fbpx

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi


გააზიარე სტატია

საქართველო „ახალი შავია“,  კავკასიური ნაცია „ანტიმოდის” პიონერი – ასეთი ხმამაღალი სათაურით აფასებს  პოპულარული ამერიკული გამოცემა Economist, თანამედროვე საქართველოს მოდის ინდუსტრიაში მიმდინარე პროცესებს. ეს დიდი კომპლიმენტია ჩვენი  დიზაინერებისათვის და იმ გავლენაზე მიუთითებს, რომელიც ქართულ მოდას დღეისათვის მსოფლიო ბაზარზე აქვს.

საქართველო გლობალური ინტეგრაციის გზაზეა, და მისი კულტურული ვალუტა ძვირად ფასობს, – ნათქვამია სტატიაში. მსგავს შეფასებებს ამ ბოლო დროს მრავლად წააწყდებით სხვადასხვა ონლაინ, თუ ბეჭდურ გამოცემებში.

წარმოგიდგენთ რამდენიმე გამორჩეულ მომენტს Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-დან:

 

გიორგი ქებურიას ჩვენება თბილისი გარდენსში

Thank you🙏

A post shared by ᴳᴱᴼᴿᴳᴱ ᴷᴱᴮᵁᴿᴵᴬ (@georgekeburia) on

გიორგი ქებურიამ  საერთაშორისო პოპულარობა იმ სათვალეებით მოიპოვა, რომელიც დღეს ისეთ ვარსკვლავებს უკეთიათ, როგორებიც რიანა, სოლანჟი და  პამელა ანდერსონი არიან. მისი სათვალეები იყიდება Galeries Lafayette და Opening Ceremony-ში

ქებურიამ Mercedes-Benz Fashion Week-ის ფარგლებში ჩვენება ახლად გახსნილ “თბილისი გარდენსის” ეზოში გამართა. კოლექცია დიზაინერისთვის დამახასიათებელი პასტელური ფერებით და საინტერესო ფორმებით გამოირჩეოდა. მოდელებს ასევე ახალი ქართული ბრენდის, Le Chic Radical-ის საყურეები ეკეთათ.  

 

Gola Damian-ის ჩვენება განახლებულ Chaos Concept Store-ში

📸 @takoskriip

A post shared by techno aerobics (@goladamian) on

Gola Damian-ის ჩვენებები ყოველთვის ორიგინალურობით და იუმორით გამოირჩევა. ამ სეზონის კოლექციის სახელი My Darling Monster იყო და ჩვენება განახლებულ Chaos Concept Store-ში გაიმართა.

 

შეხვედრა რუს დიზაინერ გოშა რუბჩინკისთან ბასიანზე

ღონისძიება დაიწყო რუბჩინსკის 2018 წლის საშემოდგომო კოლექციის ვიდეოჩვენებით. ამის შემდეგ დიზაინერმა ისაუბრა საკუთარ ბრენდზე, რომელიც არსებობას წელს წყვეტს, ხელოვნებაზე, მის სკეიტ შოპზე მოსკოვში და ა.შ.

რუბჩინსკიმ განაცხადა, რომ საკუთარ თავს განიხილავს არა როგორც დიზაინერს, არამედ  როგორც არტისტს და რომ “გოშა რუბჩინსკი”, რომელიც უკვე 10 წელია არსებობს, მისთვის სახელოვნებო პროექტი იყო.

არტისტმა ასევე გაიხსენა პირველი შეხვედრა ადრიან ჯოფთან, რომელიც Comme Des Garçons-ის და Dover Street Market-ის მფლობელის და დიზაინერის, რეი კავაკუბოს ქმარია. სწორედ ამ შეხვედრის წყალობით შეძლო რუბჩინსკიმ მსოფლიო პოპულარობის მოპოვება.

 

Situationist

უცხოური პრესის ფავორიტი წელს ლეიბლი Situationist გახდა, რომლის დიზაინერიც ირაკლი რუსაძეა. მას ისეთმა პოპულარულმა გამოცემამ, როგორიც Wallpaper-ია “საქართველოს ყველაზე კაშკაშა ამომავალი ვარსკვლავი”  უწოდა. რუსაძის დიზაინით შექმნილი ტანსაცმელი ბოლო წლების განმავლობაში ბევრ ცნობილ ადამიანს ეცვა. მათ შორისაა ტოპ მოდელი ბელა ჰადიდი. წელს რუსაძეს ჩვენება ქალთა ციხეში უნდა გაემართა, მაგრამ რაღაც მიზეზების  გამო ეს ვერ მოხერხდა. ამერიკულმა Vogue-მა აღნიშნა, რომ ახალი ლოკაცია Situationist-ისათვის სასარგებლო აღმოჩნდა, რადგან ყურადღების ცენტრში ტანსაცმელი იყო. “ის გაცილებით უფრო დახვეწილია, ვიდრე ლეიბლის წინა კოლექციები, რომელიც უფრო პოსტსაბჭოთა ესთეტიკას გამოხატავდა,” – წერს გავლენიანი ჟურნალი.

 

Dalood X VADS Free Uni

Dalood-ის ჩვენება მოდის კვირეულის ფემინისტური განაცხადი იყო.  Dalood-ის გუნდი თითქმის სულ ქალებისგან შედგება. დიზაინერ მაკა კვიციანის ახალი კოლექციის კონცეფციაც  სწორედ ამ თემით იყო შთაგონებული. “ჩვენ ვართ ქალები, შესაბამისად ვართ ძლიერები, ჭკვიანები და დაუმარცხებლები.” – ასე იწყება ბრენდის ინსტაგრამის პოსტი. ჩვენების მუსიკალური გაფორმება ანა ჩხეიძეს ეკუთვნის.

ჩვენება თავისუფალი უნივერსიტეტის, Vads-ის ოთხი სტუდენტის – თეკლა პაიჭაძის, თეო მალპის, ნინი ხაბაზის და ელენე კვიმსაძის მიერ შექმნილი ერთობლივი  ნამუშევრის ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც არტისტის, Katharina Grosse-ის შემოქმედებით იყო ინსპირირებული.

 

Le mocassin zippe პრეზენტაცია Chaos Concept Store-ში

Le Mocassin Zippe ყველასთვის საყვარელი ფეხსაცმლის ბრენდია, რომელსაც პარიზში დაფუძნებული დიზაინერი ქეთევან მაისაია ქმნის. ფეხსაცმლის დიზაინი ინსპირირებულია ქართული კულტურის დასავლური აღქმის და პოსტსაბჭოთა ცხოვრების სტილის მიქსით. კოლექციის პრეზენტაცია Chaos Concept Store-ში გაიმართა, სადაც ჩაბნელებულ ოთახში მოდელები სარბენ ბილიკზე მოძრაობდნენ. პრეზენტაციის დროს DJ Liza Rivs უკრავდა.

 

Tiko Paksa Buyers-ის შოურუმსში

@buyersstore 💫 @mbfashionweektbilisi

A post shared by Tiko Paksa (@tikopaksa) on

Tiko Paksa-ს ყველა კოლექცია დახვეწილობით გამოირჩევა. დიზაინერის შემოდგომა- ზამთრის კოლექციაში ჭარბობდა ნეიტრალური ფერები, დიზაინერისთვის დამახასიათებელი საინტერესო ფორმები და ტექსტილები. ჩვენება ონლაინ-მაღაზია Buyers-ის შოურუმსში გაიმართა.

 

TAMRA

@tamra_official fw 18 💥

A post shared by Nini Chitadze (@ninichitz) on

თამუნა ქარუმიძემ წელსაც მოდელების მაგივრად ჩვენებაზე სკეიტერები გამოიყვანა. ტრადიციული ჩვენებებისგან განსხვავებით, “თამრას” ჩვენებაზე  გამოსვლის შემდეგ, სკეიტერები თბილისის ცირკის სცენაზე დარჩნენ, რამაც ჩვენებას ბევრად უფრო თავისუფალი აურა შესძინა.

 


რეკომენდებული სტატიები
წვრილი სათვალის კაცი: ინტერვიუ გიორგი ქებურიასთან

წვრილი სათვალის კაცი: ინტერვიუ გიორგი ქებურიასთან

წვრილი სათვალის კაცი: ინტერვიუ გიორგი ქებურიასთან
მის სათვალეებს ვიტრინებიდან იტაცებენ პარიზში, ლაფაიეტის გალერეაში, ასევე იტაცებენ ინტერნეტმაღაზიების წარმოსახვითი თაროებიდანაც
ქართული ბლოგები მოდის შესახებ

ქართული ბლოგები მოდის შესახებ

ქართული ბლოგები მოდის შესახებ
ქართული მოდის მიმართ ინტერესი უფრო და უფრო იზრდება და საინტერესოა ვინ აფასებს ამ პროცესებს, სად შეიძლება საღი მსჯელობის მოსმენა ან როგორ შეიძლება გავიგოთ ადგილობრივი მოდის ინდუსტრიის სიახლეები
ქართული გრაფიკა ინსტაგრამში - ეროტიკა, გლამური, პრიმიტივიზმი

ქართული გრაფიკა ინსტაგრამში - ეროტიკა, გლამური, პრიმიტივიზმი

ქართული გრაფიკა ინსტაგრამში - ეროტიკა, გლამური, პრიმიტივიზმი
წარმოგიდგენთ ქართველ არტისტებს, რომლებიც ინსტაგრამზე ეროტიკულ და არა მხოლოდ ეროტიკულ კონტენტს ანთავსებენ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.