27 მარტი – დილიდან
კამპანიის “კაცები ზრუნავენ” ბანერები საქართველოს ქალაქებში გამოჩნდა
კამპანიის “კაცები ზრუნავენ” ეგიდით დღეიდან თბილისის ქუჩებში ასეთ ბანერებს ნახავთ. ამჯერად ბანერებს შეხვდებით რეგიონებშიც, კერძოდ – ზუგდიდსა და თელავში. ბანერებზე კამპანიის “კაცები ზრუნავენ” მონაწილეები თავიანთ შვილებთან ერთად არიან გადაღებული და სხვა მამებს მოუწოდებენ, მეტი დრო დაუთმონ შვილებსა და ოჯახს.
წყარო: https://www.facebook.com/
ტომ ჰარდის პირველი ფოტო ალ კაპონეს როლში
ოსკარის ნომინანტი ბრიტანელი ვარსკვლავი ტომ ჰარდი რეჟისორ ჯოშ ტრენკის ბიოგრაფიულ ფილმში, Fonzo, ცნობილი განგსტერის, ალ კაპონეს როლს შეასრულებს. პროექტი, რომელიც მრავალი წელია იგეგმება, ჩიკაგოს ყველაზე გავლენიანი განგსტერის, ალ კაპონეს სიცოცხლის ბოლო წლებს ასახავს. მსახიობმა ცოტა ხსნის წინ გადასაღები მოედნიდან პირველი ფოტო გამოაქვეყნა:
წყარო: https://www.instagram.com
ინგლისის ქალაქ ეილსბერში ლეგენდარული მომღერლის, დევიდ ბოუის, პირველი ძეგლი დადგეს
ბოუიმ მეხუთე სტუდიური ალბომიდან სიმღერა Ziggy Stardust პირველად სწორედ ამ ქალაქში შეასრულა.
წყარო: http://www.bbc.com/
ფეისბუქი ანდროიდის ტელეფონებიდან ზარებისა და SMS-ების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა
პროგრამისტმა დილან მაკგეიმ პირველმა აღმოაჩინა, რომ ფეისბუქი მისი სატელეფონო ზარების ინფორმაციასა და მესიჯების მეტადატას ინახავდა. პროგრამისტმა ეს მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც აპლიკაციიდან საკუთარი ანგარიშის ასლი Zip ფაილში ჩამოტვირთა. მისი ვარაუდი Ars Technica-მაც დაადასტურა, რომელიც მაკგეის მსგავსად მოიქცა და ინფორმაცია ჩამოტვირთა. თუმცა უნდა ითქვას, ფეისბუქის აპლიკაცია მიზანმიმართულად არ აგროვებდა ამ ჩანაწერებს. ანდროიდის სისტემის გავლით, მას ამის უფლება თავად მიეცით, როცა შესაბამის კითხვაზე დადებითი პასუხი გაეცით. ამ აღმოჩენასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს ფეისბუქმაც გასცა პასუხი. მათი განცხადებით, ზარებისა და მესიჯების ინფორმაციის შენახვის შესაძლებლობა არჩევითია და ამის შესახებ თითოეულ მომხმარებელს აქვს თანხმობა მიცემული.
წყარო: https://www.engadget.com
ლუკა გუადანინოს ფილმი, Call Me by Your Name, პეკინის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა დაბლოკეს
ლუკა გუადანინოს ფილმი, Call Me by Your Name, რომელმაც ოსკარი საუკეთესო ადაპტირებულ სცენარში მიიღო, პეკინის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა დაბლოკეს. როგორც აღმოჩნდა, ეს გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ წინა თვეში, ჩინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომლის მიხედვითაც კომუნისტური პარტიის პროპაგანდის დეპარტამენტს შესაძლებლობა ექნება გააკონტროლოს ფილმები, ახალი ამბები და გამოცემები.
ფილმი სწორედ ამ ორგანიზაციამ დაბლოკა. სავარაუდო მიზეზი კი გეი თემატიკაა. ეს ფაქტი უკვე გააპროტესტა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, სოციალუ ქსელში კი ფესტივალის ჩაშლით იმუქრებიან.
წყარო: http://variety.com/
Nissan-მა ელექტროავტომობილის გამოუსადეგარი აკუმულატორების ქუჩის განათებად გადააკეთა
იაპონური ავტომობილების მწარმოებელში განმარტავენ, რომ მანქანისთვის უკვე გამოუსადეგარ აკუმულატორს დღის განმავლობაში მზის სხივები დამუხტავს, ხოლო დაბნელებისას მზის ენერგია ქუჩებს გაანათებს.
წყარო: https://www.engadget.com/
გიორგი ლობჟანიძის ლექცია – “ისლამის ძირითადი განშტოებანი”
27 მარტს, 17 საათზე, “კავკასიური სახლის” სახალხო უნივერსიტეტის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ლექციას “ისლამის ძირითადი განშტოებანი” წაიკითხავს თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების პროფესორი გიორგი ლობჟანიძე. გიორგი ლობჟანიძე ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ირანისტი და არაბისტია. ის გახლავთ ყურანის ქართულენოვანი აკადემიური თარგმანის ავტორი. მიღებული აქვს ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო პრემია. წლების განმავლობაში მუშაობდა თეირანში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.
წყარო: https://www.facebook.com/
ქართული თეატრისა და კინოს თანავარსკვლავედი ჟან ჟენეს საკულტო დრამის პირველ ქართულ დადგმაში
თუ გაგიმართლათ და ბილეთის შეძენა მოახერხეთ, დღევანდელი დღე იდეალურია სამეფო უბნის თეატრში “მოახლეების” სანახავად. ნიკა თავაძის სპექტაკლში მთავარ როლებს ბაია დვალიშვილი, ნინო კასრაძე და ნატო მურვანიძე ასრულებენ.