fbpx

6 აპრილი – დილიდან


გააზიარე სტატია

დღეს მართლმადიდებლური სამყარო წითელ პარასკევს აღნიშნავს.

ვნების კვირის პარასკევი დააწესა ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად, როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს.

6 აპრილს, საღამოს 20:00 საათზე, ტრადიციულ სადისკუსიო ფორმატის სეანსს თავისუფალი ჩვენებების გუნდის ახალი ორგანიზატორები ლაშა ცქვიტინიძის ფილმით – “მე ვარ ბესო” წარმოგვიდგენენ

Image may contain: sky, cloud, text and outdoor

სხვადასხვა ქვეყნის კინემატოგრაფში ე.წ. ახალი ტალღის პერიოდის დაწყებისთვის აუცილებელი პირობა იყო, ამ ქვეყნის შემოქმედებს ახლებურად დაენახათ რეალობა; ახალი, განსხვავებული რაკურსით შეეხედათ პრობლემებისთვის და ესაუბრათ თავიანთი ეპოქის გამოწვევებზე. სწორედ მსგავსი გამოწვევების მიღებას და მათზე ერთგვარი პასუხების ძებნას გვთავაზობს ლაშა ცქვიტინიძის სადებიუტო ფილმი – “მე ვარ ბესო”. ფილმი ერთ-ერთი თამამი მცდელობაა ვისაუბროთ პრობლემებზე, რომლებზეც ქართული კინო აქამდე დუმდა, თემებზე, რომელთა წარმოჩენასაც ჩვენი რეჟისორები ერიდებოდნენ.
წყარო: https://www.facebook.com/

 

ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი, ჯოან კოლინზი რაიან მერფის სერიალ American Horror Story-ის მერვე სეზონში ითამაშებს

84 წლის ჯოან კოლინზი, რომელმაც პოპულარობის პიკს 1980-90-იან წლებში სერიალ “დინასტიაში” ელექსისის როლის შესრულებით მიაღწია, დღესაც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობია. რაც შეეხება AHS-ის მერვე სეზონს, უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ მთავარ როლებს კეტი ბეიტსი, სარა პოლსონი და ევან პიტერსი შეასრულებენ. როგორც შოუს შემქმნელმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გაამხილა, ახალი ნაწილის სიუჟეტი მომავალში განვითარდება და მოგვიყვება იმ სააფრთხეებისა თუ შიშების შესახებ, რომლებიც მომავლის ადამიანებს ექნებათ. წინასწარი ინფორმაციით, FX-ის შოუს ახალ სეზონს Radioactive [რადიოაქტიური] ერქმევა, თუმცა რაიან მერფი ამ ფაქტს არ ადასტურებს. ჯერჯერობით American Horror Story-ის მერვე სეზონთან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.
წყარო: https://www.instagram.com/

 

როუენ ატკინსონი ეკრანზე ყველაზე სასაცილო აგენტის, ჯონი ინგლიშის როლით ბრუნდება

კინოსურათი ეკრანზე 2018 წლის 20 სექტემბერს გამოვა და ატკინსონის გარდა ფილმში ემა ტომპსონსა და ოლგა კურილენკოს ვიხილავთ.
წყარო: https://www.youtube.com/

 

მერილ სტრიპის პირველი ფოტო Big Little Lies-ის მეორე სეზონიდან

HBO-ს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიალი – Big Little Lies მეორე სეზონით 2019 წელს დაბრუნდება. სერიალში ძველი მსახიობების გარდა ვიხილავთ მერილ სტრიპსაც, რომელიც სელესტის [ნიკოლ კიდმანის გმირი] დედამთილის როლს შეასრულებს. კიდმანმა ცოტა ხნის წინ მერილთან გადაღებული ფოტო დადო ინსტაგრამზე. მერილ სტრიპის გმირი პირველ სეზონში დაღუპული პერის დედა იქნება და მერი ლუის რაიტი ერქმევა.
წყარო: https://www.instagram.com/

 

დიზაინერმა ჯონ გალიანომ ბუნებრივი ბეწვის გამოყენებაზე უარი თქვა

Margiela-ს სახლის კრეატიული დირექტორი ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღებაში ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია Peta დაეხმარა. ამ ნაბიჯის გადადგმა დიზაინერისგან მოსალოდნელიც კი იყო, რადგან ცოტა ხნის წინ ის ვეგეტარიანელი გახდა.
წყარო: https://www.vogue.com/

 

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და ჯიფონის კინოფესტივალი იტალიაში, ჯიფონის კინოფესტივალზე გასამგზავრებლად 13-16 წლის მოზარდებისთვის კონკურსს აცხადებს

კინოცენტრის ინფორმაციით, კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სპეციალურად შედგენილი ანკეტა, რომელიც განთავსებულია ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდსა და Giffoni Georgia-ს Facebook-ის გვერდზე.კინოცენტრი კონკურსანტებს სთხოვს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ სამოტივაციო წერილს.
წყარო: http://www.gnfc.ge

 

საუდის არაბეთში პირველად 35 წლის შემდეგ კინოთეატრი გაიხსენება

შესაბამისი ლიცენზია ქვეყნის ხელისუფლებამ გასცა. კინოთეატრი ერ-რიადში გაიხსენება და პირველი ფილმი, რომელსაც აჩვენებენ, “შავი პანტერა” იქნება. როგორც ცნობილია, 2030 წლისთვის ქვეყანაში 300-მდე კინოთეატრის გახსნა იგეგმება. კინოთეატრების ყველაზე დიდი ქსელი AMC საუდის არაბეთის 15 ქალაქში 40-მდე დარბაზს გახსნის.

წინა წელს არაბეთის პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა Vision 2030-ის პროექტის ფარგლებში ქვეყანაში რეფორმები წამოიწყო. საუდის არაბეთში მკაცრი ისლამური ხედვების გამო კინოთეატრები 70-იან წლებში დახურეს. კინოთეატრების ხელახლა გახსნას ბევრი სასულიერო პირი ეწინააღმდეგება.
წყარო: https://www.reuters.com/

 

ლიტვურ ენაში საქართველოს სახელწოდებად Sakartvelo ოფიციალურად დამკვიდრდება

Image may contain: outdoor

ლიტვაში საქართველოს საელჩოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 5 აპრილს კომისიამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, რომ ლიტვურ ენაში ოფიციალურად დამკვიდრდეს საქართველოს აუთენტურ დასახელებაზე (Sakartvelo) დამყარებული სახელწოდება, ამჟამად არსებულ დასახელებასთან ერთად (Gruzija). ლიტვაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ეს იქნება უნიკალური ჟესტი ლიტვის რესპუბლიკის მხრიდან, რომელიც მიეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან მეასე წლისთავს – 2018 წლის 26 მაისს.
წყარო: https://www.facebook.com/


რეკომენდებული სტატიები
5 აპრილი - დილიდან

5 აპრილი - დილიდან

5 აპრილი - დილიდან
სოციალურმა პროექტმა Charte.ge-მ სოფელ დვანში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებს კომპიუტერები გადასცა და ინტერნეტი ჩაურთო
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.