fbpx

13 აპრილი – დილიდან


გააზიარე სტატია

 

ნიუ-იორკში, ლინკოლნის ცენტრში სამიტი – Women in the World 2018 წითელი ხალიჩით გაიხსნა

სტუმართა შორის არიან: დიზაინერები დონა კარანი, კაროლინა ჰერერა, ტორი ბარჩი. ასევე ჰოლივუდის ვარსკვლავები მეგ რაიანი, ჰიუ ჯეკმენი, ემი ფორსაიტი, დებრა მესინგი, მარისა ტომეი, ვაიოლა დევისი და სხვები. ქალთა სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემაა “ავტორიტარული რეჟიმების გაძლიერება მსოფლიოში – რუსეთში, ჩინეთსა და თურქეთში”. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა თამარა ჩერგოლეიშვილი. სამიტის ერთ-ერთი მოდერატორი ჰილარი კლინტონია.

 

საქართველოს, საფრანგეთისა და ბელგიის ერთობლივი ფილმი კანის ფესტივალის მთავარ კონკურსშია

Image may contain: 3 people, outdoor and text

კანის კინოფესტივალის პრესკონფერენციაზე ის ფილმები დაასახელეს, რომლის ნახვაც კანში ჩასულ სტუმრებს ფესტივალის განმავლობაში შეეძლებათ. კინოფესტივალის კონკურში მოხვდა საქართველოს, საფრანგეთისა და ბელგიის კოპროდუქცია “მზის გოგოებიც”, ევა ჰუსონის ფილმი ოქროს პალმის რტოს მოსაგებად იბრძოლებს. ფილმის გადაღებები Film In Georgia-ს მხარდაჭერით განხორციელდა, რომელსაც ეროვნული კინოცენტრი და სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ერთობლივად ახორციელებენ. საერთო ჯამში მთავარი პრიზისთვის ერთმანეთს 17 ფილმი შეეცილება, მათ შორის არის ჟან-ლუკ გოდარის ახალი ფილმი Le livre d’image.
წყარო: https://www.facebook.com/

 

მსახიობი ჯიმ კერი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დიდ ეკრანს ალექსანდროს ავრანასის ახალი კრიმინალური დრამით უბრუნდება

Dark Crimes – ასე ჰქვია ფილმს, რომელიც წიგნის სიუჟეტის მიხედვით ჩადენილი მკვლელობების სერიას ეხება. ჯიმ კერისთან ერთად ფილმში შარლოტა გინსბურგი თამაშობს. კინოსურათი 2018 წლის 11 მაისს გამოვა.
წყარო: https://www.youtube.com/

 

ქართულმა ანიმაციურმა ფილმმა “ჯინო” ინდოეთის მე-10 საერთაშორისო საბავშვო ფილმების ფესტივალზე გრანპრი მოიგო და 2018 წლის საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი გახდა

No automatic alt text available.

დავით კიკნაველიძის პირველი 3D ანიმაციის მსოფლიო პრემიერა საფრანგეთში, ანსის საერთაშორისო ანიმაციის ფესტივალზე შედგა. როგორც ანიმაციის რეჟისორი დათო კიკნაველიძე აცხადებს, მალე ფილმის მეორე ნაწილსაც გადაიღებენ. 3D ფორმატში შექმნილი ნამუშევრის ახალი ნაწილი მაყურებლის წინაშე 2020 წლისთვის წარსდგება.
წყარო: https://www.facebook.com/

 

ლოს-ანჯელესის პროკურატურამ კევინ სპეისის მიმართ სექსუალური შევიწროების საქმეზე გამოძიება დაიწყო

Kevin Spacey at October press event for Baby Driver

უწყების ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვეში ოსკაროსანი მსახიობი 30-ზე მეტმა კაცმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში. უწყებაში ამბობენ, რომ კევინ სპეისის წინააღმდეგ პოლიციას აქვს მტკიცებულება 1992 წელს ჰოლივუდში მომხდარ შემთხვევაზე. ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის შერიფის განცხადებით, სპეისის საქმეზე გამოძიება 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, რაიონულ პროკურორს კი საქმე 2018 წლის აპრილის დასაწყისში გაეგზავნა.
წყარო: http://www.bbc.com/

 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის ფარგლებში, 11-დან 18 აპრილამდე იტალიაში, მარკეს რეგიონის ქალაქ პეზაროში, ქართული კულტურის დღეები იმართება

ქართული კულტურის დღეები რამდენიმე ღონისძიებას მოიცავს. 12-14 აპრილს ფრანკო კორელის აუდიტორიუმში გაიმართება ქართული ფოლკლორისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომელსაც “თუშური ბრენდი” წარმოადგენს. 15 აპრილს პეზაროს ექსპერიმენტულ თეატრში აჩვენებენ რეჟისორ ზაზა ურუშაძის ფილმს, “მანდარინები”, რომლის დაწყებამდე გაიმართება მცირე კონფერენცია საქართველოსა და ოკუპირებული რეგიონების შესახებ.

 

ესპანეთში, საერთაშორისო კინოფესტივალ Las Palmas de Gran Canaria-ს მთავარ საკონკურსო პროგრამაში ზაზა ხალვაშის ფილმი “ნამე” მონაწილეობს

პარალელურად ფილმი სტამბულის საერთაშორისო კინოფესტივალზეც არის წარდგენილი პროგრამაში Best of Best. “ნამე” სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთებში, ერთ პატარა, ტრადიციულ სოფელში მცხოვრები მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამეს და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს. ძმებიდან ერთი მასწავლებელია, მეორე – მოლა, ხოლო მესამე – მღვდელი. სოფელში მაჰმადიანები და მართლმადიდებლები ერთად ცხოვრობენ. სოფლის ერთ ბოლოში ეკლესია დგას, მეორე ბოლოში კი მეჩეთია. ფილმის პრემიერა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში შედგა, შემდეგ კი იგი ვილნიუსის და სოფიას კინოფესტივალებზეც აჩვენეს.
წყარო: http://www.gnfc.ge/

 

რაიან მერფის ახალი სერიალის, Pose-ის პირველი ტრეილერი გამოვიდა

სერიალის სიუჟეტიც 80-იან წლების ნიუ-იორკში განვითარდება და მანჰეტენის საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის ცხოვრების კონტრასტულობას გვიჩვენებს. აქ შეხვდებით მდიდრულ პერიოდს თავისი კულტურული სამყაროს წვეულებებითა და გარეუბნის სოციალურ მდგომარეობას.
წყარო: https://www.youtube.com/

 

გამოვიდა “ოუშენის რვა მეგობრის” მეორე ტრეილერი, სადაც პერსონაჟებს ვეცნობით

Warner Bros.-ის ახალი ფილმი – “ოუშენის რვა მეგობარი”, ოუშენის მეგობრების ახალი ვერსია იქნება ქალების მონაწილეობით. ვარსკვლავების სიუხვე ფილმის ახალ ვერსიაშიც მოგხვდებათ თვალში. ფილმში მონაწილეობენ: ქეით ბლანშეტი, სანდრა ბულოკი, ჰელენა ბონემ კარტერი, ენ ჰეთევეი, სარა პოლსონი, პოპ-ვარსკვლავი რიანა.
წყარო: https://www.youtube.com/


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.