fbpx

ჯორდან ბლეიდმა საქართველოში კიდევ ერთი ფილმი გადაიღო


გააზიარე სტატია

 

ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ პარიზში მცხოვრებმა რეჟისორმა ჯორდან ბლეიდმა ქართველი მსახიობი, მეთ შელი მოკლემეტრაჟიან ფილმში –  Comfort Zone – გადაიღო. 

რეჟისორი 2020 წლის დეკემბერში თბილისს კვლავ ესტუმრა და კიდევ ერთი საინტერესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი –  „heist!“ გადაიღო.  

 მთავარ როლში სხვა ქართველ მსახიობებთან – ნატალია ჯუღელთან, მარიშა ურუშაძესთან და სოსო ხვედელიძესთან  ერთად კვლავ მეთ შელი თამაშობს. . თუმცა, წინა ნამუშევრისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში მეთს სუპერ მასკულინური, ცოტა სახალისო პერსონაჟი უნდა შეექმნა.

რეჟისორისთვის ერთ-ერთი შთაგონება  ქართველი მსახიობი, ნატალია ჯუღელიც აღმოჩნდა. პროექტზე მუშაობის დაწყებამდე ჯორდანმა მისი ფოტო ნახა, სადაც იარაღი უჭირავს და გადაწყვიტა, რომ ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლი სწორედ მას უნდა შეესრულებინა. 

„heist!“ 1970-იანი წლების ფრანგული ფილმებით არის შთაგონებული, რომლებიც სახასიათო იუმორით გაჯერებულ კრიმინალური მოვლენების ერთგვარ ჯაჭვზე მოგვითხრობდა, მათ შორის  განსაკუთრებით აღსანიშნავია ფილმი Le Cercle Rouge.

“2020 წელს, როდესაც  კოვიდპანდემია ახალი დაწყებული იყო,  ჯორდანმა მომწერა. მითხრა, ჩამოსვლას ვაპირებო. ყველანი ძალიან დაბნეული ვიყავით. საერთოდ, ის ასეთია, მოულოდნელად გეუბნება, რომ მოდის და ფილმის გადაღება უნდა. ფილმი გასულ დეკემბერს გადავიღეთ. რეჟისორის იდეა იყო, რომ 2020 წელი  პოზიტიურად, პატარა 3-წუთიანი ფილმით დაგვესრულებინა. 

ფილმი 3 დღეში გადავიღეთ.  მის გამოსვლას კი დიდი ხანი ველოდებოდით. თუმცა, სრულიად მოულოდნელად, 21 ივლისს, ონლაინგამოცემა Schön!-ში გამოვჩნდით. ფილმზე metro production-მა იმუშავა“, –  უყვება AT.ge-ს მეთ შელი.

რაც შეეხება ჯორდან ბლეიდს, მან თქვა,  რომ ყოველთვის უნდოდა ამგვარი  ფილმი საკუთარი ხედვით გადაეღო. ასევე ამბობს, რომ ძალიან უყვარს საქართველო, ქართველი მსახიობები და მისთვის  კომფორტულია metro production-თან თანამშრომლობაც. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.