენის შემდეგ მშვიდობიანად დაეშვა. ბოინგ 787-9 Dreamliner-მა 14642 კილომეტრიანი მანძილი დაგეგმილზე ოდნავ სწრაფად დაფარა.

პერთი-ლონდონის ეს რეისი მსოფლიოს რეკორდულად გრძელი რეგულარული საავიაციო რესირების რიცხვშია. მათ შორისაა:

  • Qatar Airways: ოკლენდი, ახალი ზელანდია – დოჰა, კატარი (14535 კმ და 18 საათი ფრენა)
  • Indian Airways: დელი, ინდოეთი – სან-ფრანცისკო, აშშ (15000 კმ და 17 საათი ფრენა)
  • Cathay Pacific: ჰონგ-კონგი, ჩინეთი – ნიუ იორკი, აშშ (15000 კმ და 16 საათი ფრენა)

ავსტრალიის ქალაქ პერთსა და ლონდონს შორის განხორციელებული ეს რეისი დიდი ბრიტანეთის აქამდე არსებულ ყველაზე გრძელ პირდაპირი ფრენის მარშრუტს (ლონდონი-ჯაკარტას) 24%-ით აღემატება და ლონდონიდან სიდნეიმდე მგზავრობას 3 საათით ამცირებს.


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.