fbpx

სარეკლამო sms-ების გათიშვის ინსტრუქცია


გააზიარე სტატია


დღის (და ღამის) განმავლობაში სხვადასხვა კომპანიებისგან მიღებული ათეულობით SMS სერვისებისა თუ ფასდაკლებების შესახებ დამსახურებულად იწვევს მომხმარებელთა გაღიზიანებას და ყოველი მათგანის უფლებაა, მომაბეზრებელ „შემოთავაზებებზე“ უარის თქმა.

ამ მიმართულებით მომხმარებლების უფლებების დაცვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს ეხება.

შევეცადეთ გაგვერკვია, თუ როდის ირღვევა ჩვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები, საიდან ხვდება კომპანიების ბაზებში ჩვენი პირადი მონაცემები და როგორ ავიცილოთ თავიდან არასასურველი SMS-შემოთავაზებები.

გვესაუბრება აპარატის იურისტი ნატალია პეტრიაშვილი:

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ითვალისწინებს ისეთ ტერმინს, როგორიცაა „პირდაპირი მარკეტინგი“, რომელიც გულისხმობს ელექტრონული ფოსტის, სატელეფონო შეტყობინების თუ ნებისმიერი პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებით რაიმე პროდუქტის, მომსახურების თუ დასაქმების შეთავაზებას. წესები ცალკე მუხლითაა დარეგულირებული და სხვადასხვა ვალდებულებებს აკისრებს კომპანიებს.

პერსონალური მონაცემების გამოყენება კანონით დაშვებულია იმ შემთხვევებში, როდესაც კომპანია მონაცემებს იღებს რაიმე საჯარო წყაროდან, სადაც მონაცემები მომხმარებლის თანხმობით, ნებაყოფლობით არის მითითებული (მაგ. გათამაშება, ლატარია, შევსებული აპლიკაცია და ა.შ.), ასევე, მობილურ ოპერატორსა და აბონენტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულია პუნქტი, სადაც წერია, რომ ოპერატორს უფლება აქვს გადასცეს თქვენი პირადი ნომერი კომპანიებს.

რა უნდა ვქნათ თუ არ გვსურს ამა თუ იმ კომპანიისგან სარეკლამო შეტყობინების მიღება?

2012 წლიდან ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც SMS შეტყობინებას აუცილებლად უნდა მოჰყვებოდეს ე.წ. უარის მექანიზმი. როგორც წესი ესაა კოდი, რომლის აკრეფის შედეგად თქვენ უნდა გაგეთიშოთ მოცემული კომპანიის რეკლამა. არასასურველი სარეკლამო შეტყობინების მიღებისას, საკმარისია რომ აკრიფოთ შეტყობინების ბოლოში არსებული გათიშვის კოდი და დაელოდოთ დადასტურებას.

კოდები სხვადასხვაგვარია: შეტყობინებების მიღებაზე უარი შეგიძლიათ თქვათ კოდით მითითებულ ნომერზე დარეკვით ან სმს-ის საშუალებით. კოდის გაგზავნის შემდგომ, თქვენ უნდა მიიღოთ დადასტურების შეტყობინება.

რა შემთხვევაში ირღვევა კანონი:

  • როდესაც შეტყობინებას არ მოჰყვება კოდი (უარის მექანიზმი)
  • როდესაც შეტყობინებას მოჰყვება კოდი, მაგრამ არ არის განმარტებული და გაუგებარია.
  • როდესაც კოდი მოჰყვება, მაგრამ მექანიზმი ტექნიკურად არ მუშაობს
  • როდესაც კოდის გაგზავნის და შეტყობინებებზე უარის თქმის შემთხვევაში, 10 დღის შემდგომ, მომხმარებელი კვლავ იღებს შეტყობინებებს.

სარეკლამო შეტყობინებებზე უარის თქმის ფუნქცია აქვთ მობილურ ოპერატორებსაც – „მაგთისგან“ მოსული სარეკლამო შეტყობინებების გათიშვა ხდება შემდეგი ნომერზე დარეკვით – *182#

ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან ნებისმიერის დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეებმა რეაგირებისთვის უნდა მიმართონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს:

facebook.com/DPAGeorgiaOfficial/
[email protected]
Tel: (+995 32 242 1000)
ვაჩნაძის ქ. N7 (საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარედ)
მეტ ინფორმაციას თქვენი პირადი მონაცემების დაცვის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://personaldata.ge/

 

დარღვევის პირველი შემთხვევისას კომპანია ჯარიმდება 3000 ლარით.

თუ დარღვევა ერთი წლის განმავლობაში კვლავ განმეორდა, ჯარიმა 10000 ლარს ითვალისწინებს.

2017 წლის მონაცემებით დარღვევების გამო 23 კომპანია დაჯარიმდა.


რეკომენდებული სტატიები
ქართველი მოგზაურების საუკეთესო ბლოგები

ქართველი მოგზაურების საუკეთესო ბლოგები

ქართველი მოგზაურების საუკეთესო ბლოგები
ამ სტატიიდან შეგიძლიათ სამოგზაურო ხრიკების გაგება პირდაპირ ქართველი მოგზაური ბლოგერებისგან, რომლებიც სასარგებლო რჩევებს გვიზიარებენ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.