fbpx

4 აპრილი – დილიდან


გააზიარე სტატია

წუხელ YouTube-ის სათავო ოფისში სროლა იყო.

Image result for youtube head office shooting

როგორც სან ბრუნოს პოლიცია ტვიტერზე წერდა, შენობიდან ცხელ ხაზზე რამდენიმე ზარი შევიდა და YouTube-ის თანამშრომლები შველას ითხოვდნენ. სათავო ოფისთან მობილიზებული იყო რამდენიმე ათეული პოლიციის მანქანა და გახსნილი იყო ორმხრივი ცეცხლი.

როგორც CNN წერს, YouTube-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ ადამიანები შენობის დატოვებას ცდილობდნენ. ერთ-ერთი მათგანი შეხვედრაზე იმყოფებოდა, როცა მენეჯერმა, რომელმაც სროლას ყური მოჰკრა. წინასწარი ინფორმაციით არიან დაჭრილებიც და არის მსხვერპლიც. თავდამსხმელი ქალი აღმოჩნდა და თავი მოიკლა.
წყარო: https://edition.cnn.com/

 

ნატოს შექმნიდან 69 წელი გავიდა

Image result for 69 year anniversary nato

1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში ხელი მოეწერა ჩრდილოატლანტიკურ შეთანხმებას ნატოს შექმნის შესახებ, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების საფუძველზე ათმა ევროპულმა და ორმა ჩრდილოამერიკულმა ქვეყანამ დააარსა ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია. დამფუძნებელი ქვეყნების მთავარი მიზანი იყო წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით.

 

Star Wars-ის ფანები ითხოვენ, რომ კინოსტუდიებმა Disney-მ და LucasFilm-მა ვარსკვლავური ომების მომდევნო ნაწილებში პრინცესა ლეიას როლზე სამი ოსკარის მფლობელი მსახიობი მერილ სტრიპი დაამტკიცონ

Harrison Ford, Carrie Fisher, and Mark Hamill in the original Star Wars film
ამ მოთხოვნით მათ პეტიციაც კი გამოაქვეყნეს, რომელსაც თითქმის 10 ათასი ხელმომწერი ჰყავს, თუმცა ოფიციალური კომენტარი ამ თემაზე ფილმის შემქმნელებისგან და თავად სტრიპისგან ჯერ არ გაკეთებულა. შეგახსენებთ, რომ კერი ფიშერი ვარსკვლავურ ომებში პრინცესა ლეიას როლით არის ცნობილი. ის 2016 წლის დეკემბერს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.
წყარო: http://www.bbc.com/news/newsbeat-43618711

 

BMW მომავალი წლიდან ბაზარზე ელექტრომობილების გამოშვებას გეგმავს

Back to the future blasphemy: This might look like any classic Mini from the front, but it hides a zero-emissions secret under the bonnet

მათ შორის იქნება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიის, მინი კუპერის ხაზის მანქანებიც. კომპანიის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი პირველი მოდელი ელექტროძრავათი კლასიკური მინი კუპერი იქნება. კლასიკური მინი კუპერი პირველად 1959 წელს British Motors Corporation-მა შექმნა და 1960-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მანქანა იყო. მის თანამედროვე ვერსიაში მთლიანად შენარჩუნდება დიზაინერული შტრიხები და ვიზუალურად ზუსტად მისი წინაპრის ანალოგი იქნება. მხოლოდ ერთადერთი მნიშვნელოვანი ცვლილება იგეგმება – ოთხცილინდრიან ძრავას ელექტროძრავა ჩაანაცვლებს.
წყარო: http://www.thisismoney.co.uk/

 

ლეგენდარული ამერიკელი მსახიობის, მერილინ მონროს გარდაცვალებიდან 56 წლის შემდეგ ჰოლივუდში მასზე ფილმს გადაიღებენ

 Suzie Kennedy will play Marilyn in a new movie about her life

ფილმში მონროს ციფრული ორეული ითამაშებს, რომლის გამოსახულებაც მერილინის დიდი ფანის, 41 წლის სიუზი კენედის წყალობით შეიქმნა. როგორც ცნობილია, სიუზის თითქმის 10 ათასზე მეტი ფოტო 200-მდე კამერით გადაუღეს და მისი სხეულის ყველა ფორმა დააფიქსირეს.
წყარო: https://www.thesun.co.uk/

 

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ოსკარის მფლობელი მსახიობი ჯულიანა მური სულ მალე პოლ უეიტსის ახალ ფილმში, Bel Canto, მთავარ როლს შეასრულებს

Image result for Bel Canto 2018 movie

ფილმის სიუჟეტი 2001 წელს გამოსულ რომანს ეფუძნება, რომელიც 1996-1997 წლის ლიმას კრიზისად წოდებულ ამბებს ეხება. 1996 წლის 17 დეკემბერს ლიმაში ტერორისტებმა იაპონიის საელჩოში ტყვედ საელჩოში წვეულებაზე შეკრებილი ასობით ადამიანი აიყვანეს, ხოლო შემდეგ მათდამი სიმპათიის გამო გაათავისუფლეს, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ 126 დღის შემდეგ, 1997 წლის 22 აპრილს მოხერხდა. 126-დღიანი ტყვეობის დროს ტერორისტებსა და მძევლებს შორის მეგობრული, ხშირ შემთხვევაში რომანტიკული ურთიერთობაც ჩამოყალიბდა. ფილმში ჯულიანა მური ამერიკელი პრიმადონას, როქსენ კოუსის როლს მოირგებს.
წყარო: http://www.imdb.com/

 

2018 წლის ჰელოუინზე ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება ნეტფლიქსის პოპულარული სერიალის, Stranger Things-ის თემატურ პარკს ეწვიოს

საშინელებათა ღამისთვის ფლორიდაში, უნივერსალ სტუდიოში სპეციალური ივენთიც მოეწყობა და დიდი ალბათობით, შესაძლოა, სერიალის მსახიობებსაც შეხვდეთ.
წყარო: https://www.youtube.com/

 

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეტ მეორის ქმარი, ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპი საავადმყოფოში მიიყვანეს

prince-philip-carriage-driving

გავრცელებული ინფორმაციით, დედოფლის მეუღლე თეძოზე დაგეგმილ ოპერაციას ჩაიტარებს. ბოლო 2 წლის განმავლობაში ეს მისი მესამე ოპერაცია იქნება. პრინცი ფილიპი 96 წლის არის.
წყარო: https://www.hellomagazine.com/

 

ჯორჯ კლუნი და ჰიუ ლორი ახალ სერიალში ერთად ითამაშებენ

Hugh Laurie

მსახიობები მონაწილეობას მიიღებენ ჯოზეფ ჰელერის რომანის, Catch 22, ეკრანიზაციაში. ახალ შოუში მხოლოდ ექვსი სერია იქნება და მას Paramount გადაიღებს, მისი პრემიერა კი ჰულუზე შედგება. სერიალის სიუჟეტი იტალიაში, მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარეობს და ის ამერიკელი ჯარისკაცების მისიაზე მოგვითხრობს.
წყარო: http://variety.com/

 

პირველი მობილური ტელეფონის გამოსვლიდან 45 წელი გავიდა

The venerable Motorola DynaTAC

პირველი მობილური ტელეფონი 1973 წელს Motorola-ს მობილური კავშირის განყოფილების დირექტორმა მარტინ კუპერმა გამოიყენა და პირველი ზარიც განახორციელა. პირველი ტელეფონის სახელწოდება DynaTAC იყო, რომელიც დაახლოებით კილო-ნახევარს იწონიდა. ტელეფონის აკუმულატორი 35-წუთიანი კავშირის შესაძლებლობას იძლეოდა, ხოლო მის დასატენად 10 საათზე მეტი იყო საჭირო.
წყარო: https://www.phonearena.com/

 

ამერიკულ Vogue-დან შესაძლოა მთავარი რედაქტორი ანა ვინტური წავიდეს

Is Anna Wintour out at Vogue?

გავრცელებული ინფორმაციით, ვინტური თანამდებობის დატოვებას ივლისში, საკუთარი შვილის ქორწილის შემდეგ აპირებს. ვარაუდობენ, რომ Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტს ედვარდ ენინფულუ დაიკავებს, რომელიც ამჟამად ჟურნალის ბრიტანულ ვერსიას ხელმძღვანელობს. ანა ვინტური მოდურ ჟურნალ Vogue-ს 1988 წლიდან ხელმძღვანელობს.
წყარო: https://pagesix.com/

 

ცხადდება კონკურსი პროექტის, “ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018 საპატიო სტუმარი ქვეყანა – საქართველო” საგამომცემლო პროგრამის ფარგლებში, ხელოვნების და დიზაინის პავილიონში არსებული ფესტივალისთვის ARTS+

ARTS+ შემოქმედებითი და კულტურული სექტორისთვის განკუთვნილი საერთაშორისო ბიზნესფესტივალია, რომელიც იმ ადამიანებს აკავშირებს ერთმანეთთან, ვინც მსოფლიოს მასშტაბით ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობს. წელს ARTS+-ს თემა “კულტურული მემკვიდრეობაა”, რომელსაც ფესტივალი გაცილებით ფართო მასშტაბით მოიაზრებს, ვიდრე მხოლოდ წარსულის მემკვიდრეობას და მას ყველა შესაძლო დროში შლის. სამდღიანი პროგრამისთვის შერჩეულია სამი განსხვავებული თემა. ვინაიდან ARTS+-ს სცენა Runway საკურატორო პლატფორმაა, კონკურსში მონაწილე კანდიდატებიდან და მათი პროექტებიდან საუკეთესოებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მესვეურები შეარჩევენ, რის შედეგადაც ქართული პროგრამისთვის გამოიყოფა ერთი ან მეტი 20-30-წუთიანი მოცულობის სლოტი. გთხოვთ პროგრამის დეტალური აღწერა დღეების და მოთხოვნების მიხედვით იხილოთ მიბმულ ფაილში. საგამომცემლო პროგრამის მიზანი და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოთხოვნა ამ პლატფორმაზე იმ პროექტების წარდგენაა, რომელიც ქართული კულტურისა და შემოქმედებითი პოტენციალის ინოვაციურ შესაძლებლობებს წარმოაჩენს.
წყარო: http://gpba.ge

 

ჩენინგ ტატუმმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით მსოფლიოს ამცნო, რომ ცხრაწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ის და ჯენა დევანი შორდებიან

Image result for channing tatum instagram post divorce

“წლების განმავლობაში ჩვენ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და არაჩვეულებრივი, მაგიური დრო გავატარეთ ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, უნდა ვთქვათ, რომ საერთოდ არაფერი შეცვლილა ერთმანეთთან დამოკიდებულებაში, თუმცა სიყვარული ხომ მოგზაურობაა, რომელმაც ახლა ჩვენ სხვადასხვა გზაზე დაგვაყენა. არანაირი საიდუმლო მიზეზი ამ გადაწყვეტილებაში არ არის. უბრალოდ ორმა საუკეთესო მეგობარმა გადაწყვიტა, რომ ერთმანეთს დაშორებოდა, თუმცა გამუდმებით დარჩენილიყო ერთმანეთის მხარდამჭერებად”, – წერია ინსტაგრამის პოსტში.
წყარო: https://www.instagram.com


რეკომენდებული სტატიები
3 აპრილი - დილიდან

3 აპრილი - დილიდან

3 აპრილი - დილიდან
ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი, მალალა იუსაფზაი, თავდასხმიდან 5 წლის შემდეგ პაკისტანში, საკუთარ სახლში დაბრუნდა
30 მარტი - დილიდან

30 მარტი - დილიდან

30 მარტი - დილიდან
ქართველი მსახიობი ელენა სატინი CBS-ის ახალ სერიალში, Strange Angel, რუპერტ ფრენდთან ერთად ითამაშებს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.